„სამედიცინო რაიონების მიხედვით ვაუჩერის ფასის დადგენის, მზღვეველი კომპანიის გამოვლენისა და კონკურსის შედეგად გამოვლენილი მზღვეველის ან ამხანაგობის მიერ აღებულ ვალდებულებათა შესრულებისა და ასევე პროგრამის ზედამხედველობის მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის 2013 წლის 22 ოქტომბრის №11 და 2013 წლის 28 დეკემბრის №13 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილებების მოწონებისა და სამედიცინო დაზღვევის ჯგუფი სს „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ გაკოტრების საქმისწარმოების დაწყებასთან დაკავშირებით ბენეფიციართათვის სამედიცინო მომსახურების მყისიერი ადმინისტრირების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 იანვრის №77 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №679
2014 წლის 14 აპრილი
ქ. თბილისი
„სამედიცინო რაიონების მიხედვით ვაუჩერის ფასის დადგენის, მზღვეველი კომპანიის გამოვლენისა და კონკურსის შედეგად გამოვლენილი მზღვეველის ან ამხანაგობის მიერ აღებულ ვალდებულებათა შესრულებისა და ასევე პროგრამის ზედამხედველობის მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის 2013 წლის 22 ოქტომბრის №11 და 2013 წლის 28 დეკემბრის №13 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილებების მოწონებისა და სამედიცინო დაზღვევის ჯგუფი სს „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ გაკოტრების საქმისწარმოების დაწყებასთან დაკავშირებით ბენეფიციართათვის სამედიცინო მომსახურების მყისიერი ადმინისტრირების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ‘‘ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 იანვრის №77 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, სამედიცინო რაიონების მიხედვით ვაუჩერის ფასის დადგენის, მზღვეველი კომპანიის გამოვლენისა და კონკურსის შედეგად გამოვლენილი მზღვეველის ან ამხანაგობის მიერ აღებულ ვალდებულებათა შესრულებისა და ასევე პროგრამის ზედამხედველობის მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის 2014 წლის 18 მარტის №14 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით, „სამედიცინო რაიონების მიხედვით ვაუჩერის ფასის დადგენის, მზღვეველი კომპანიის გამოვლენისა და კონკურსის შედეგად გამოვლენილი მზღვეველის ან ამხანაგობის მიერ აღებულ ვალდებულებათა შესრულებისა და ასევე პროგრამის ზედამხედველობის მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის 2013 წლის 22 ოქტომბრის №11 და 2013 წლის 28 დეკემბრის №13 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილებების მოწონებისა და სამედიცინო დაზღვევის ჯგუფი სს „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ გაკოტრების საქმისწარმოების დაწყებასთან დაკავშირებით ბენეფიციართათვის სამედიცინო მომსახურების მყისიერი ადმინისტრირების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 იანვრის №77 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. 2014 წლის 1 იანვრამდე სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში დამდგარი გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები, რომლებიც დასრულდა ან გრძელდება 2014 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდში, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ანაზღაურდეს 2014 წლის 1 იანვრიდან გაწეული ხარჯების შესაბამისად, ამასთან, ანაზღაურება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კლინიკების მხრიდან შეტყობინება გაკეთებულია 2014 წლის 1 მაისამდე.“.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი