სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №33 |
|
2014 წლის 28 ივლისი ქ. სენაკი |
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
დანართი №1
სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულება
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურს აქვს შტამპი, ბეჭედი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით და სხვა საჭირო რეკვიზიტებით.
4. სამსახურის ადგილსამყოფელია – სენაკი, ჭავჭავაძის ქ. №103.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის განყოფილება;
ბ) ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მომსახურების განყოფილება.
3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-9 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-13 მუხლით და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-16 მუხლით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამის სამუშაოთა აღწერილობებით.
7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;
ბ) მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებამოსილებათა განხორციელების კოორდინაციას;
გ) ჯანდაცვის მუნიციპალური ობიექტების მართვის კოორდინაციას;
დ) უმუშევართა რეგისტრაციას, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას;
ე) წინადადებების შემუშავებას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებათა შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;
ვ) უსახლკაროთა რეგისტრაციას და მათ თავშესაფრით უზრუნველყოფას;
ზ) მუნიციპალიტტეის ტერიტორიაზე მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა აღრიცხვას, ამ პირთა პრობლემების შესწავლას, შესაბამის ღონისძიებათა დაგეგმვისა და მათ სოციალურ უფლებათა დაცვას;
თ) სამზრუნველო დაწესებულებათა ქსელის განვითარებასა და მოსახლეობის სოციალური ადაპტაციისათვის საჭირო ღოსიძიებების გატარების კოორდინაციას;
ი) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
სამსახურის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
ბ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
გ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების კოორდინაციას;
დ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური დაწესებულებების მართვის კოორდინაციას
ე) სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
ვ) დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
ზ) სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
თ) უმუშევართა რეგისტრაციას, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას;
ი) სოციალური დაცვის მუნიციპალურ დაწესებულებათა მართვის კოორდინაციას;
კ) სოციალურად დაუცველი პირების აღრიცხვას, მათზე სოციალური დახმარებისა და სხვა სახის შეღავათების დაწესების შესახებ წინადადებების მომზადებას; მიზნობრივი ჯგუფების (პენსიონრები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები) საჭიროების შესწავლას, მოგვარების გზების ძიებას და სხვადასხვა ხასიათის დახმარების პროგრამების შემუშავებას;
ლ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ვეტერანთა აღრიცხვას, მათი სოციალური დაცვის სფეროში გასატარებელ ღონისძიებათა შემუშავებასა და განხორციელების კოორდინაციას;
მ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
სამსახურის ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მომსახურების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) დევნილთა მოსახლეობის განცხადებების, წინადადებების, საჩივრების განხილვას, შესწავლას, კანონით დადგენილი შეღავათების მიღების ორგანიზების კოორდინაციას;
ბ) სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დევნილთა დროებითი განსახლების ორგანიზების კოორდინაციას; დევნილთა აღრიცხვა-რეგისტრაციას და მოწმობების გაცემის კამპანიის ორგანიზებულად ჩატარების ხელშეწყობას;
გ) დევნილთა პრობლემატური საკითხების წინადადებებისა და დასკვნების წარმოდგენას; დევნილთა სოციალური და სამართლებრივი უფლებების დაცვის და საყოფაცხოვრებო პირობების შესწავლაში მონაწილეობას; სოციალური დაცვის პროგრამების განხორციელების მიზნით კერძო და არასახელმწიფო ორგანიზაციებთან ურთიერთობას;
დ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.