1. აკადემიის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:
ა) სწავლის საფასური;
ბ) სახელმწიფო სასწავლო გრანტი;
გ) სახელმწიფოს მიერ გაცემული სამეცნიერო-კვლევითი გრანტები
დ) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ე) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება აკადემიის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. აკადემიის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალული