საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 28.05.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №61/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430090000.22.022.016796
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/05/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.05.2014 მიღება
📜 ცვლილებების ისტორია (1)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 4 აქტი
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 18.06.2013
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის სოციალური პარტნიორობის ხელშეწყობის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 18.06.2013
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 04.07.2013
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 04.07.2013
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება
№61/ნ
2014 წლის 28 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 18 ივნისის №71/ნ ბრძანება;
ბ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის სოციალური პარტნიორობის ხელშეწყობის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 18 ივნისის №70/ნ ბრძანება;
გ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 04 ივლისის №87/ნ ბრძანება;
დ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 04 ივლისის №86/ნ ბრძანება.
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე
დანართი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტში (შემდგომში - პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტი) ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1.
პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი:
ა) კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას;
ბ) პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ბ.ა) უმაღლესი განათლება: მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი საჯარო მმართველობის სპეციალობით, სოციალური მეცნიერებების მიმართულებით ან განათლების ადმინისტრირების სპეციალიზაციით;
ბ.ბ) სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 7 წელი;
ბ.გ) მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება;
ბ.დ) განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
ბ.ე) საერთაშორისო ორგანიზაციებთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობის გამოცდილება;
ბ.ვ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint; Microsoft Office Outlook;) კარგად ცოდნა;
ბ.ზ) უცხო ენების (ინგლისური, რუსული) სრულყოფილად ცოდნა;
გ) პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია;
გ.ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
გ.გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ.დ) ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ.ე) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება;
გ.ვ) „პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავარობის 2013 წლის 19 სექტემბრის №244 დადგენილება;
გ.ზ) „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანება;
გ.თ) „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანება.
2.
პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას;
ბ) პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ბ.ა) უმაღლესი განათლება: მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი საჯარო მმართველობის სპეციალობით, სოციალური მეცნიერებების მიმართულებით ან განათლების ადმინისტრირების სპეციალიზაციით;
ბ.ბ) სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 7 წელი;
ბ.გ) მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
ბ.დ) განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
ბ.ე) საერთაშორისო ორგანიზაციებთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობის გამოცდილება;
ბ.ვ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint; Microsoft Office Outlook) კარგად ცოდნა;
ბ.ზ) უცხო ენების (ინგლისური, რუსული) სრულყოფილად ცოდნა;
გ) პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია;
გ.ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
გ.გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ.დ),,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ.ე) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება;
გ.ვ) „პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავარობის 2013 წლის 19 სექტემბრის №244 დადგენილება;
გ.ზ) „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანება;
გ.თ) „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანება.
3.
პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი:
ა) კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას;
ბ) პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ბ.ა) უმაღლესი განათლება: ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი საჯარო მმართველობის სპეციალობით, განათლების ადმინისტრირების სპეციალიზაციით, ბიზნესის ადმინისტრირების ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით;
ბ.ბ) სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 5 წელი;
ბ.გ) უცხო ენების (ინგლისური, რუსული) კარგად ცოდნა;
ბ.დ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint; Microsoft Office Outlook) სრულყოფილად ცოდნა;
ბ.ე) მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
ბ.ვ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობის გამოცდილება;
ბ.ზ) ქართულ და ინგლისურ ენებზე აკადემიური წერის ცოდნა;
ბ.თ) უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც აქვს:
ბ.თ.ა) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ.თ.ბ) პოლიტიკის დოკუმენტებზე და სტრატეგიულ გეგმებზე მუშაობის გამოცდილება;
ბ.თ.გ) საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება;
ბ.თ.დ) განათლების სისტემაში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
გ) პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია;
გ.ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ.გ) „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ.დ) „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ.ე) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება;
გ.ვ) „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანება.
4.
პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი:
ა) კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას;
ბ) პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ბ.ა) უმაღლესი განათლება: ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი საჯარო მმართველობის სპეციალობით, განათლების ადმინისტრირების სპეციალიზაციით ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით;
ბ.ბ) სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 2 წელი;
ბ.გ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint; Microsoft Office Outlook) კარგად ცოდნა;
ბ.დ) უცხო ენების (ინგლისური, რუსული) კარგად ცოდნა;
ბ.ე) განათლების სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
ბ.ვ) უმაღლეს ან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის გამოცდილება;
ბ.ზ) უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც აქვს:
ბ.ზ.ა) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ.ზ.ბ) საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება;
ბ.ზ.გ) პოლიტიკის დოკუმენტებზე და სტრატეგიულ გეგმებზე მუშაობის გამოცდილება;
ბ.ზ.დ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობის გამოცდილება;
გ) პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
გ.ა) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ.ბ) „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ.გ) „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ.დ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება;
გ.ე) „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანება.
5.
პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი:
ა) კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას;
ბ) პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ბ.ა) უმაღლესი განათლება: ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი საჯარო მმართველობის სპეციალობით, განათლების ადმინისტრირების სპეციალიზაციით ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით;
ბ.ბ) სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 1 წელი;
ბ.გ) უცხო ენების (ინგლისური, რუსული) კარგად ცოდნა;
ბ.დ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint; Microsoft Office Outlook) კარგად ცოდნა;
ბ.ე) განათლების სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
ბ.ვ) უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც აქვს საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება;
გ) პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
გ.ა) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ.ბ) „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ.გ) „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ.დ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება;
გ.ე) „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანება.
6.
პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს უფროსი:
ა) კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენასж
ბ) პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ბ.ა) უმაღლესი განათლება: ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი საჯარო მმართველობის სპეციალობით, განათლების ადმინისტრირების სპეციალიზაციით, ბიზნესის ადმინისტრირების ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით;
ბ.ბ) სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 5 წელი;
ბ.გ) უცხო ენების (ინგლისური, რუსული) კარგად ცოდნაж
ბ.დ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint; Microsoft Office Outlook) სრულყოფილად ცოდნა.
ბ.ე) პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
ბ.ვ) მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
ბ.ზ) განათლების სისტემაში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
ბ.თ) ქართულ და ინგლისურ ენებზე აკადემიური წერის ცოდნა;
ბ.ი) მონიტორინგისა და შეფასების კუთხით გავლილი დამატებითი ტრენინგები;
ბ.კ) უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც აქვს:
ბ.კ.ა) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ.კ.ბ) მონიტორინგისა და შეფასების გეგმების შემუშავებასა და განხორციელებაზე მუშაობის გამოცდილება;
ბ.კ.გ) საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება;
ბ.კ.დ) უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პედაგოგიური ან ადმინისტრაციული სამუშაოს შესრულების გამოცდილება;
გ) პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია;
გ.ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ.გ) „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ.დ) „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ.ე) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება;
გ.ვ) „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანება.
7.
პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი:
ა) კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას;
ბ) პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ბ.ა) უმაღლესი განათლება: ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი საჯარო მმართველობის სპეციალობით, განათლების ადმინისტრირების სპეციალიზაციით, ბიზნესის ადმინისტრირების ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით;
ბ.ბ) სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 2 წელი;
ბ.გ) უცხო ენების (ინგლისური, რუსული) კარგად ცოდნა;
ბ.დ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint; Microsoft Office Outlook) კარგად ცოდნა;
ბ.ე) მონიტორინგისა და შეფასების კუთხით სამუშაო გამოცდილება;
ბ.ვ) განათლების სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
ბ.ზ) მონიტორინგისა და შეფასების კუთხით გავლილი დამატებითი ტრენინგები;
ბ.თ) უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც აქვს:
ბ.თ.ა) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ.თ.ბ) პოლიტიკის დოკუმენტებზე და სტრატეგიულ გეგმებზე მუშაობის გამოცდილება;
ბ.თ.გ) საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება.
გ) პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
გ.ა) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ.ბ) „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ.გ) „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ.დ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება;
გ.ე) „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანება.
8.
პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი:
ა) კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენა;
ბ) პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ბ.ა) უმაღლესი განათლება: ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ფინანსების სპეციალობით, საჯარო მმართველობის სპეციალობით, ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალიზაციით, განათლების ადმინისტრირების სპეციალიზაციით, ბიზნესის ადმინისტრირების ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით;
ბ.ბ) სამუშაო გამოცდილება: 1 წელი;
ბ.გ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint; Microsoft Office Outlook) სრულყოფილად ცოდნა;
ბ.დ) ინგლისური ენის სრულყოფილად, ხოლო რუსული ენის კარგად ცოდნა;
ბ.ე) უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც აქვს:
ბ.ე.ა) მონაცემთა სტატისტიკურ დამუშავებაში გამოცდილება;
ბ.ე.ბ) პროფესიული განათლების სისტემაში მუშაობის გამოცდილება.
გ) პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია;
გ.ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
გ.გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ.დ) „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ.ე) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება;
გ.ვ) „პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავარობის 2013 წლის 19 სექტემბრის №244 დადგენილება;
გ.ზ) „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანება.
9.
პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის სოციალური პარტნიორობის ხელშეწყობის სამმართველოს უფროსი:
ა) კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას;
ბ) პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის სოციალური პარტნიორობის ხელშეწყობის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ბ.ა) უმაღლესი განათლება: ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი საჯარო მმართველობის სპეციალობით, განათლების ადმინისტრირების სპეციალიზაციით, ბიზნესის ადმინისტრირების ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით;
ბ.ბ) სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 5 წელი;
ბ.გ) უცხო ენების (ინგლისური, რუსული) კარგად ცოდნა;
ბ.დ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint; Microsoft Office Outlook) სრულყოფილად ცოდნა;
ბ.ე) საერთაშორისო ორგანიზაციებთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობის გამოცდილება;
ბ.ვ) მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
ბ.ზ) უმაღლეს და/ან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პედაგოგიური ან ადმინისტრაციული კუთხით სამუშაო გამოცდილება;
ბ.თ) უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც აქვს:
ბ.თ.ა) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ.თ.ბ) საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება;
ბ.თ.გ) განათლების სისტემაში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება.
გ) პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის სოციალური პარტნიორობის ხელშეწყობის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია;
გ.ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ.გ) „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ.დ) „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ.ე) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება;
გ.ვ) „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანება.
10.
პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის სოციალური პარტნიორობის ხელშეწყობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი:
ა) კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას;
ბ) პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის სოციალური პარტნიორობის ხელშეწყობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ბ.ა) უმაღლესი განათლება: ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი საჯარო მმართველობის სპეციალობით, განათლების ადმინისტრირების სპეციალიზაციით, ბიზნესის ადმინისტრირების ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით;
ბ.ბ) სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 2 წელი;
ბ.გ) უცხო ენების (ინგლისური, რუსული) კარგად ცოდნა;
ბ.დ) კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint; Microsoft Office Outlook) კარგად ცოდნა;
ბ.ე) უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც აქვს:
ბ.ე.ა) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ.ე.ბ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობის გამოცდილება.
გ) პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის სოციალური ხელშეწყობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
გ.ა) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ.ბ) „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ.გ) „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ.დ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება;
გ.ე) „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანება.
11.
პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის სოციალური პარტნიორობის ხელშეწყობის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი:
ა) კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას;
ბ) პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის სოციალური პარტნიორობის ხელშეწყობის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ბ.ა) უმაღლესი განათლება: ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი საჯარო მმართველობის სპეციალობით, განათლების ადმინისტრირების სპეციალიზაციით, ბიზნესის ადმინისტრირების ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით;
ბ.ბ) სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 1 წელი;
ბ.გ) უცხო ენების (ინგლისური, რუსული) კარგად ცოდნა;
ბ.დ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint; Internet) კარგად ცოდნა;
ბ.ე) უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობის გამოცდილება.
გ) პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის სოციალური პარტნიორობის ხელშეწყობის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: