„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის სარგებლობაში გადაცემული ან/და მის ბალანსზე რიცხული ქონების აუქციონის გარეშე, დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 მაისის №462 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №493
2014 წლის 26 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის სარგებლობაში გადაცემული ან/და მის ბალანსზე რიცხული ქონების აუქციონის გარეშე, დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 მაისის №462 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 დეკემბრის №328 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის სარგებლობაში გადაცემული ან/და მის ბალანსზე რიცხული ქონების აუქციონის გარეშე, დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 მაისის №462 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მიეცეს თანხმობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფიზიკურ პირებსა და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს აუქციონის გარეშე, დროებით, სასყიდლიან სარგებლობაში (იჯარა, ქირავნობა, უზუფრუქტი), არაუმეტეს 5 წლის ვადით, გადასცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის სარგებლობაში გადაცემული ან/და მის ბალანსზე რიცხული ქონება. სარგებლობის ფორმით, სასყიდლით გადაცემისას ქონების სარგებლობაში გადაცემის წლიური საფასური განისაზღვროს დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის არანაკლებ 5%-ის ოდენობით.“.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი