„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2014 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (8)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №116 |
|
2014 წლის 27 იანვარი ქ. თბილისი |
|
2014 წლის სახელმწიფო პროგრამა
მუხლი 1. პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია სამედიცინო დაწესებულებათა მშენებლობა, რეაბილიტაცია და აღჭურვა.
მუხლი 2. პროგრამის კომპონენტები პროგრამის კომპონენტებია: ა) სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ შენობის (მისამართი: ქ. თბილისი, გუდამაყრის შესახვევი N2) სარეაბილიტაციო სამუშაოები და ცენტრის ფუქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად საიჯარო გადასახადის გადახდა; ბ) საექსპერტო სამუშაოები, საპროექტო/საავტორო ზედამხედველობა; გ) სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანების შესყიდვა; დ) პროგრამის ადმინისტრირება.
მუხლი 3. პროგრამის განხორციელების მეთოდოლოგია პროგრამის განსახორციელებლად საჭირო შესყიდვები ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 4. პროგრამის განხორციელება 1. პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება ხორციელდება, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ პროგრამისათვის (პროგრამული კოდი - 35 04) გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში. 2. პროგრამის განმახორციელებელია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატი.
მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი კომპონენტების მიხედვით განისაზღვროს 20 237.2 ათასი ლარით:
|
„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2014 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2014 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლისა და 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2014 წლის სახელმწიფო პროგრამა.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
2014 წლის სახელმწიფო პროგრამა მუხლი 1. პროგრამის მიზანიმუხლი 2. პროგრამის კომპონენტები🔗
პროგრამის კომპონენტებია: ა) სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ შენობის (მისამართი: ქ. თბილისი, გუდამაყრის შესახვევი N2) სარეაბილიტაციო სამუშაოები და ცენტრის ფუქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად საიჯარო გადასახადის გადახდა; ბ) საექსპერტო სამუშაოები, საპროექტო/საავტორო ზედამხედველობა; გ) სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანების შესყიდვა; დ) პროგრამის ადმინისტრირება.მუხლი 3. პროგრამის განხორციელების მეთოდოლოგია🔗
პროგრამის განსახორციელებლად საჭირო შესყიდვები ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.მუხლი 4. პროგრამის განხორციელება🔗
1. პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება ხორციელდება, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ პროგრამისათვის (პროგრამული კოდი - 35 04) გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში. 2. პროგრამის განმახორციელებელია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატი.მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი🔗
პროგრამის ბიუჯეტი კომპონენტების მიხედვით განისაზღვროს 20 237.2 ათასი ლარით:№
კომპონენტის დასახელებაღირებულება (ათასი ლარი)
1
სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ შენობის (მისამართი: ქ. თბილისი, გუდამაყრის შესახვევი N2) სარეაბილიტაციო სამუშაოები და ცენტრის ფუქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად საიჯარო გადასახადის გადახდა 9,131.82
საექსპერტო სამუშაოები, საპროექტო/საავტორო ზედამხედველობა 62.53
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანების შესყიდვა 11,000.04
პროგრამის ადმინისტრირება 42.9სულ
20,237.2.