„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2014 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №116 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №598 |
|
2014 წლის 23 ოქტომბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2014 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №116 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/01/2014, 470230000.10.003.017735) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის:
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“ ქვეპუნქტი: „რ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის საჭირო ავტომობილების (4 ერთეული), სამედიცინო აღჭურვილობის, საოფისე ინვენტარისა და სამედიცინო პერსონალისათვის უნიფორმის შესყიდვა.“. 2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ პროგრამის მე-2 მუხლის „ა“, „ბ“, „გ,“ „თ“, „ი“, „კ“, „მ“ და „რ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“. 3. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი კომპონენტების მიხედვით განისაზღვროს 28 703.8 ათასი ლარით:
|
|