სამედიცინო რაიონების მიხედვით ვაუჩერის ფასის დადგენის, მზღვეველი კომპანიის გამოვლენისა და კონკურსის შედეგად გამოვლენილი მზღვეველის ან ამხანაგობის მიერ აღებულ ვალდებულებათა შესრულებისა და ასევე პროგრამის ზედამხედველობის მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის 2014 წლის 31 მაისის №17 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილების მოწონების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№982
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017195
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/06/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №982

2014 წლის 6 ივნისი

ქ. თბილისი

სამედიცინო რაიონების მიხედვით ვაუჩერის ფასის დადგენის, მზღვეველი კომპანიის გამოვლენისა და კონკურსის შედეგად გამოვლენილი მზღვეველის ან ამხანაგობის მიერ აღებულ ვალდებულებათა შესრულებისა და ასევე პროგრამის ზედამხედველობის მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის 2014 წლის 31 მაისის №17 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილების მოწონების შესახებ

1. „ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებით (შემდგომში – საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებ ა)დამტკიცებული „ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0‑5 წლის (ჩათვლით) ბავშვების, საპენსიო ასაკის მოსახლეობის, სტუდენტების, შშმ ბავშვების და მკვეთრად გამოხატული შშმპ ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების“ მე-13 მუხლის გათვალისწინებით, მოწონებულ იქნეს სამედიცინო რაიონების მიხედვით ვაუჩერის ფასის დადგენის, მზღვეველი კომპანიის გამოვლენისა და კონკურსის შედეგად გამოვლენილი მზღვეველის ან ამხანაგობის მიერ აღებულ ვალდებულებათა შესრულებისა და ასევე პროგრამის ზედამხედველობის მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის 2014 წლის 31 მაისის #17 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილებ ა საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებით განსაზღვრული სახელმწიფო პროგრამის 2014 წლის 1 სექტემბრიდან შეწყვეტისა და გარდამავალი პერიოდის დაწყებიდან, 2014 წლის 1 ივნისიდან , პროგრამაში მოსახლეობის ახალი შენაკადებისა და ძველი დაზღვეულების თვის სადაზღვევო პერიოდის განახლების შეწყვეტის შესახებ.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის გათვალისწინებით, შესაბამის ბენეფიციართათვის/მოსარგებლეთათვის სამედიცინო მომსახურება უზრუნველყოფილ იქნეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, ჯანმრთელობის დაცვის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.

3. განკარგულება ძალაშია 2014 წლის 1 ივნისიდან.

პრემიერ‑ მინისტრი                                                            ი. ღარიბაშვილი