სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №63 |
|
2017 წლის 15 ნოემბერი ქ. სენაკი |
|
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურს აქვს შტამპი, ბეჭედი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით და სხვა საჭირო რეკვიზიტებით.
4. სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. სენაკი, ილია ჭავჭავაძის ქ. №103.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის განყოფილება;
ბ) ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მომსახურების განყოფილება.
3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე-9 მუხლით და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – განყოფილების უფროსი.
4. სამსახურის განყოფილება შედგება მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – განყოფილების უფროსისა და განყოფილების საჯარო მოხელეებისაგან.
5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე-13 მუხლით და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობით. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი.
6. განყოფილების საჯარო მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულების მე-16 მუხლით. განყოფილების საჯარო მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამის სამუშაოთა აღწერილობებით.
7. სამსახურის საჯარო მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და პროფესიული განვითარების წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
ა) ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;
ბ) მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებამოსილებათა განხორციელების კოორდინაციას;
გ) ჯანდაცვის მუნიციპალური ობიექტების მართვის კოორდინაციას;
დ) უმუშევართა რეგისტრაციას, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას;
ე) წინადადებების შემუშავებას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებათა შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;
ვ) უსახლკაროთა რეგისტრაციას და მათ თავშესაფრით უზრუნველყოფას;
ზ) მუნიციპალიტტეის ტერიტორიაზე მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა აღრიცხვას, ამ პირთა პრობლემების შესწავლას, შესაბამის ღონისძიებათა დაგეგმვისა და მათ სოციალურ უფლებათა დაცვას;
თ) სამზრუნველო დაწესებულებათა ქსელის განვითარებასა და მოსახლეობის სოციალური ადაპტაციისათვის საჭირო ღოსიძიებების გატარების კოორდინაციას;
ი) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
ა) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
ბ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია
გ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების კოორდინაციას;
დ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური დაწესებულებების მართვის კოორდინაციას;
ე) სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
ვ) დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
ზ) სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
თ) უმუშევართა რეგისტრაციას, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას;
ი) სოციალური დაცვის მუნიციპალურ დაწესებულებათა მართვის კოორდინაციას;
კ) სოციალურად დაუცველი პირების აღრიცხვას, მათზე სოციალური დახმარებისა და სხვა სახის შეღავათების დაწესების შესახებ წინადადებების მომზადებას; მიზნობრივი ჯგუფების (პენსიონრები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები) საჭიროების შესწავლას, მოგვარების გზების ძიებას და სხვადასხვა ხასიათის დახმარების პროგრამების შემუშავებას;
ლ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ვეტერანთა აღრიცხვას, მათი სოციალური დაცვის სფეროში გასატარებელ ღონისძიებათა შემუშავებასა და განხორციელების კოორდინაციას;
მ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
ა) დევნილთა მოსახლეობის განცხადებების, წინადადებების, საჩივრების განხილვას, შესწავლას, კანონით დადგენილი შეღავათების მიღების ორგანიზების კოორდინაციას;
ბ) სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დევნილთა დროებითი განსახლების ორგანიზების კოორდინაციას; დევნილთა აღრიცხვა-რეგისტრაციას და მოწმობების გაცემის კამპანიის ორგანიზებულად ჩატარების ხელშეწყობას;
გ) დევნილთა პრობლემატური საკითხების წინადადებებისა და დასკვნების წარმოდგენას; დევნილთა სოციალური და სამართლებრივი უფლებების დაცვის და საყოფაცხოვრებო პირობების შესწავლაში მონაწილეობას; სოციალური დაცვის პროგრამების განხორციელების მიზნით კერძო და არასახელმწიფო ორგანიზაციებთან ურთიერთობას;
დ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.