სს „ბათუმის ავტოსადგურის“ აქციონერთა რიგგარეშე განმეორებითი საერთო კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№18
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/04/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

გაცნობებთ, რომ 2014 წლის 28 თებერვალს ჩატარებული სს „ბათუმის ავტოსადგური-”ს(ს/კ 245415242) აქციონერთა განმეორებითი საერთო კრებ ით გადაწყვეტილი საკითხების რეგისტრაცია, მათ შორის, საზოგადოების რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია   სამეწარმეო რეესტრმა არ გაატარა რეგისტრაციაში რიგი ხარვეზების გამო, ამიტომ

 

  აქციონერთა რიგგარეშე განმეორებითი საერთო კრება ჩატარდება 2014 წლის  25აპრილს, 18.00 საათზე, იგივე მისამართზე, კერძოდ: ქ. ბათუმში, მაიაკოვსკის ქ. #1-ში, ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე დირექტორის სამუშაო კაბინეტში  შემდეგი დღის წესრიგით:

 

1.   ახალი სამეთვალყურეო საბჭოს წევრების განსაზღვრა 4 წევრამდე;

2. საზოგადოების  სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტა და ახალი წევრების არჩევა;

3. სააქციო საზოგადოების წესდებაში ცვილებების შეტანა:

ა) საზოგადოების წესდების 6.4. პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის ცვლილება ,,გ“ მიიღოს გადაწყვეტილება საზოგადოების რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შესახებ“ .

 ბ) საზოგადოების წესდების 6.7. პუნქტის ცვლილება, რომელიც ეხება აქციონერთა კრების ოქმის ნოტარიუსის მიერ შედგენის წესის ვალდებულების ამოღებას და გაუქმებას.

4. სხვადასხვა.

 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54.2 მუხლის შესაბამისად, კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში შეგიძლიათ შეამოწმოთ კრებაში თქვენი მონაწილეობის უფლება დამოუკიდებელ რეგისტრატორთან: სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორთან“, რომელიც მდებარეობს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი 74ა, მე-7 სართული .

კრების ჩატარებამდე 10 დღით ადრე მაინც შეგიძლიათ წარმოადგინოთ წერილობითი მოთხოვნა განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით.

 

განცხადებას თან ერთვის  გამოქვეყნებისათვის დაწესებული გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ორიგინალი და გამოსაქვეყნებელი განცხადების ელექტრონული (ვორდის ფორმატი)  ვერსია.

          ი                              / zaur solomoniZe/