„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობების მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის 2013 წლის 05 დეკემბრის №25/01-03 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№14/01-03
სარეგისტრაციო კოდი
010320040.33.062.016064
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/06/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთისავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის

ბრძანება №14/01-03

2014 წლის 2 ივნისი          

. თბილისი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობების მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის 2013 წლის 5 დეკემბრის №25/01-03 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლისა და „რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 27 დეკემბრის №31 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობების მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის 2013 წლის 5 დეკემბრის №25/01-03 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 09/12/2013, სარეგისტრაციო კოდი: 010320040.33.062.016041) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დანართის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დევნილებთან ურთიერთობისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის მთავარი სპეციალისტი.

13.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

13.2. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დევნილებთან ურთიერთობისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა)  უმაღლესი განათლება;

ბ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (microsoft office word; microsoft office excel, აგრეთვე Internet) სრულყოფილი ცოდნა;

გ) უპირატესობა მიენიჭება უცხო ენის ცოდნა;

დ) უპირატესობა მიენიჭება საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილებას;

13.3. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დევნილებთან ურთიერთობისა და სოცილურ საკითხთა სამსახურის მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კანონი  „საჯარო სამსახურის შესახებ“;

გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I,III,IV,VI);

დ) საქართველოს კანონი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“;

ე) საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“;

ვ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის ბრძანება „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“;

ზ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანება „იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე“;

თ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;

ი) აფხაზეთის კანონი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;

კ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის 25 იანვრის №4 დადგენილება „სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ“;

ლ) რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის 2012 წლის 3 თებერვლის №4 ბრძანება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის და/ან ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურა მცხოვრები – პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილ პირთა საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის მუშაობის წესის დამტკიცების შესახებ.“.

მუხლი 2.   ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრი                                                                                               კონსტანტინე კუჭუხიძე