„ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის 2015 წლის 27 იანვრის №31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№75
სარეგისტრაციო კოდი
010320000.33.062.016082
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/05/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის

ბრძანება №75

2015 წლის 8 მაისი

 ქ. თბილისი

„ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური ესპუბლიკის მინისტრის 2015 წლის 27 იანვრის №31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და „ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის თანამდებობის შემოღების, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“  აფხაზეთის ავტომონიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 17 ნოემბრის №56 დადგენილებით დამტკიცებული ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის 2015 წლის 27 იანვრის №31 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 30/01/2015, 010320000.33.062.016076) დამტკიცებულ დანართში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2

1. სამოქალაქო ჩართულობისა და პროექტების მართვის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება (მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული);   

ბ) მუშაობის არანაკლებ 5 წლის (მათ შორის საჯარო სამსახურში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლის) გამოცდილება;

გ) უცხო ენის (ინგლისური ან/და რუსული) ცოდნა. უპირატესობა მიენიჭება ორივე უცხო ენის ცოდნას;

დ)  საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, Internet) სრულყოფილი ცოდნა;

ე) ანალიტიკური ანგარიშების მომზადების გამოცდილება;

ვ) ტრენინგებში, ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მიღებული მონაწილეობა ჩაითვლება უპირატესობად;

ზ) სასურველია აფხაზური ენის ცოდნა;

თ) პროექტების მომზადების გამოცდილება.

2. სამოქალაქო ჩართულობისა და პროექტების მართვის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;

გ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;

დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

ე) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“;

ვ) საქართველოს კანონი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“;

ზ) საქართველოს კანონი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა  შესახებ“;

თ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;

ი) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის რეგლამენტი;

კ) „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი;

ლ) „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონი;

მ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის 17 ნოემბრის №56 დადგენილება „ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის თანამდებობის შემოღებისა და ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების  შესახებ“.

2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5

1. სამოქალაქო ჩართულობისა და პროექტების მართვის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება;  

ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება (სასურველია საჯარო სამსახურში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება);

გ) უცხო ენის (ინგლისური ან/და რუსული) ცოდნა;

დ)  საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, Internet) სრულყოფილი ცოდნა;

ე) ანალიტიკური ანგარიშების მომზადების გამოცდილება;

ვ) ტრენინგებში, ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მიღებული მონაწილეობა ჩაითვლება უპირატესობად;

ზ) სასურველია აფხაზური ენის ცოდნა;

თ) პროექტების მომზადების გამოცდილება.

2. სამოქალაქო ჩართულობისა და პროექტების მართვის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ (I, III, IV თავები);

გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

დ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;  

ე)  საქართველოს კანონი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“;

ვ) საქართველოს კანონი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა  შესახებ“;

ზ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;

თ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის რეგლამენტი;

ი) „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონი;

კ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის 17 ნოემბრის №56 დადგენილება „ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის თანამდებობის შემოღებისა და  ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების  შესახებ“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

მინისტრი                                დავით გვაძაბია