საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების უზრუნველყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №860
2014 წლის 16 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის – 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების უზრუნველყოფის შესახებ
1. „2014 წელს განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების დაგეგმვის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 აპრილის №669 განკარგულების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის – 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზების სამოქმედო გეგმა (შემდგომში – სამოქმედო გეგმა).
2. სამოქმედო გეგმის დამტკიცების უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს პრემიერ-მინისტრს.
3. ეთხოვოს სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ თვითმმართველ ერთეულებს კომპეტენციის ფარგლებში სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება.
4. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულებაზე პასუხისმგებელმა შემსყიდველმა ორგანიზაციებმა შესაბამისი საქონლის ან/და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების უზრუნველყოფის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების უზრუნველყოფის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.05.2014.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების უზრუნველყოფის შესახებ“?
- „საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების უზრუნველყოფის შესახებ“ მიღებულია 16.05.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №860. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.017147.
- სად არის „საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების უზრუნველყოფის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.05.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების უზრუნველყოფის შესახებ“, №860, 16.05.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017147 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.05.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2364467/