შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიანი იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2248
2011 წლის 18 ნოემბერი
ქ. თბილისი
შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიანი იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36‑ე მუხლის მე‑2 პუნქტის, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო, სარგებლობაში და მართვის უფლებით გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს #659 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მე‑4 მუხლის მე‑2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომ შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №205129617) იჯარის ფორმით გადასცეს ამ განკარგულების დანართში მითითებული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წლის ვადით, წლიური საიჯარო ქირით – 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
დანართი
შპს „ყაზტრანსგაზ‑თბილისისათვის“ სასყიდლიანი იჯარის
ფორმით გადასაცემი უძრავი ქონება
| № | დაფარვის ზონა | ობიექტის აღწერა | ობიექტის ტიპი | დამატებითი მახასიათებლები | ობიექტის სიგრძე (მეტრი) | საკადასტრო კოდი |
| 1 | თბილისი, სოფელი შინდისი | გაზსადენი მილი | მილსადენი |
| 3683.9 | 81.00.205 |
| 2 | თბილისი, სოფელი წავკისი | გაზსადენი მილი | მილსადენი |
| 3422.1 | 81.00.039 |
| 3 | წავკისის ველის საცხოვრებელი კომპლექსი | პ = 3 კმ/სმ კვადრატი; დ = 100 მმ; ლმ = 8 გრძ.მ; ლჰ = 320 გრძ.მ; პოლიეთილენი – დ = 110 მმ; ლმ = 1140 გრძ.მ; დ = 75 მმ; ლმ = 600 გრძ.მ; დ = 63 მმ; ლმ = 65 გრძ.მ; დ = 50 მმ; ლმ – 300 გრძ.მ | მილსადენი | ურდული ჭაში დ = 100 – 1 ც. ურდული დ = 100 – 1 ც. | 2414.9 | 81.00.167 |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიანი იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიანი იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.11.2011.
- როდის იქნა მიღებული „შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიანი იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
- „შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიანი იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ მიღებულია 18.11.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2248. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიანი იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.11.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიანი იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, №2248, 18.11.2011, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.11.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2342632/