ონის მუნიციპალიტეტისათვის სამასალე და საშეშე მერქნის გადაცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№381
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 15/02/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №381

2011 წლის 15 თებერვალი

ქ. თბილისი

ონის მუნიციპალიტეტისათვის სამასალე და საშეშე მერქნის გადაცემის შესახებ

1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სატყეო სააგენტომ ონის მუნიციპალიტეტს აუქციონის გარეშე, უსასყიდლოდ გადასცეს მდინარე ბდღვიორაზე სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, კერძოდ, მდინარისათვის ახალი კალაპოტის გაჭრასთან დაკავშირებით მოჭრილი 640 მ3 წიწვოვანი ჯიშის სამასალე და 80 მ3 საშეშე მერქანი.

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სატყეო სააგენტომ უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ მერქანზე კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა.

3. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ონის მუნიციპალიტეტი გადაიხდის მხოლოდ მერქნული რესურსისათვის დაწესებული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

პრემიერ-მინისტრი                    ნ. გილაური