სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ნივთის შპს „დოლამისისთვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფო ქონების იჯარით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №846
2014 წლის 13 მაისი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ნივთის შპს „დოლამისისთვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფო ქონების იჯარით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ გლოლაშიმდებარე 858454 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ №88.02.31.012) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 19 000 (ცხრამეტი ათას) ლარად საკუთრებაში გადაეცეს შპს „დოლამისს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №237978355).
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნივთის საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:
ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში;
ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი) წლის ვადაში პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ გლოლაში მდებარე 2500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე (ს/კ №88.02.23.002) მეცხოველეობის ფერმის მშენებლობა, რომელიც გათვლილი იქნება არანაკლებ 60 (სამოც) სულ პირუტყვზე;
გ) ამ პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით, პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი) წლის ვადაში არანაკლებ 80 000 (ოთხმოცი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;
დ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ ნივთზე, მუდმივად, ყოველი წლის დეკემბრის თვეში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის ინფორმაციის წარდგენა ამ განკარგულების დანართის შესაბამისად.
3. ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ შპს „დოლამისს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №237978355) იჯარის უფლებით გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ გლოლაში მდებარე 345821 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ №88.02.31.011) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 49 წლის ვადით.
4. ამ განკარგულების მე-3 პუნქტით გადაცემული ნივთის სარგებლობის პირობებად განისაზღვროს:
ა) წლიური საიჯარო ქირის, 1200 (ათას ორასი) ლარის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველწლიურად, საანგარიშო პერიოდის ყოველი პირველი თვის ბოლოს;
ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან იჯარის ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში, ყოველი წლის დეკემბრის თვეში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის ინფორმაციის წარდგენა ამ განკარგულების დანართის შესაბამისად.
5. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით განსაზღვრული საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, შპს „დოლამისმა“ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე, წარმოადგინოს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსახორციელებელი ინვესტიციის არანაკლებ 10 %-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ 3 (სამი) თვით უნდა აღემატებოდეს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადას.
6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწმიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყონ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
ინფორმაცია
საკუთრებაში/სარგებლობაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ფართობზე პირველადი პროდუქციის წარმოება/რეალიზაცია
| ფიზიკური/იურიდიული პირი
|
|
| რეგისტრაციის თარიღი/საიდენტიფიკაციო კოდი
|
|
| იურიდიული მისამართი
|
|
| საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული ს/ს სავარგული სულ (მიუთითეთ ფართობი, სარწყავი/ურწყავი), მათ შორის:
| |
| ერთწლიანი კულტურების ნათესი ფართობი და წარმოებული პროდუქციის რაოდენობა (კულტურების და სახეობების მიხედვით) --------------------------------------------------------------------------------------------------------- წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია (მიუთითეთ რაოდენობა და გასაღების ბაზარი) ---------------------------------------------------------------------------------------------------------
| |
| მრავალწლოვანი კულტურების წარმოება (კულტურების და ჯიშების მიხედვით) --------------------------------------------------------------------------------------------------------- წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია (მიუთითეთ რაოდენობა და გასაღების ბაზარი) ---------------------------------------------------------------------------------------------------------
| |
| სილოსის და ცხოველთა საკვების წარმოება (ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურები/ბალახები) ნათესი ფართობები და წარმოება ---------------------------------------------------------------------------------------------------------
წარმოებული პროდუქციის მოხმარება/რეალიზაცია (მიუთითეთ რაოდენობა და გასაღების ბაზარი)
---------------------------------------------------------------------------------------------------------
|
| საძოვარი (მიუთითეთ ფართობი და პირუტყვის (მსხვილფეხა (მათ შორის ფური)/წვრილფეხა) რაოდენობა) --------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------- წარმოებული პროდუქციის წარმოება/რეალიზაცია (მიუთითეთ რაოდენობა პროდუქციის სახეობების მიხედვით (მათ შორის ცოცხალი პირუტყვი) და გასაღების ბაზარი) --------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------
|
| რა სახის ღონისძიებები გაატარეთ ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების მიზნით? --------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------- |
| გაიარეთ თუ არა კონსულტაციები? (ვისთან?) ---------------------------------------------------------------------------------------------------------
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ნივთის შპს „დოლამისისთვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფო ქონების იჯარით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ნივთის შპს „დოლამისისთვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფო ქონების იჯარით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.05.2014.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ნივთის შპს „დოლამისისთვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფო ქონების იჯარით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
- „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ნივთის შპს „დოლამისისთვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფო ქონების იჯარით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ მიღებულია 13.05.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №846. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.017108.
- სად არის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ნივთის შპს „დოლამისისთვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფო ქონების იჯარით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.05.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ნივთის შპს „დოლამისისთვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფო ქონების იჯარით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, №846, 13.05.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017108 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.05.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2351544/