,,საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობათაშორისო კომისიის საქართველოს მხარის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 7 ივნისის №45 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№102
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 27/01/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ს აქართველოს მ თ ავრობის

განკარგულება №102

2010 წლის 27 იანვარი

ქ. თბილისი

,,საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობათაშორისო კომისიის საქართველოს მხარის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 7 ივნისის №45 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილებები ,,საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობათაშორისო კომისიის საქართველოს მხარის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 7 ივნისის №45 განკარგულებით დამტკიცებულ დანართში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობათაშორისო კომისიის საქართველოს მხარის შემადგენლობა:

 

ნიკა გილაური

-

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

ნიკოლოზ ავალიანი

-

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე

ზურაბ ალავიძე

-

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე

გიორგი ახალაია

-

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი

მალხაზ აკიშბაია

-

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე

ჯამბულ ბაკურაძე

-

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე

ალექსანდრე ბოლქვაძე

-

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე

ბიძინა ბრეგაძე

-

შპს ,,მარაბდა-კარწახის რკინიგზის” გენერალური დირექტორი

ვლადიმერ გეგელაშვილი

-

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე

ზაზა გოგავა

-

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი

ნიკოლოზ გოგიტიძე

-

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული

ლაშა დარსალია

-

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი

ირაკლი ეზუგბაია

-

შპს ,,საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორი

გრიგოლ ვაშაძე

-

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

მამუკა ვაწაძე

-

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი

თემურ იაკობაშვილი

-

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერი

სერგო კალაძე

-

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს საერთაშორისო პროგრამების სამმართველოს უფროსი

დავით კერესელიძე

-

საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი

ნოდარ კერესელიძე

-

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი

თამარ კოვზირიძე

-

საქართველოს მთავრობის კანცელარიის საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა ჯგუფის (სამსახური) უფროსი, პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი

ვახტანგ ლეჟავა

-

საქართველოს მთავრობის კანცელარიის მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა ჯგუფის (სამსახური) უფროსი, პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი

ზურაბ პოლოლიკაშვილი

-

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი

დავით რობაქიძე

-

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

აკაკი სეფერთელაძე

-

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი  მოადგილე

ირაკლი სვანიძე

-

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის სუამის ქვეყნებთან ურთიერთობების სამმართველოს მრჩეველი, კომისიის პასუხისმგებელი მდივანი

ირაკლი სირაძე

-

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

სამსონ ურიდია

-

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო კონტროლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

ნიკოლოზ ფრუიძე

-

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე

დიმიტრი ძაგნიძე

-

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე

მარინე ჭოღოშვილი

-

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მოადგილე

ალექსანდრე ხეთაგური

-

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი

ვაჟა ხიდაშელი

-

შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის” სტრატეგიული კვლევებისა და ანალიზის ჯგუფის მრჩეველი

დავით ჯალაღანია

-

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

მიხეილ ჯანელიძე

-

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი

ზურაბ ჯანჯღავა

-

შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის” გენერალური დირექტორი.”.

პრემიერ-მინისტრი                                                           ნ. გილაური