საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის დაფუძნების შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (6 მუხლი)
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №385 |
|
2014 წლის 11 ივნისი ქ. თბილისი |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის დაფუძნების შესახებ
მუხლი 1
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო უწყებების ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების, ბიზნესპროცესების ავტომატიზების უზრუნველყოფის და ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემების დანერგვის ხელშეწყობის, ელექტრონული მთავრობისა და ელექტრონული მმართველობის კომპონენტების განვითარებისა და შესაბამისი ელექტრონული სერვისების მიწოდების, აგრეთვე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციული და ანალიტიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფის და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მართვის, საინფორმაციო სისტემების ქვეყნის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სივრცეში ინტეგრაციის, სახელმწიფო და მუნიციპალური სერვისების დანერგვის მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის №1016‑Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საფინანსო-ანალიტიკური სამსახური (შემდგომში - სამსახური).
მუხლი 2
სამსახური განისაზღვროს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 11 მარტის №160 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის უფლებამონაცვლედ.
მუხლი 3
სამსახურის უფლებამოსილება განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
მუხლი 4
სამსახურის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
მუხლი 5
სამსახურის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
მუხლი 6
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 15 ივნისიდან.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის დაფუძნების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის დაფუძნების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.06.2014.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის დაფუძნების შესახებ“?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის დაფუძნების შესახებ“ მიღებულია 11.06.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №385. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.10.003.018008.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის დაფუძნების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 6 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის დაფუძნების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.06.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის დაფუძნების შესახებ“, №385, 11.06.2014, სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.018008 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.06.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2370766/