შპს „ჯეოლაივის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1348
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017460
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/08/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1348

2014 წლის 1 აგვისტო

ქ. თბილისი

შპს „ჯეოლაივის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „ჯეოლაივი“ (ს/კ 205289409) გათავისუფლდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა (უფლებამონაცვლე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და შპს „ჯეოლაივს“შორის 2010 წლის 26 მარტს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების 4.2.2 მუხლის შესაბამისად დაკისრებული პირგასამტეხლოსაგან, იმ პირობით, რომ იგი უზრუნველყოფს „სახელმწიფო ქონების შპს „ჯეოლაივისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 9 მარტის №183 განკარგულების საფუძველზე გადაცემული უძრავი ნივთებიდან, ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული ქონების სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ, უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში, საკუთრებაში გადაცემას, აღნიშნული განკარგულების გამოცემიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში.

   2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

 

პრემიერ-მინისტრი                                 ირაკლი ღარიბაშვილი

 

 

დანართი

 

შპს „ჯეოლაივის“ მიერ სახელმწიფოსათვის გადასაცემი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები

 

ადგილმდებარეობა

მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №

ფართობი

კვ.მ

ფართობი

ჰა

1.

სიღნაღის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქვემო მაჩხაანი

56.20.52.004.

60000

6

2.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ბაილეთი

26.07.15.002.

137733

13,7733

3.

26.07.15.003.

200915

20,0915

4.

26.07.15.004.

63521

6,3521

 

სულ ჯამი:

462169

46,2169