„საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობათაშორისო კომისიის საქართველოს მხარის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 7 ივნისის №45 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2266
2011 წლის 18 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობათაშორისო კომისიის საქართველოს მხარის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 7 ივნისის №45 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობათაშორისო კომისიის საქართველოს მხარის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 7 ივნისის №45 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ განკარგულებით დამტკიცებული საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობათაშორისო კომისიის საქართველოს მხარის შემადგენლობა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
| „ნიკა გილაური | - | საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე |
| მალხაზ აკიშბაია | - | საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე |
| აკაკი ახალაძე | - | საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის განყოფილება ,,წითელი ხიდის“ უფროსი |
| კახა ბაინდურაშვილი
| - | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი |
| ალექსანდრე ბოლქვაძე | - | საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე |
| კობა ბოჭორიშვილი | - | საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დირექტორი |
| ბიძინა ბრეგაძე | - | შპს ,,მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ გენერალური დირექტორი |
| გოგიტა გვენეტაძე | - | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე |
| მაია გოგიბერიძე | - | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის მრავალმხრივი და რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი, კომისიის პასუხისმგებელი მდივანი |
| ლაშა დარსალია | - | საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი |
| ირაკლი ეზუგბაია | - | შპს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი |
| დავით იოსელიანი | - | საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე |
| აბესალომ კეკელია | - | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე |
| თამარ კოვზირიძე | - | საქართველოს მთავრობის კანცელარიის საგარეო ურთიერთობათა საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის (სამსახური) უფროსი – პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი |
| ვახტანგ ლეჟავა | - | საქართველოს მთავრობის კანცელარიის მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის (სამსახური) უფროსი – პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი |
| ნინო მირზიკაშვილი | - | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს აპარატის უფროსი |
| რამაზ ნიკოლაიშვილი | - | საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი |
| მაია სიდამონიძე | - | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე |
| გიორგი სურამელაშვილი | - | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე |
| სამსონ ურიდია | - | საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ – შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა ბიუროს უფროსი |
| ირაკლი ქაშიბაძე | - | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსი |
| თეიმურაზ შარაშენიძე | - | საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში |
| გიორგი ციკოლია | - | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორის მოადგილე |
| დიმიტრი ძაგნიძე | - | საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე |
| ლია ძებისაური | - | სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საგარეო ვაჭრობისა და უცხოური ინვესტიციების სტატისტიკის სამმართველოს უფროსი |
| მარინე ჭოღოშვილი | - | საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე |
| ალექსანდრე ხეთაგური | - | საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი |
| დავით ჯალაღანია | - | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე |
| ზურაბ ჯანჯღავა | - | შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გენერალური დირექტორი.“. |
პრემიერ‑მინისტრი ნიკა გილაური