„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აპარატის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს პროკურატურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – საქართველოს ეროვნული არქივის, სსიპ – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს, სსიპ – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის და სსიპ – „სმართ ლოჯიქისთვის“ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №2586 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1050
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 30/05/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ს აქართველოს მ თ ავრობის

განკარგულება №1050

2012 წლის 30 მაისი

ქ. თბილისი

 „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აპარატის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების– საქართველოს პროკურატურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ– საქართველოს ეროვნული არქივის, სსიპ– მონაცემთა გაცვლის სააგენტოს, სსიპ– საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის და სსიპ – „სმართ ლოჯიქისთვის“ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის27 დეკემბრის №2586 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აპარატის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების– საქართველოს პროკურატურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ– საქართველოს ეროვნული არქივის,  სსიპ– მონაცემთა გაცვლის სააგენტოს, სსიპ– საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის და სსიპ – „სმართ ლოჯიქისთვის“ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის№2586 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აპარატის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს პროკურატურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ– საქართველოს ეროვნული არქივის, სსიპ– მონაცემთა გაცვლის სააგენტოს, სსიპ– საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის, სსიპ– „სმართ ლოჯიქის“ და სსიპ– სტრატეგიული განვითარების სააგენტოსათვის„საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. ცნობად იქნეს მიღებული ინფორმაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აპარატის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების– საქართველოს პროკურატურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ– საქართველოს ეროვნული არქივის, სსიპ– მონაცემთა გაცვლის სააგენტოს, სსიპ– საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის, სსიპ– „სმართ ლოჯიქის“ და სსიპ– სტრატეგიული განვითარების სააგენტოსათვის„საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე.“;

გ) მე-2 პუნქტის„ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აპარატის შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განისაზღვროს 35 ერთეულით;“;

დ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სსიპ– მონაცემთა გაცვლის სააგენტოზე, სსიპ– „სმართ ლოჯიქსა“  და სსიპ– სტრატეგიული განვითარების სააგენტოზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვები და მიეცეთ თანხმობა, რომ 2012 წლისათვის:

ა) სსიპ– მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო განისაზღვროს 5 800 ლარით, ხოლო დასაქმებულთა საშუალო თანამდებობრივი სარგო– 2 522 ლარით;

ბ) სსიპ– „სმართ ლოჯიქის“ ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო განისაზღვროს 5 800 ლარით, ხოლო დასაქმებულთა საშუალო თანამდებობრივი სარგო  –  2 062 ლარით;

გ) სსიპ– სტრატეგიული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო განისაზღვროს 6 250 ლარით, ხოლო დასაქმებულთა საშუალო თანამდებობრივი სარგო  – 1 981 ლარით.“.

პრემიერ-მინისტრი                                                              ნ . გილაური