სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
08.04.2014 ბოლო ცვლილება 26.12.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№278
სარეგისტრაციო კოდი
310150000.10.003.017898
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/04/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (7)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №278

2014 წლის 8 აპრილი

ქ. თბილისი

 

სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლისა  და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, თანდართული ნიმუშისა და აღწერილობის შესაბამისად დამტკიცდეს:

ა) ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) ნიმუში - ტიპი №1 (დანართი  №1);

ბ) ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) ნიმუში - ტიპი №2 (დანართი  №2);

გ) მისაბმელის, სასოფლო-სამეურნეო მანქანისა და სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები) ნიმუში - ტიპი №1 (დანართი  №3);

დ) მისაბმელის, სასოფლო-სამეურნეო მანქანისა და სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები) ნიმუში - ტიპი №2 (დანართი  №4);

ე) მოტოციკლის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) ნიმუში (დანართი  №5);

ვ) საქართველოში დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ხელმძღვანელებისათვის, ელჩებისათვის განკუთვნილი ავტომობილებისა და მისაბმელების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები) ნიმუში - ტიპი №1  (დანართი  №6);

ზ) საქართველოში დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ხელმძღვანელებისათვის, ელჩებისათვის განკუთვნილი ავტომობილებისა და მისაბმელების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები) ნიმუში - ტიპი №2 (დანართი  №7);

თ) საქართველოში დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ხელმძღვანელებისათვის, ელჩებისათვის განკუთვნილი მოტოციკლების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) ნიმუში (დანართი  №8);

ი) დიპლომატიური წარმომადგენლობების დიპლომატიური პერსონალის წევრებისათვის განკუთვნილი ავტომობილებისა და მისაბმელების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები) ნიმუში - ტიპი №1  (დანართი  №9);

კ) დიპლომატიური წარმომადგენლობების დიპლომატიური პერსონალის წევრებისათვის განკუთვნილი ავტომობილებისა და მისაბმელების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები) - ტიპი №2 (დანართი  №10);

ლ) დიპლომატიური წარმომადგენლობების დიპლომატიური პერსონალის წევრებისათვის  განკუთვნილი მოტოციკლების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ნიმუში (დანართი  №11);

მ) საკონსულო დაწესებულებების შტატის საკონსულო თანამდებობის პირებისათვის განკუთვნილი ავტომობილებისა და მისაბმელების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები) ნიმუში - ტიპი №1  (დანართი  №12);

ნ) საკონსულო დაწესებულებების შტატის საკონსულო თანამდებობის პირებისათვის განკუთვნილი ავტომობილებისა და მისაბმელების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნების) ნიმუში - ტიპი №2 (დანართი  №13);

ო) საკონსულო დაწესებულებების შტატის საკონსულო თანამდებობის პირებისათვის განკუთვნილი მოტოციკლების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) ნიმუში (დანართი  №14);

პ) დიპლომატიური წარმომადგენლობების ადმინისტრაციულ-ტექნიკური და მოსამსახურე პერსონალისათვის განკუთვნილი ავტომობილებისა და მისაბმელების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები) ნიმუში - ტიპი №1 (დანართი  №15);

ჟ) დიპლომატიური წარმომადგენლობების ადმინისტრაციულ-ტექნიკური და მოსამსახურე პერსონალისათვის განკუთვნილი ავტომობილებისა და მისაბმელების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები) ნიმუში - ტიპი №2 (დანართი  №16);

რ) დიპლომატიური წარმომადგენლობების ადმინისტრაციულ-ტექნიკური და მოსამსახურე პერსონალისათვის განკუთვნილი მოტოციკლების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) ნიმუში (დანართი  №17);

ს) „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში“ საკუთრებაში არსებული ავტომობილებისა და მისაბმელების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები) ნიმუში - ტიპი №1  (დანართი  №18);

ტ) „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში“ საკუთრებაში არსებული ავტომობილებისა და მისაბმელების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები) ნიმუში - ტიპი №2 (დანართი №19);

უ) ავტომობილის შიდა ტრანზიტის ნიმუში (დანართი №20);

ფ)  მოტოციკლის შიდა ტრანზიტის ნიმუში (დანართი №21);

ქ) ტრანზიტული ნომრის ნიმუში (დანართი №22);

ღ) „TEST“ ნომრის ნიმუში (დანართი №23);

ყ) სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომერზე (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტსა და „TEST“ ნომერზე დასატანი სერიისა და ნომრის   შრიფტის ნიმუში  (დანართი  №24);

შ) მოტოციკლის რეგისტრაციის ნომერსა (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) და შიდა ტრანზიტზე დასატანი სერიისა და ნომრის   შრიფტის ნიმუში (დანართი  №25);

ჩ) გაყალბებისაგან დამცავი ჰოლოგრამის ნიმუში (დანართი  №26);

ც) სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშანი), შიდა ტრანზიტისა და „TEST“ ნომრის ტექნიკური მახასიათებლები და გაყალბებისაგან დამცავი საშუალებები (დანართი №27).

2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული შემთხვევების გარდა, ამ დადგენილების ამოქმედებამდე გაცემული და იურიდიული ძალის მქონე ამ მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა“-„ტ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ  რეგისტრაციის ნომრებს (სახელმწიფო სანომრე ნიშნები) იურიდიული ძალა შეუნარჩუნდეთ 2020 წლის 1 სექტემბრამდე;

ბ) „უ“-„ღ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ სარეგისტრაციო ნიშნებს იურიდიული ძალა შეუნარჩუნდეთ მიმოქცევაში არსებობის ვადით.

3. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული შემთხვევების გარდა, 2014 წლის 1 სექტემბრიდან სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ უზრუნველყოს, მხოლოდ ამ დადგენილებით დამტკიცებული ნიმუშების  შესაბამის სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის დამზადება/გაცემა.

4. დაევალოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული ნიმუშების სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის დამზადებისათვის/გაცემისათვის საჭირო ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება.

მუხლი 2
1. ეს დადგენილება, გარდა პირველი მუხლის  მე-4 პუნქტისა, ამოქმედდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
მუხლი 2
1. ეს დადგენილება, გარდა პირველი მუხლის  მე-4 პუნქტისა, ამოქმედდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი