1. პროგრამის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში, კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის და კრედიტის უზრუნველყოფაში თანამონაწილეობა სააგენტოს მიერ წყდება შემდეგი გარემოებების დადგომისას:

ა) პროგრამის ფარგლებში, ამ პროგრამის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული კრედიტის სრულად დაფარვა პროგრამის ბენეფიციარის მიერ;

ბ) პროგრამის ბენეფიციარის მიერ შესაბამის კომერციულ ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, კერძოდ, ვადაგადაცილების დროს თანამონაწილეობა შეჩერდება, ხოლო კომერციული ბანკის მიერ სააღსრულებო ფურცლის მიღების ან უზრუნველყოფის საგნის ნატურის გადმოცემის შემთხვევაში, წყდება;

გ) პროექტის ფარგლებში გაცემული სესხის პროგრამით განსაზღვრული პირობების შეუსაბამოდ რესტრუქტურიზაცია, რეფინანსირება;

დ) პროგრამის ბენეფიციარის მიერ პროექტის მიზნობრიობის ან სხვა ვალდებულების დარღვევა;

ე) პროგრამით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა.

2. პროგრამის უძრავ ქონებაზე ხელმოსაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში გაფორმებული შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგები განისაზღვრება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. პროგრამის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ნაწილში, პროგრამის ბენეფიციარის მიერ ვალდებულების დარღვევისა და კომერციული ბანკის მიერ მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების გამოყენების შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლება პროგრამის ბენეფიციარის მიმართ.

4. პროგრამის ტექნიკური დახმარების კომპონენტის ფარგლებში პროგრამის ბენეფიციართან გაფორმებული ხელშეკრულება წყდება ფინანსებზე ან/და უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის შეწყვეტის შესაბამისა