1. აკადემიის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას კოორდინაციას უწევს აკადემიის კანცლერი.
2. აკადემიის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტი შემუშავდება აკადემიის ფაკულტეტებთან და სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კონსულტაციით.
3. კანცლერი მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტს აკადემიურ საბჭოსთან შეთანხმებით, დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს.
4. წარმომადგენლობითი საბჭო განიხილავს წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტს და ამტკიცებს მას ან შესაბამისი შენიშვნებით უბრუნებს კანცლერს.
5. თუ კანცლერი დაეთანხმება წარმოდგენილ შენიშვნებს, ბიუჯეტის პროექტს შენიშვნების გათვალისწინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.
6. თუ კანცლერი არ ეთანხმება რეგენტთა საბჭოს ან წარმომადგენლობითი საბჭოს შენიშვნებს, მას უფლება აქვს, ბიუჯეტის პროექტის პირვანდელი ვარიანტი სათანადო დასაბუთებით დასამტკიცებლად დაუბრუნოს წარმომადგენლობით საბჭოს. წარმომადგენლობითი საბჭოსთვის წარდგენილ დასაბუთებას უნდა ერთოდეს აკადემიური საბჭოს წინადადებები.
7. წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ ბიუჯეტის პროექტის განმეორებით დაუმტკიცებლობა იწვევს კანცლერის უფლებამოსილების შეწყვეტას. ბიუჯეტის პროექტი დამტკიცდება ახალდანიშნული კანცლერის წარდგინები