განჩინება შპს „გიორგი“-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/17866-13
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/05/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/17866-13

 

განჩინება

საქართველოს სახელით

 

2014 წლის 21 მაისი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: თამარ ჭუნიაშვილი

 

განმცხადებელი – შპს ,,გიორგი’’

(საიდენტიფიკაციო კოდი 201946225)

დირექტორი – ნუგზარ წიქვაძე

წარმომადგენელი – ცირა მაისურაძე

გაკოტრების მმართველი – აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი – თამაზ კიკიანი

 

მოთხოვნა – გაკოტრების მმართველის დანიშვნა

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

გამოარკვია:

2013 წლის 5 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა მოვალე შპს ,,გიორგის’’ წარმომადგენელმა ცირა მაისურაძემ და მოითხოვა შპს ,,გიორგის’’ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება, ვინაიდან შპს ,,გიორგის’’ არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორების ვადამოსული მოთხოვნები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 9 დეკემბრის განჩინებით განცხადება მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში, მეურვედ დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო).

2014 წლის 22 იანვარს კრედიტორთა კრებაზე გაკოტრების მმართველად დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიურო.

2014 წლის 19 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაკოტრების მმართველმა − აღსრულების ეროვნულმა ბიურომ წარმოადგინა შპს ,,გიორგის’’ (ს/კ. 201946225) გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაზე გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიში და მოითხოვა დასრულებულად გამოცხადდეს შპს ,,გიორგის’’ გაკოტრების წარმოება და გაუქმდეს რეაგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, მიაჩნია, რომ დანიშნული უნდა იქნეს კრედიტორთა კრება და კრედიტორთა კრებაზე განხილულ იქნეს საკითხი: შპს ,,გიორგის’’ სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლის და საქმის წარმოების დასრულების შესახებ.

      

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით მიღებული თანხის ამ კანონის შესაბამისად განაწილებისთანავე.

  

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 27-ე, 42-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2014 წლის 28 მაისს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი №29;

2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საკანონმდებლო მაცნეში’’, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.    

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე                                                        თამარ   ჭუნიაშვილი