1. აკადემიის ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნებიან: რექტორი, პრორექტორი, კანცლერი, ვიცე-კანცლერი, ფაკულტეტის დეკანი, ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ხელმძღვანელი, აკადემიისა და ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსები.
2. აკადემიის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ ან დანიშნულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც თანამდებობაზე არჩევის ან დანიშვნის წინაპირობას წარმოადგენს აკადემიაში დაკავებული აკადემიური თანამდებობა. ამ შემთხვევაში, აკადემიის შესაბამის აკადემიური თანამდებობის პირებს თანაბრად ექნებათ აღნიშნული ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების შესაძლებლობა, განურჩევლად მათი ასაკისა.
3. მასწავლებელთა პერსონალს მიეკუთვნება მასწავლებელი და უფროსი მასწავლებელი.
4. მასწავლებელი უფლებამოსილია გაუძღვეს პრაქტიკულ და ლაბორატორიულ სამუშაოებს აკადემიური თანამდებობის დაკავების გარეშე.
5. დამხმარე პერსონალს მიეკუთვნება საშტატო ნუსხით გათვალისწინებული აკადემიის საქმიანობისთვის აუცილებელი სხვა პირები.
6. აკადემიური საბჭო, ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით უფლებამოსილია აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნი