კონცერნ „ახემა გრუპის“ საქმესთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №787
2014 წლის 5 მაისი
ქ. თბილისი
კონცერნ „ახემა გრუპის“ საქმესთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
1. კონცერნ „ახემა გრუპის“ საქმესთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვის მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უზრუნველყოს საარბიტრაჟო წარმოების პროცესში და/ან ინვესტორთან დავის მორიგების მიზნით წარმოებულ მოლაპარაკებებში საქართველოს სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა კოორდინაცია.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ საარბიტრაჟო წარმოების პროცესში და/ან ინვესტორთან დავის მორიგების მიზნით წარმოებულ მოლაპარაკებებში სახელმწიფო წარმომადგენლობის განხორციელების მიზნისთვის საერთაშორისო იურიდიული კომპანიის დაქირავება და მიღებული იურიდიული მომსახურების ანაზღაურება განხორციელდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 მარტის №403 განკარგულების საფუძველზე გამოყოფილი სახსრებიდან.
3. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ უზრუნველყოს კონცერნ „ახემა გრუპის“ საქმესთან დაკავშირებით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში დაცული დოკუმენტაციისა და მასთან დაკავშირებული სხვა შესაბამისი მასალების საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის გადაცემა.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი