სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს აქართველოს მ თ ავრობის
განკარგულება №1069
2012 წლის 8 ივნისი
ქ. თბილისი
სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდ მა უზრუნველყოს:
ა)საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილი „Support to Georgia IDP’s action plan:2009 part III“ ხელშეკრულების შესაბამისად გამოყოფილი მე-3 ტრანშის ფარგლებში ქ. ფოთის მალთაყვის მუნიციპალიტეტში, იძულებით გადაადგილებულ პირთა 30‑სახლიანი საცხოვრებელი უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე 7 (შვიდი) ხუთსართულიანი, მრავალბინიანი სახლის მშენებლობისათვის საჭირო შესაბამისი საძიებო-კვლევითი (ტოპოგრაფია, გეოლოგია) სამუშაოებისა და აღნიშნული სახლების კონკრეტულ ტერიტორიაზე მიბმის (ფუნდამენტების დაზუსტების), ტერიტორიის კეთილმოწყობისა და გარე საინჟინრო ინფრასტრუქტურის (გზები, წყალსადენ-კანალიზაცია, ელმომარაგება) დეტალური პროექტის საკონსულტაციო (საპროექტო) მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა;
ბ) ამ განკარგულები ს „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების დაფინანსება„საქართველოს 2012წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით სსიპ– საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის გამოყოფილი „რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის“ მუხლით (პროგრამული კოდი – 25 03) და „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის და ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების, არაფინანსური აქტივების კლებისა და ფინანსური აქტივების კლების კვარტალური განწერის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №643 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტების“ (პროგრამული კოდი – 25 03 01) მუხლით განსაზღვრული ასიგნებებიდან;
გ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულები ს „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების სახელმწიფო შესყიდვ ის გამარტივებული შესყიდვი ს საშუალებით განხორციელ ება.
პრემიერ-მინისტრი ნ.გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.06.2012.
- როდის იქნა მიღებული „სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“?
- „სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ მიღებულია 08.06.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1069. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.00.000000.
- სად არის „სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.06.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“, №1069, 08.06.2012, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.06.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2316393/