სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №13 |
|
2014 წლის 30 აპრილი ქ. სენაკი |
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
დანართი №1
სენაკის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულება
სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
1.
დამტკიცდეს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულება (დანართი №1).2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №8 დადგენილება (www.matsne.gov.ge. 01/02/2011. სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.108.016028).
3.
დადგენილება ძალაშია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეზურაბ ხაბურზანია
დანართი №1 სენაკის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულება1.
მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.2.
სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.3.
სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით, ხოლო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები – საკრებულოს დადგენილებით.4.
სამსახურს, ასევე მის განყოფილებას, აქვს შტამპი, ბლანკი და ბეჭედი საკუთარი სახელწოდებით და სხვა საჭირო რეკვიზიტებით.1.
სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფისაგან – განყოფილებისაგან.2.
სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:ა)
ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მომსახურების განყოფილება;ბ)
სოციალური დაცვის განყოფილება.3.
სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს გამგებლის დავალებით ახორციელებს განყოფილების უფროსი.4.
სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.5.
განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.6.
განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამის სამუშაოთა აღწერილობებით.7.
სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 3.🔗
სამსახურის ფუნქციებია)
ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;ბ)
მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებამოსილებათა განხორციელებას;გ)
ჯანდაცვის მუნიციპალური ობიექტების მართვის კოორდინაციას;დ)
წინადადებების შემუშავებას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებათა შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;ე)
სოციალურად დაუცველი პირების აღრიცხვას, მათზე სოციალური დახმარებისა და სხვა სახის შეღავათების დაწესების შესახებ წინადადებების მომზადებას; მიზნობრივი ჯგუფების (პენსიონრები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები) საჭიროების შესწავლა, მოგვარების გზების ძიება და სხვადასხვა ხასიათის დახმარების პროგრამების შემუშავება;ვ)
მუნიციპალიტტეის ტერიტორიაზე მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა აღრიცხვას, ამ პირთა პრობლემების შესწავლას, შესაბამის ღონისძიებათა დაგეგმვისა და მათ სოციალურ უფლებათა დაცვას;ზ)
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ვეტერანთა აღრიცხვას, მათი სოციალური დაცვის სფეროში გასატარებელ ღონისძიებათა შემუშავებასა და განხორციელების კოორდინაციას;თ)
სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დევნილთა დროებითი განსახლების ორგანიზებას; დევნილთა აღრიცხვა-რეგისტრაციას და მოწმობების გაცემის კომპანიის ორგანიზებულად ჩატარებაში ხელშეწყობას;ი)
დევნილთა პრობლემატური საკითხების წინადადებებისა და დასკვნების წარმოდგენას; დევნილთა სოციალური და სამართლებრივი უფლებების დაცვას და საყოფაცხოვრებო პირობების შესწავლას; სოციალური დაცვის პროგრამების განხორციელების მიზნით კერძო და არასახელმწიფო ორგანიზაციებთან ურთიერთობას;კ)
სამზრუნველო დაწესებულებათა ქსელის განვითარებასა და მოსახლეობის სოციალური ადაპტაციისათვის საჭირო ღოსიძიებების გატარებას;ლ)
მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.