1. აკადემიაში სწავლების ენა არის ქართული. აკადემიაში შესაძლებელია შეიქმნას ინდივიდუალური სასწავლო კურსები ან მოდულები უცხოელი სტუდენტებისათვის, რომელთა სწავლების ენა იქნება შესაბამისი უცხო ენა. სხვა ენაზე სწავლება, გარდა ინდივიდუალური სასწავლო კურსებისა, დაშვებულია, თუ ეს გათვალისწინებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან;

2. აკადემიის სასწავლო წლის დაწყებისა და დასრულების თარიღებს განსაზღვრავს აკადემიური საბჭო ყოველი სასწავლო წლის დაწყებამდე სულ ცოტა ერთი თვით ადრე.

3. სასწავლო წელი შედგება ორი სემესტრისაგან. თითოეული სემესტრი შედგება 20 კვირისაგან (15 სასწავლო კვირა, 3 სასესიო კვირა და 2 პრაქტიკა). სემესტრი დასრულდება საგამოცდო სესიით. საგამოცდო სესიის, ასევე სასწავლო და საწარმოო პრქტიკის ვადებს განსაზღვრავს აკადემიური საბჭო ყოველწლიურად.

4. საგანმანათლებლო პროგრამები ფაკულტეტების წარდგინებით მტკიცდება აკადემიური საბჭოს მიერ.

5. სასწავლო პროცესის ორგანიზების წესი მიმართულებების, სპეციალობებისა და სწავლების პროგრამების შესაბამისად განისაზღვრება ფაკულტეტის მიერ შემუშავებული სასწავლო გეგმებით, რომელთაც ამტკიცებს აკადემიური საბჭო.

6. ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას, ასევე მისი ანაზღაურების წესს საჭიროების შემთხვევაში შეიმუშავებს ფაკულტეტის დეკანი და ფაკულტეტის საბჭო.

7. აკადემია უფლებამოსილია განახორციელოს დამატებითი საგანმანათლებლო საქმიანობა, სწავლება (მათ შორის, სტუდენტებთან). ასეთი სწავლების ორგანიზების წესი, სწავლების ღირებულება და მისი გადახდის წესი განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს აკადემიური საბჭო ფაკულტეტის საბჭოს მიერ მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინებით და ამტკიცებს აკადემიური საბჭო.

8. სასწავლო კურსი მოიცავს შემდეგი სახის მეცადინეობებს: ლექცია, პრაქტიკული მეცადინეობა, სემინარი, კონსულტაცია, საკონტროლო სამუშაო, კოლოქვიუმი, სტუდენტებთან ინდივიდუალური მუშაობა, სტუდენტის დამოუკიდებელი მუშაობა, სასწავლო და სამრეწველო პრაქტიკა, საკურსო პროექტირება, საკვალიფიკაციო სამუშაოს შესრულება და სხვ