საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - დაცვის პოლიციის დეპარტამენტისათვის სარგებლობაში გადაცემული ან/და მის ბალანსზე რიცხული ქონების აუქციონის გარეშე, დროებით, სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1444
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017550
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/09/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1444

 2014 წლის 15 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – დაცვის პოლიციის დეპარტამენტისათვის სარგებლობაში გადაცემული ან/და მის ბალანსზე რიცხული ქონების აუქციონის გარეშე, დროებით, სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე

 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36‑ე მუხლის მე‑2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (შემდგომში – დეპარტამენტი), სასადილოს მოწყობისა და სწრაფი გადახდის/სწრაფი კვების აპარატების, აგრეთვე, ბანკომატების განთავსების მიზნით, აუქციონის გარეშე, დროებით, სასყიდლიან სარგებლობაში (იჯარა), არა უმეტეს 5 წლის ვადით, გადასცეს დეპარტამენტისათვის სარგებლობაში გადაცემული ან/და მის ბალანსზე რიცხული 254 მ2 ფართობი შპს „ნია-2010-ს“ (ს/კ– 416288528) სასადილოს მოსაწყობად, ხოლო 15 მ2 ფართობი – შპს „ადვესას“ (ს/კ - 404858515), სს „საქართველოს ბანკს“ (ს/კ– 204378869), სს „ლიბერთი ბანკს“ (ს/კ – 203828304), სს „თი-ბი-სი“ ბანკს (ს/კ– 204854595) სწრაფი გადახდის/სწრაფი კვების აპარატების, აგრეთვე, ბანკომატების განსათავსებლად.

2. ქონების სარგებლობაში გადაცემის წლიური საფასური განისაზღვროს დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის არანაკლებ 5%-ის ოდენობით.

 

პრემიერ­-მინისტრი                               ირაკლი ღარიბაშვილი