სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ა(ა)იპ – სვანეთის სამაშველო სამსახურისათვის თხოვების ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1041
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.0.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 30/05/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ს აქართველოს მ თ ავრობის

განკარგულება №1041

2012 წლის 30 მაისი

ქ. თბილისი

სახელმწიფოსაკუთრებაშიარსებული მოძრავი ქონების ა(ა)იპ –სვანეთის სამაშველო სამსახურისათვის თხოვებისფორმითგადაცემ ის თაობაზე თანხმობისმიცემისშესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომ ა(ა)იპ – სვანეთის სამაშველო სამსახურს, თხოვების ფორმით, არსებობის ვადით გადასცესდანართში მითითებული მოძრავი ქონება.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები ა(ა)იპ – სვანეთის სამაშველო სამსახურთანსახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების  თხოვების  ხელშეკრულების გაფორმების მიზნით.

პრემიერ‑მინისტრი                                                              ნ. გილაური

 

                                                                                                     დანართი

– მერსედესის მარკის საგზაო-სამაშველო ფურგონი (Mercedes 709) სახელმწიფო ნომრით: 9694 XA 83;

– მძიმე წონის რენოს მარკის ავტომობილის ფურგონი (CAMION RENAULT G 230 TURBO) სახელმწიფო ნომრით: BT 888 WP 83;

– მერსედესის მარკის საგზაო-სამაშველო ფურგონი (Mercedes 704D), აღჭურვილი წყლის რეზერვით, ძლიერად დაპრესილი ავტომობილიდან დაზარალებულის გადმოყვანისათვის საჭირო იარაღებით, ჰიდრავლიკური აქსესუარებითა და აღჭურვილობით: წყლის რეზერვი 500 ლ ტევადობით, ელექტრო‑ და ჰიდრავლიკური მოტორის კომპლექტი,  თერმული და ჰიდრავლიკური მოტორის კომპლექტი, საჭრელი, გასაწევი, კომბინირებული აღჭურვილობა, 2 ცალი „დანგრატი“ MS10MS6, ბარაბანი 20 მ,  მაღალი გამწეობის ელასტიური დამაგრძელებელი  40 მ, 2 ცალი ელასტიური შლანგი 10 მ, 3 ცალი ტვირთის ამწევი ბალიში რეგულატორით (რედუქტორით), 12 ცალი უსაფრთხოების კონუსი,  6 ცალი პნევმატიური საჭრელი, 1 ცალი პოლიესტერის სასინჯი თასმების ნაკრები, 1 ცალი უსაფრთხოების ჩანთა აირბეკი, 2 ცალი პირველადი დახმარების ჩანთა;

       – მძიმე წონის რენოს მარკის ავტომობილი ფურგონი (Renault G-230), აღჭურვილი ურბანული სახანძრო-სამაშველო და საფრენი აპარატების ხანძრის შემთხვევაში ჩასაბმელითა და ქაფის რეზერვით: წყლის რეზერვი        3 000 ლ, საქაჩი (პომპა) 120მ3, 400 მ შლანგი დიამეტრი 70 მმ, 200 მ შლანგი დიამეტრი 45 მმ, 2 ცალი ქაფის მისასხურებელი დიამეტრი 70 მმ,  ქაფის გამავრცელებელი დიამეტრი 45 მმ,  2 ცალი წყლის გამავრცელებელი დიამეტრი 70 მმ,  2 ცალი წყლის გამავრცელებელი დიამეტრი 45 მმ, 3 ცალი დანაყოფი 70X2 45 მმ,  მკვებავი მილი, 10 ცალი შემწოვი შლანგი დიამეტრი 100 მმ, 1 ცალი მკვებავი შლანგი 100 მმ, 4 ცალი ბაკი ემულსორი,  დასაკეცი კიბე  2X4.50 მ,  სატყორცნი დიამეტრი 100 მმ;

       – დაბა მესტიის მაშველი მეხანძრეების პირადი უსაფრთხოებისათვის განკუთვნილი სპეციალური ტანსაცმელი: 20 ცალი მსუბუქი სამუშაო (სამოქმედო) კომბინიზონი, 20 წყვილი ჩექმა, 20 ცალი ცეცხლსაწინააღმდეგო რემენი, 20 ცალი კასკა F1, 20 ცალი სახანძრო კოსტიუმი (ტყავის), 20 ცალი საზაფხულო მოსაცმელი, 20 ცალი ზამთრის ჯემპრი;

       – დაბა მესტიის მოხალისე მაშველთა სამთო‑სამაშველო აღჭურვილობა.