1. პროფესორად, 4 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს:
ა) არასახელოვნებო სპეციალობებისათვის – დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;
ბ) სახელოვნებო სპეციალობებისათვის – პირი, რომელსაც აქვს უმაღლეს სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამისი სპეციალობით პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.
2. ასოცირებულ პროფესორად, 4 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს:
ა) არასახელოვნებო სპეციალობებისათვის – დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
ბ) სახელოვნებო სპეციალობებისათვის – პირი, რომელსაც აქვს უმაღლეს სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამისი სპეციალობით პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
3. ასისტენტ პროფესორად, 4 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს:
ა) არასახელოვნებო სპეციალობებისათვის – დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი;
ბ) სახელოვნებო სპეციალობებისათვის – შესაბამისი სპეციალობის მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული პირი.
4. ასისტენტად, 4 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს:
ა) არასახელოვნებო სპეციალობებისათვის – დოქტორანტი;
ბ) სახელოვნებო სპეციალობებისათვის – შესაბამისი სპეციალობის მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული პირი.
5. დამატებითი ან განსხვავებული პირობები თითოეული ფაკულტეტისათვის, რომელიც ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით განისაზღვრება აკადემიური საბჭოს მიერ, უნდა აისახოს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
6. დასაშვებია პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ აკადემიის აკადემიური თანამდებობების დაკავების შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია. აღნიშნული პირობებით აკადემიური თანამდებობის დაკავების წესი განისაზღვრება აკადემიური საბჭოს დადგენილებით.
7. აკადემიურ თანამდებობაზე 65 წელს გადაცილებული პირის არჩევა შესაძლებელია აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე. ეს გადაწყვეტილება შესაძლოა გავრცელდეს ცალკეულ ფაკულტეტზე, ან ფაკულტეტის ცალკეულ აკადემიურ თანამდებობებზე. აკადემიური საბჭო ამ დადგენილებას იღებს ფაკულტეტის საბჭოს დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, რომელიც მიიღება შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის გამოცხადებამდე და ის უნდა აისახოს გამოქვეყნებულ საკონკურსო განაცხადშ