„სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის №278 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№595
სარეგისტრაციო კოდი
310150000.10.003.025489
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/12/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №595

2025 წლის 26 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის №278 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის №278 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/04/2014, 310150000.10.003.017898) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „უ“ და „ფ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უ) „ავტომობილის შიდა ტრანზიტის ნიმუში“ (დანართი №20);

ფ) „ავტომობილის ტრანზიტული ნომრის ნიმუში“ (დანართი №201);“;

ბ) „ფ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ1“ და „ფ2“ ქვეპუნქტები:

„ფ1) „მოტოციკლის შიდა ტრანზიტის ნიმუში“ (დანართი №21);

ფ2) „მოტოციკლის ტრანზიტული ნომრის ნიმუში“ (დანართი №211);“.

 2. დადგენილებით დამტკიცებული:

ა) დანართი №20 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

ბ) დანართ №20-ის შემდეგ დაემატოს №201 დანართი თანდართული რედაქციით;

გ) დანართი №21 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

დ) დანართ №21-ის შემდეგ დაემატოს №211 დანართი თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
დაევალოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დამტკიცებული ნიმუშების სატრანსპორტო საშუალებათა შიდა ტრანზიტის დამზადებისათვის/გაცემისათვის საჭირო ორგანიზაციული ღონისძიებების 2026 წლის 1 მარტამდე განხორციელება.
მუხლი 3
2026 წლის 1 მარტამდე გაცემულ და იურიდიული ძალის მქონე ძველი ნიმუშის შიდა ტრანზიტს იურიდიული ძალა შეუნარჩუნდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მისი მოქმედების ვადით.
მუხლი 4
1. დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლი ამოქმედდეს 2026 წლის 1 მარტიდან.


პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე
📎 დანართები (1)
ნორმატიული-აქტი-2 ⬇

დანართი №20

ავტომობილის შიდა ტრანზიტის ნიმუში

C:\Users\megrelishvili.d\Desktop\ახალი ტრანზიტი\IMG-20251210-WA0001.jpg

სარეგისტრაციო ნიშნის ზოგადი აღწერილობა:

სარეგისტრაციო ნიშნის მარცხენა მხარეს, ზედა კიდესთან, გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო დროშა, ხოლო საქართველოს სახელმწიფო დროშის ქვედა მხარეს − საქართველოს საერთაშორისო კოდი „GE“. მარცხენა მხარეს, ქვედა კიდესთან, დატანილია ტვიფრული ნიშანი, ე.წ. „2D ბარკოდი“.

სარეგისტრაციო ნიშანს კიდის ქვედა ნახევარზე ჰორიზონტალურად გასდევს ლურჯი ზოლი, რომელზეც ლათინური ასოებით დატანილია „TRANSIT“. მარცხნიდან მარჯვნივ, თეთრ ფონზე შავი წარწერით დაიტანება ნომერი და სერია (ოთხი ციფრი და სივრცის გამოტოვებით – ორი ლათინური ასო).

შენიშვნა: ესკიზზე ნაჩვენები ზომის ერთეულია მილიმეტრი. ზომაში ცდომილება დასაშვებია ± 2 მმ-ით.


დანართი №201

ავტომობილის ტრანზიტული ნომრის ნიმუში

http://upload.matsne.gov.ge/images-app/documentImage?img=/5898404.jpg

სარეგისტრაციო ნიშნის ზოგადი აღწერილობა:

სარეგისტრაციო ნიშნის მარცხენა მხარეს, ზედა კიდესთან, გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო დროშა, ხოლო საქართველოს სახელმწიფო დროშის ქვედა მხარეს − საქართველოს საერთაშორისო კოდი „GE“. მარცხენა მხარეს, ქვედა კიდესთან, დატანილია ტვიფრული ნიშანი, ე.წ. „2D ბარკოდი“.

სარეგისტრაციო ნიშანს კიდის ქვედა ნახევარზე ჰორიზონტალურად გასდევს წითელი ზოლი, რომელზეც ლათინური ასოებით დატანილია „TRANSIT“. მარცხნიდან მარჯვნივ, თეთრ ფონზე შავი წარწერით დაიტანება ნომერი და სერია (ოთხი ციფრი და სივრცის გამოტოვებით – ორი ლათინური ასო).

შენიშვნა: ესკიზზე ნაჩვენები ზომის ერთეულია მილიმეტრი. ზომაში ცდომილება დასაშვებია ± 2 მმ-ით.


დანართი №21

მოტოციკლის შიდა ტრანზიტის ნიმუში

C:\Users\megrelishvili.d\Desktop\ახალი ტრანზიტი\IMG-20251210-WA0000.jpg 

სარეგისტრაციო ნიშნის ზოგადი აღწერილობა:

სარეგისტრაციო ნიშნის მარცხენა მხარეს, ზედა კიდესთან, გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო დროშა, ხოლო საქართველოს სახელმწიფო დროშის ქვედა მხარეს − საქართველოს საერთაშორისო კოდი „GE“. მარცხენა მხარეს, ქვედა კუთხეში, დატანილია ტვიფრული ნიშანი, ე.წ. „2D ბარკოდი“.

სარეგისტრაციო ნიშანს კიდის მარჯვენა მხარეს ვერტიკალურად გასდევს ლურჯი ზოლი, რომელზეც ასევე ვერტიკალურად, ლათინური ასოებით, დატანილია „TRANSIT“. თეთრ ფონზე შავი წარწერით ზედა ნაწილში დაიტანება ნომერი (სამი ციფრი), ხოლო ქვედა ნაწილში − სერია (ორი ლათინური ასო).

შენიშვნა: ესკიზზე ნაჩვენები ზომის ერთეულია მილიმეტრი. ზომაში ცდომილება დასაშვებია ± 2 მმ-ით.


დანართი №211

მოტოციკლის ტრანზიტული ნომრის ნიმუში

http://upload.matsne.gov.ge/images-app/documentImage?img=/5898405.jpg

სარეგისტრაციო ნიშნის ზოგადი აღწერილობა:

სარეგისტრაციო ნიშნის მარცხენა მხარეს, ზედა კიდესთან, გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო დროშა, ხოლო საქართველოს სახელმწიფო დროშის ქვედა მხარეს − საქართველოს საერთაშორისო კოდი „GE“. მარცხენა მხარეს, ქვედა კუთხეში, დატანილია ტვიფრული ნიშანი, ე.წ. „2D ბარკოდი“.

სარეგისტრაციო ნიშანს კიდის მარჯვენა მხარეს ვერტიკალურად გასდევს წითელი ზოლი, რომელზეც ასევე ვერტიკალურად, ლათინური ასოებით, დატანილია „TRANSIT“. თეთრ ფონზე შავი წარწერით ზედა ნაწილში დაიტანება ნომერი (სამი ციფრი), ხოლო ქვედა ნაწილში − სერია (ორი ლათინური ასო).

შენიშვნა: ესკიზზე ნაჩვენები ზომის ერთეულია მილიმეტრი. ზომაში ცდომილება დასაშვებია ± 2 მმ-ით.

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის №278 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის №278 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.12.2025.
როდის იქნა მიღებული „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის №278 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის №278 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 26.12.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №595. სარეგისტრაციო კოდი — 310150000.10.003.025489.
რამდენი მუხლისგან შედგება „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის №278 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის №278 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის №278 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.12.2025 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის №278 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №595, 26.12.2025, სარეგისტრაციო კოდი 310150000.10.003.025489 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6729019/