,,შიდა აუდიტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 1 დეკემბრის №1525 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№950
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 29/04/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №950

2011 წლის 29 აპრილი

ქ. თბილისი

,,შიდა აუდიტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2010 წლის 1 დეკემბრის №1525 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

 1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად ,,შიდა აუდიტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2010 წლის 1 დეკემბრის №1525 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

 ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,1. ,,შიდა აუდიტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭოს შექმნის, მისი დებულების დამტკიცებისა და ამ საბჭოში არსებული სამდივნოს უფლებამოვალეობათა განსაზღვრის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 ნოემბრის №345 დადგენილებით დამტკიცებული ,,შიდა აუდიტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭოს დებულების და ამ საბჭოში არსებული სამდივნოს უფლება-მოვალეობების“მე-2 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შიდა აუდიტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭო (შემდგომში – საბჭო) განისაზღვროს შემდეგი შემადგენლობით:

საბჭოს თანათავმჯდომარე– საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე– საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

საბჭოს წევრი–საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი

საბჭოს წევრი–საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორი

საბჭოს წევრი–საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი

საბჭოს წევრი–საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი

საბჭოს წევრი–საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მრჩეველი

საბჭოს წევრი–საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი

საბჭოს წევრი–საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი

საბჭოს წევრი –საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი

საბჭოს წევრი–საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის შიდა აუდიტის სამმართველოს უფროსი

საბჭოს წევრი–საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი.“;

 ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

 ,,11. საბჭოს თანათავმჯდომარეობა ეთხოვოს საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარეს.“.

 2. განკარგულება ძალაში შევიდეს 2011 წლის 2 მაისიდან.

პრემიერ-მინისტრი                     ნ. გილაური