„საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სარგებლობაში გადაცემული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების ამ ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ აღნიშნული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის ხარჯების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვის მიზნით გასხვისების ან სხვა ნებისმიერი სახით განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს №239 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №273 |
|
2014 წლის 4 აპრილი ქ.თბილისი |
1. დადგენილების:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სარგებლობაში გადაცემული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ან დემონტაჟის შედეგად მისაღები ვარგისი ნაწილებისა და მასალების ამ ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ აღნიშნული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის ხარჯების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვის მიზნით გასხვისების ან სხვა ნებისმიერი სახით განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე“;
ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე‑5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑12 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სარგებლობაში გადაცემული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ან დემონტაჟის შედეგად მისაღები ვარგისი ნაწილებისა და მასალების ამ ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ აღნიშნული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის ხარჯების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვის მიზნით გასხვისების ან სხვა ნებისმიერი სახით განკარგვის წესი.“;
2. დადგენილებით დამტკიცებული წესის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სარგებლობაში გადაცემული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ან დემონტაჟის შედეგად მისაღები ვარგისი ნაწილებისა და მასალების ამ ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ აღნიშნული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის ხარჯების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვის მიზნით გასხვისების ან სხვა ნებისმიერი სახით განკარგვის წესი“;
ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სარგებლობაში გადაცემული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ან დემონტაჟის შედეგად მისაღები ვარგისი ნაწილებისა და მასალების ამ ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ აღნიშნული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის ხარჯების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვის მიზნით გასხვისების ან სხვა ნებისმიერი სახით განკარგვის წესსა და პირობებს.“;
გ) პირველი მუხლის 31 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
დ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. შენობა‑ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის/ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ან დემონტაჟის შედეგად მისაღები ვარგისი ნაწილებისა და მასალების (მარაგების) განკარგვის წესი
1. შენობა-ნაგებობების სარეკონსტრუქციო, სარემონტო სამუშაოების ჩატარების, დემონტაჟის/ლიკვიდაციის განხორციელების შედეგად დარჩენილი ან დემონტაჟის შედეგად მისაღები ვარგისი ნაწილებისა და მასალების (მარაგების) განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო დაწესებულება.
2. შენობა-ნაგებობების სარეკონსტრუქციო, სარემონტო სამუშაოების ჩატარების, დემონტაჟის/ლიკვიდაციის განხორციელების შედეგად დარჩენილი ან დემონტაჟის განხორციელების შედეგად მისაღები ვარგისი ნაწილებისა და მასალების (მარაგების) გასხვისება ან სხვა ნებისმიერი სახით განკარგვა ხორციელდება:
ა) აუქციონის წესით;
ბ) სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისას, თუ სამშენებლო სამუშაოების მიმწოდებელს ქონება გადაეცემა მის მიერ მიწოდებული სამუშაოების შესაბამისი ღირებულების სანაცვლოდ.
3. შენობა-ნაგებობების დემონტაჟის განხორციელების შედეგად მისაღები ვარგისი ნაწილებისა და მასალების (მარაგების) განკარგვა შეიძლება ასევე განხორციელდეს აუქციონის წესით, ამორტიზებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟისა და გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით.
4. განკარგვად არ ჩაითვლება ის შემთხვევები, როდესაც გადაცემული ქონება გამოიყენება უწყების დაკვეთით მისაწოდებელ სამშენებლო სამუშაოებში.
5. სადემონტაჟო სამუშაოების შედეგად მისაღები ვარგისი ნაწილებისა და მასალების (მარაგების) ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განკარგვისას, საწყისი საფასური დგინდება აუდიტორული (საექსპერტო) დასკვნის შესაბამისად, ან აუდიტორული (საექსპერტო) დასკვნის საფუძველზე განსაზღვრული სადემონტაჟო სამუშაოების ღირებულებასა და დემონტაჟის შედეგად მისაღები ვარგისი ნაწილების ღირებულებას შორის სხვაობის გათვალისწინებით.
6. სახელმწიფო დაწესებულებების (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა) მიერ შენობა-ნაგებობების სარეკონსტრუქციო, სარემონტო სამუშაოების ჩატარების, დემონტაჟის/ლიკვიდაციის განხორციელების შედეგად დარჩენილი ვარგისი ნაწილებისა და მასალების (მარაგების) აუქციონის წესით გასხვისების ან სხვა ნებისმიერი სახით განკარგვის შედეგად ამონაგები თანხა მიმართულ უნდა იქნეს სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ ზემოაღნიშნული თანხით პირველ რიგში იფარება სარემონტო, სარეკონსტრუქციო, დემონტაჟის/ლიკვიდაციის ხარჯები (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა), დარჩენილი ნაწილი კი მიემართება ბიუჯეტში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“.
|