„საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის“ საქართველოს პარლამენტში წარდგენის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№905
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017143
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/06/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №905

2014 წლის 22 მაისი

ქ. თბილისი

 „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ი ანგარიშ ის“ს აქართველოს პარლამენტ ში წარდგენის თაობაზე

1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ:

ა) საქართველოს მთავრობის მიერ მოწონებული „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ წარედგინა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს;

ბ) საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, მის მიერ მომზადებული მოხსენება „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის“ შესახებ, წარუდგინა საქართველოს პარლამენტს.

2. საბიუჯეტო კოდექსის 55-ე მუხლისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 190-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ი ანგარიშ ი“დასამტკიცებლად წარედგინოს საქართველოს პარლამენტს.

3. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში წარდგენილ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშზე“ საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლებად დაინიშნონ საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი თაბუაშვილი და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი ჯავახიშვილი.

პრემიერ-მინისტრი                    ი. ღარიბაშვილი