ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №383 |
|
2014 წლის 11 ივნისი ქ.თბილისი |
|
კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის გაცემის
წესი
1. ეს წესი განსაზღვრავს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის გაცემის კრიტერიუმებსა და პროცედურას.
2. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) (შემდგომში - NATO) კლასიფიცირებული ინფორმაცია არის, უშუალოდ, NATO-ს მიერ დადგენილი და საიდუმლოების შესაბამისი ხარისხით განსაზღვრული ისეთი ინფორმაცია, რომლის გამჟღავნება ან დაკარგვა ზიანს მიაყენებს NATO-ს ინტერესებს.
3. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (შემდგომში - თავდაცვის სამინისტრო) არის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც პასუხისმგებელია NATO-ს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე.
4. ამ წესის მიზნებისთვის, NATO-ს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ ორგანოს წარმოადგენს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.
5. NATO-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვას (სერტიფიკატს) გასცემს საქართველოს თავდაცვის მინისტრი (შემდგომში - თავდაცვის მინისტრი).
NATO-ს კლასიფიცირებული ინფორმაციის მიმღები დაწესებულების ხელმძღვანელი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს დაწესებულებაში უსაფრთხოების ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ჰარმონიულად იქნება გათვალისწინებული ფიზიკური უსაფრთხოების, პერსონალის უსაფრთხოების, ინფორმაციის უსაფრთხოების, საკომუნიკაციო და ინფორმაციული ტექნოლოგიების NATO-ს უსაფრთხოების პოლიტიკით განსაზღვრული მოთხოვნები;
ბ) NATO-ს უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი მოთხოვნის „ცოდნის აუცილებლობის პრინციპის“ (need-to-know) დაცვითა და თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, განსაზღვროს და დაამტკიცოს დაწესებულების იმ თანამდებობების ჩამონათვალი (შემდგომში - თანამდებობათა ნომენკლატურა), რომელთა სამსახურებრივი საქმიანობა დაკავშირებულია NATO-სთან თანამშრომლობის საკითხებთან და საჭიროებენ დაშვებას NATO-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან (დანართი №1);
გ) წარუდგინოს თავდაცვის მინისტრს თანამდებობათა ნომენკლატურით გათვალისწინებულ პირთა კანდიდატურები NATO-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის (სერტიფიკატის) მისაღებად;
დ) სტრუქტურული და ფუნქციური ცვლილებების გათვალისწინებით, მოახდინოს დაწესებულების თანამდებობათა ნომენკლატურის განახლება და თავდაცვის სამინისტროში წარდგენა;
ე) განსაზღვროს და დროულად აცნობოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცია NATO-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაშვების მქონე პირის თანამდებობრივი გადაადგილების შესახებ, მისი NATO-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის (სერტიფიკატის) მოქმედების ვადის გაგრძელების/შეწყვეტის მიზნით.
1. NATO-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვა (Personnel Security Clearance (PSC)) არის ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (North Atlantic Council (NAC)) მიერ დამტკიცებული ფორმა, რომელსაც მინიჭებული აქვს შესაბამისი გრიფი და არის ორი სახის:
ა) ფორმა „A“ (Personnel Security Clearance Certificate) - ზოგადი სახისაა და გაიცემა 5 წლამდე ვადით იმ პირზე, რომლის NATO-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაშვების საჭიროება განსაზღვრულია შესაბამისი დაწესებულების თანამდებობათა ნომენკლატურით;
ბ) ფორმა „B“ (Certificate of Security Clearance) - კონკრეტული სახისაა და გაიცემა ფორმა „A“-ს მქონე პირზე, NATO-ს ეგიდით გამართულ კონკრეტულ ღონისძიებაში (ოფიციალური შეხვედრა, კონფერენცია, სასწავლო კურსი, სემინარი, სამშვიდობო ოპერაციები, წვრთნები და სწავლებები და სხვ.) მონაწილეობის მისაღებად.
2. ფორმა „B“-ს გაცემა ფორმა „A“-ს არმქონე პირებზე დასაშვებია, მხოლოდ, გამონაკლის შემთხვევებში, თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით.
NATO-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის (სერტიფიკატის) მისაღებად, შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელმა წერილობით უნდა მიმართოს თავდაცვის მინისტრს, რომელშიც:
ა) პირისთვის ფორმა „A“-ს მიხედვით NATO-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის (სერტიფიკატის) გაცემის მოთხოვნის შემთხვევაში, აღნიშნული უნდა იყოს თანამდებობათა ნომენკლატურით გათვალისწინებული პირის პასპორტის/საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მონაცემები, თანამდებობა და NATO-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის (სერტიფიკატის) გაცემის მიზეზი. განაცხადს თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა.ა) დასაშვები პირის მიერ შევსებული „ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის მიმღები კანდიდატის იდენტიფიცირების კითხვარი“ (დანართი №2);
ა.ბ) ერთი ფერადი ფოტოსურათი (ზომა 3x4 სმ);
ა.გ) პასპორტის/საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
ა.დ) ცნობა, რომ განაცხადით წარდგენილი პირი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაშვებულია სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან პირველი ფორმის მიხედვით, განსაკუთრებული მნიშვნელობის ცნობებზე ან მეორე ფორმის მიხედვით, სრულიად საიდუმლო ცნობებზე;
ა.ე) დასაშვები პირის წერილობითი თანხმობა მისი NATO-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის (სერტიფიკატის) მიღების პროცედურით გათვალისწინებული შემოწმების თაობაზე;
ბ) ფორმა „B“-ს მოთხოვნის შემთხვევაში - განაცხადში ქართულ და ინგლისურ ენებზე უნდა იყოს წარდგენილი შემდეგი ინფორმაცია: პირის პასპორტის/საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მონაცემები და დაკავებული თანამდებობა, ასევე, NATO-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის (სერტიფიკატის) გაცემის მიზეზი (კონკრეტული ღონისძიების დასახელება, ჩატარების ადგილი, დრო და ორგანიზატორის მიერ მოთხოვნილი NATO-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაშვების დონე). განაცხადს თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:
ბ.ა) დასაშვები პირის მიერ შევსებული „ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის მიმღები კანდიდატის იდენტიფიცირების კითხვარი“ (დანართი №2);
ბ.ბ) ერთი ფერადი ფოტოსურათი (ზომა 3x4 სმ);
ბ.გ) პასპორტის/საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
ბ.დ) ცნობა, რომ განაცხადით წარდგენილი პირი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაშვებულია სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან პირველი ფორმის მიხედვით, განსაკუთრებული მნიშვნელობის ცნობებზე ან მეორე ფორმის მიხედვით, სრულიად საიდუმლო ცნობებზე;
ბ.ე) ღონისძიების ორგანიზატორის მიერ გამოგზავნილი ოფიციალური მოწვევა, მონაწილეთათვის მოთხოვნილი NATO-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაშვების დონის მითითებით და/ან შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის სამართლებრივი აქტი პირის ღონისძიებაზე მივლინების შესახებ;
ბ.ვ.) დასაშვები პირის წერილობითი თანხმობა მისი NATO-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის (სერტიფიკატის) მიღების პროცედურით გათვალისწინებული შემოწმების თაობაზე.
1. NATO-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის (სერტიფიკატის) გაცემის გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს კანდიდატის შესახებ ინფორმაციის განხილვას, რომელიც:
ა) NATO RESTRICTED (შეზღუდული სარგებლობისათვის) ინფორმაციასთანდაშვების შემთხვევაში - მოიცავს ბოლო 3 წლის პერიოდის მონაცემებს;
ბ) NATO CONFIDENTIAL (საიდუმლო) ინფორმაციასთან დაშვების შემთხვევაში - მოიცავს ბოლო 5 წლის პერიოდის მონაცემებს;
გ) NATO SECRET (სრულიად საიდუმლო) და COSMIC TOP SECRET (განსაკუთრებული მნიშვნელობის) ინფორმაციასთან დაშვების შემთხვევაში - მოიცავს ბოლო 10 წლის პერიოდის მონაცემებს.
2. NATO-ს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანო ატარებს დასაშვები პირის მიერ პერსონალურად შევსებულ „ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის მიმღები კანდიდატის იდენტიფიცირების კითხვარში“ (დანართი №2) წარდგენილი ინფორმაციის გადამოწმებას სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მონაცემთა ბაზებში მის მიერ ჩადენილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებების თაობაზე ჩანაწერების არსებობის დადგენის მიზნით.
3. პიროვნების შესახებ არსებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, NATO-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციაზე პასუხისმგებელი ორგანო ატარებს გასაუბრებას როგორც უშუალოდ კანდიდატთან, ასევე - მის უშუალო ხელმძღვანელთან.
4. NATO-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციაზე პასუხისმგებელი ორგანო განიხილავს კანდიდატის შესახებ განაცხადით წარდგენილ დოკუმენტაციას და თითოეული რისკ-ფაქტორის შეფასებით, სადაზვერვო, კონტრსადაზვერვო და ფინანსური მონიტორინგის განმახორციელებელი შესაბამისი უწყებიდან კანდიდატთან დაკავშირებით გამოთხოვილი პოზიციის საფუძველზე, განსაზღვრავს მისთვის NATO-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაშვების მიზანშეწონილობას.
5. NATO-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციაზე პასუხისმგებელი ორგანო დოკუმენტაციას, დასაშვები პირის შესახებ, წარუდგენს თავდაცვის მინისტრს სათანადო გადაწყვეტილების მისაღებად, განაცხადის მიღებიდან არა უგვიანეს ერთ თვის ვადაში.
1. თავდაცვის მინისტრის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში:
ა) პირს უტარდება სათანადო ინსტრუქტაჟი NATO-ს კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვის წესების შესახებ და განემარტება კლასიფიცირებული ინფორმაციის გამჟღავნებისთვის (ან დოკუმენტაციის დაკარგვისთვის), აგრეთვე, საიდუმლოების რეჟიმის სხვა დარღვევებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ;
ბ) პირი ხელმოწერით ადასტურებს ვალდებულებას NATO-ს კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვის შესახებ (დანართი №3).
2. პროცედურის თანმიმდევრულად გავლის შემდეგ, NATO-ს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანო შესაბამის პირზე გასცემს თავდაცვის მინისტრის მიერ ხელმოწერილ NATO-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვას (სერტიფიკატს) (Personnel Security Clearance Certificate), ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (North Atlantic Council (NAC)) მიერ დადგენილი ფორმის მიხედვით.
3. NATO-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის (სერტიფიკატის) დედანი (მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციით) აღირიცხება და ინახება NATO-ს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ ორგანოში, ხოლო ბეჭდით დამოწმებული ასლი გადაიგზავნება დაინტერესებულ დაწესებულებაში.
მუხლი 7. NATO-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის (სერტიფიკატის) გაცემაზე უარის თქმის საფუძველი
1. NATO-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის (სერტიფიკატის) გაცემის ან NATO-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის (სერტიფიკატის) მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროს უარის თქმის საფუძველი შესაძლოა გახდეს როგორც დასაშვები პირის (კანდიდატის), ასევე, მისი მეუღლის, თანამაცხოვრებლების და ახლო ნათესავების შესახებ გამოვლენილი ინფორმაცია ან ისეთი დამახასიათებელი პიროვნული თვისებები და გარემოებები, რომლებიც NATO-ს უსაფრთხოების პოლიტიკის თანახმად, კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოებისათვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს, კერძოდ:
ა) შეგნებულად ან ვინმეს წაქეზებით ჩადენილი აქვთ (ან ჰქონდათ მცდელობა) ჯაშუშობის, ტერორიზმის, საბოტაჟის, სახელმწიფო ღალატის, სამოქალაქო არეულობისა და დაპირისპირების ან ამბოხების მოწყობის ფაქტი, ასევე, სხვა პირების წაქეზების მცდელობა მსგავსი დანაშაულის ჩადენაში;
ბ) თანამშრომლობდნენ უცხო ქვეყნის სპეციალურ სამსახურებთან, ტერორისტულ ან დივერსიულ ორგანიზაციებთან ან მსგავს ქმედებაში ეჭვმიტანილ პირებთან (ოფიციალური სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების გარდა);
გ) ყოფილან ისეთი ორგანიზაციის წევრები, რომლებიც ძალადობით, ან სხვა ანტისახელმწიფოებრივი გზით ცდილობდნენ ქვეყნის მთავრობის დამხობას ან სახელმწიფოებრივი წყობილების შეცვლას;
დ) ჰქონიათ მხარდაჭერა ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მითითებული ორგანიზაციების ან მათი წევრების მხრიდან;
ე) NATO-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის (სერტიფიკატის) მიმღებმა კანდიდატმა განზრახ დამალა, დაამახინჯა ან გააყალბა მნიშვნელოვანი პირადი ინფორმაცია „ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის მიმღები კანდიდატის იდენტიფიცირების კითხვარის“ (დანართი №2) შევსებისას ან შეგნებულად მოიტყუა გასაუბრების დროს;
ვ) იყო მსჯავრდებული დანაშაულებრივი ქმედებისათვის, განიცდის სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს ან გააჩნია დაუსაბუთებელი შემოსავლები და ქონება, ჰქონია ალკოჰოლური მიდრეკილება, ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებულება ან ბოროტად გამოიყენებს ნებადართულ და აკრძალულ მედიკამენტებს;
ზ) ჩადენილი აქვს ისეთი ქმედებები, მათ შორის, სექსუალური ხასიათის, რომლებიც შეიძლება გახდეს მასზე ზეწოლის ან შანტაჟის მიზეზი;
თ) ქმედებით ან საუბრით გამოუხატავს არაკეთილსინდისიერება, არასაიმედოობა, არასანდოობა და წინდაუხედაობა;
ი) სისტემატიურად არღვევს უსაფრთხოების წესებს ან ჰქონდა ამის მცდელობა, ასევე, ჩადის არაუფლებამოსილ ქმედებებს საკომუნიკაციო და ინფორმაციული სისტემების საშუალებით;
კ) ყოფილა დაავადებული სულიერი (მენტალური) ან ემოციური აშლილობით, რომელმაც შეიძლება მოახდინოს მნიშვნელოვანი გავლენა სასამართლოს განაჩენზე, პიროვნების საიმედოობაზე (სანდოობაზე) ან უნებლიედ აქციოს იგი უსაფრთხოების დაცვისათვის შესაძლო რისკად. ყველა მსგავს შემთხვევაში სავალდებულოა კომპეტენტური სამედიცინო დასკვნის განხილვა;
ლ) განიცდის ზეწოლას ნათესავების ან ახლო გარემოცვის მხრიდან, რომლებიც მოქცეულნი არიან უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურების, ტერორისტული ჯგუფების ან სხვა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში ჩართული ორგანიზაციების ან პიროვნებების გავლენის ქვეშ.
2. NATO-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციაზე პასუხისმგებელი ორგანო ვალდებულია შესაბამის დაწესებულებას წერილობით აცნობოს უარი წარდგენილი პირისთვის NATO-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის (სერტიფიკატის) გაცემაზე.
1. კონკრეტული პირის მიმართ გაცემული NATO-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის (სერტიფიკატის) მოქმედების ვადის ამოწურვის შემთხვევაში, დაწესებულების ხელმძღვანელი ვალდებულია ფუნქცია-მოვალეობებისა და ინფორმაციის „ცოდნის აუცილებლობის პრინციპის“ (need-to-know) გათვალისწინებით, განსაზღვროს მისთვის შესაბამისი დონის კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან NATO-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის (სერტიფიკატის) გაგრძელების საჭიროება და აცნობოს თავდაცვის სამინისტროს.
2. NATO-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის (სერტიფიკატის) მოქმედების პერიოდი განისაზღვრება 5 წლის ვადით და მისი განახლება უნდა მოხდეს მოქმედების ვადის გასვლიდან არა უგვიანეს 3 თვის განმავლობაში. თუ აღნიშნულ პერიოდში არ მოხდა NATO-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის (სერტიფიკატის) განახლება, პირს უნდა დაევალოს ისეთი ფუნქცია-მოვალეობების შესრულება, რომლებიც არ მოითხოვს NATO-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან წვდომას.
3. NATO-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის (სერტიფიკატის) მოქმედების ვადის გასვლამდე პირის დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლების შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტროს მიერ, შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის შეტყობინების საფუძველზე, ხდება აღნიშნული პირის სახელზე გაცემული NATO-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის (სერტიფიკატის) მოქმედების დროებით შეჩერება. NATO-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის (სერტიფიკატის) შეჩერების პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს, რომლის გასვლის შემდეგ, NATO-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვა (სერტიფიკატი) საბოლოოდ უქმდება.
4. NATO-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის (სერტიფიკატის) შეჩერების პერიოდში პირის ისეთ თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში, რომელზეც მოითხოვება დაშვება NATO-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან, თავდაცვის სამინისტრო განაახლებს მის სახელზე გაცემული NATO-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის (სერტიფიკატის) მოქმედებას შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე.
5. NATO-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის (სერტიფიკატის) გაუქმების ან მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაშვების მიღების საჭიროების შემთხვევაში, პირმა ხელახლა უნდა გაიაროს ამ დადგენილებით განსაზღვრული NATO-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის (სერტიფიკატის) მიღების სრული პროცედურა.
პირის შესახებ უსაფრთხოების სისტემისთვის საფრთხის შემქმნელი მაკომპრომეტირებელი ინფორმაციის გამოაშკარავების შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტრო განიხილავს აღნიშნული პირის კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაშვების მიზანშეწონილობას და NATO-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის (სერტიფიკატის) გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ოფიციალურად აცნობებს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელს.
NATO-ს კლასიფიცირებული ინფორმაციის რეგისტრებმა უნდა აწარმოონ შესაბამისი დაწესებულების თანამშრომლებზე გაცემული NATO-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვების (სერტიფიკატების) აღრიცხვა, სადაც მითითებული იქნება: დაშვებული პირების საიდენტიფიკაციო მონაცემები, დაკავებული თანამდებობა, დაშვების დონე, მათი NATO-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის (სერტიფიკატის) გაცემის თარიღი, მოქმედების ვადა და სხვა მონაცემები.
1. NATO-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციაზე პასუხისმგებელი ორგანო ვალდებულია ყოველწლიურად ჩაუტაროს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაშვებულ პირებს ტრენინგი უსაფრთხოების საკითხებზე, რომელიც მიზნად ისახავს მათთვის უსაფრთხოების მოთხოვნებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობის განმარტების გარდა, ისეთი საფრთხეების შესახებ პერიოდულად შეხსენებას, როგორებიცაა: წინდაუხედავი საუბარი არაუფლებამოსილ პირებთან, ურთიერთობა მედიასთან, კავშირი იმ ქვეყნების სადაზვერვო სამსახურებთან, რომელთა ინტერესის სფეროს წარმოადგენს საქართველო, NATO ან მისი წევრი ქვეყნები, და გააკეთოს ჩანაწერი ტრენინგის გავლის შესახებ მათ პირად საქმეში.
2. NATO-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაშვებული პირი ვალდებულია NATO-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის (სერტიფიკატის) მოქმედების ვადის გასვლის, შეჩერების ან შეწყვეტის შემდეგაც დაიცვას სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დროს მისთვის ცნობილი კლასიფიცირებული ინფორმაცია და პირადი ხელმოწერით დაადასტუროს აღნიშნული ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის ვალდებულება (დანართი №3).
1. კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაშვების მქონე პირის ისეთ თანამდებობაზე დანიშვნის დროს, რომლისთვისაც მოითხოვება უფრო მაღალი დონის დაშვება, თავდაცვის მინისტრის მიერ გაიცემა NATO-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის დროებითი ნებართვა (სერტიფიკატი) შემდეგ შემთხვევებში:
ა) პირს გააჩნია NATO-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის მოქმედი ნებართვა (სერტიფიკატი);
ბ) დაწყებულია აღნიშნული პირის შესაბამისი დონის NATO-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაშვების პროცედურა;
გ) აღნიშნული პირი არ არის შემჩნეული უსაფრთხოების წესების დარღვევაში.
2. NATO-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის დროებითი ნებართვის (სერტიფიკატის) მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს პირის ახალ თანამდებობაზე დანიშვნიდან 6 თვის პერიოდს. თავდაცვის მინისტრს შეუძლია გაახანგრძლივოს NATO-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის დროებითი ნებართვის (სერტიფიკატის) მოქმედება დამატებით 6 თვის ვადით, თუ შემოწმება აღნიშნული პირის შესახებ არ არის დასრულებული და არსებული მონაცემებით არ ვლინდება რაიმე მაკომპრომეტირებელი ინფორმაცია მის შესახებ.
1. NATO-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაშვებულ პირს, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების მიზნით, შესაძლებელია, გამონაკლისის სახით, ერთჯერადად მიეცეს ერთი დონით მაღალ კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის NATO-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვა (სერტიფიკატი) იმ შემთხვევაში, თუ:
ა) წარდგენილია აღნიშნული პირის ხელმძღვანელის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნა შესაბამისი დონის ინფორმაციასთან წვდომის აუცილებლობის შესახებ;
ბ) პირს გააჩნია NATO-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის მოქმედი ნებართვა (სერტიფიკატი);
გ) აღნიშნული პირი არ არის შემჩნეული უსაფრთხოების წესების დარღვევაში.
2. NATO-ს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა ორგანომ უნდა აწარმოოს გამონაკლისის სახით გაცემული NATO-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვების (სერტიფიკატების) და მათი გაცემის მიზეზის აღრიცხვა.
3. პირისთვის ერთი დონით მაღალ NATO-ს კლასიცირებულ ინფორმაციასთან 6 თვეზე მეტი ხნით დაშვების საჭიროების შემთხვევაში, განხილული უნდა იქნეს შესაბამისი დაწესებულების თანამდებობათა ნომენკლატურაში ცვლილების შეტანის საკითხი, მისთვის შესაბამისი დონის NATO-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის (სერტიფიკატის) მინიჭების მიზნით.
საგანგებო/საომარი მდგომარეობის დროს, სამშვიდობო მისიის შესრულების მიზნით ან სხვა განსაკუთრებულ შემთხვევებში, თავდაცვის მინისტრმა, გამონაკლისის სახით, ერთჯერადად, შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება NATO-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის (სერტიფიკატის) გამარტივებული წესით გაცემის თაობაზე, ამ დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების/პროცედურის გარეშე.
პირზე, რომელიც თავისი ორგანიზაციის სახელით მონაწილეობს ისეთ ღონისძიებებში (ოფიციალური შეხვედრა, სემინარი, კონფერენცია, სასწავლო კურსი და სხვ.), სადაც განიხილება NATO-ს კლასიფიცირებული ინფორმაცია, ამ დადგენილებით განსაზღვრული პროცედურის თანახმად, გაიცემა შესაბამისი დონის კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის NATO-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვა (სერტიფიკატი) (ფორმა „B“). აღნიშნული NATO-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის (სერტიფიკატის) ბეჭდით დამოწმებული ასლი ოფიციალურად იგზავნება დანიშნულებისამებრ ან ხელზე გაიცემა შესაბამის პირზე ღონისძიების ორგანიზატორ, პასუხისმგებელ ორგანოში წარსადგენად. პირი ვალდებულია, უზრუნველყოს უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა და მასზე გაცემული NATO-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის (სერტიფიკატის) ასლი დააბრუნოს შესაბამის რეგისტრში ღონისძიების დასრულების შემდეგ.
კურიერებს, დაცვის თანამშრომლებს, დამხმარე და ტექნიკურ პერსონალს, რომელთა სამსახურებრივი მოვალეობები დაკავშირებულია NATO-ს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების საკითხებთან, უნდა ჩაუტარდეთ კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის (სერტიფიკატის) მიღების პროცედურით გათვალისწინებული შემოწმება და ინსტრუქტაჟი ინფორმაციის უსაფრთხოების ნორმებისა და ვალდებულებების შესახებ.
”ვ ა მ ტ კ ი ც ე ბ” (ხელმოწერა, დაწესებულების ბეჭედი) (საიდუმლოების გრიფი) ეგზ. № № ______________ ----------------------------------------------------------------- (დაწესებულების ხელმძღვანელის გვარი, სახელი, თანამდებობა) ”_____” __________________ 20 წ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (დაწესებულების დასახელება) NATO-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დასაშვებად გასაფორმებელ პირთა თანამდებობათა ნ ო მ ე ნ კ ლ ა ტ უ რ ა
(ნატო-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირის თანამდებობა) ______________________________ (ხელმოწერა) “_____“ _______________ 20 წ. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის გაცემის წესის დანართი №2 ს ა ი დ უ მ ლ ო(შევსების შემდეგ)
ფოტოსურათი
3 X 4 ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის მიმღები კანდიდატის იდენტიფიცირების
კ ი თ ხ ვ ა რ ი
კითხვარი ივსება ხელით
მე, _____________________________________________________, ვადასტურებ ხელმოწერით, რომ კითხვარი შევავსე უშუალოდ და გაფრთხილებული ვარ, რომ ჩემ მიერ კითხვარში დაფიქსირებული ინფორმაცია იქნება გადამოწმებული. მე, ამ დოკუმენტის შემვსები, ვაცნობიერებ, რომ ნებისმიერი შეგნებული არასწორი პასუხი ან ფაქტების შეცვლა შეიძლება გახდეს ჩემთვის ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაშვებაზე უარის თქმის მიზეზი, ხოლო აღნიშნულის აღმოჩენა ნებართვის მიღების შემდეგ გამოიწვევს ნებართვის ავტომატურ გაუქმებას. მე თანახმა ვარ მოთხოვნისთანავე წარვუდგინო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დამატებითი დოკუმენტაცია კითხვარში დაფიქსირებული საკითხების დასაზუსტებლად და ჩემი ქონებრივი და ფინანსური მდგომარეობის შესახებ.
მე ვიღებ ვალდებულებას კითხვარში დაფიქსირებული ინფორმაციის ნებისმიერი ცვლილების შესახებ, არა უგვიანეს ერთ თვეში წერილობით ვაცნობო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს. ზემოაღნიშნულს ვადასტურებ: _________________________________ (ხელმოწერა) ,, ____” ____________ 20 __ წ.
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის გაცემის წესის დანართი №3 ვ ა ლ დ ე ბ უ ლ ე ბ ა: მე, _______________________________________________________________________________________________________________________________________ (სახელი, მამის სახელი, გვარი) ვიღებ რა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვას ფორმით, ვკისრულობ ვალდებულებას: ა) არ გავამჟღავნო ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის შემცველი ცნობები, რომლებსაც მომანდობენ ან ჩემთვის ცნობილი გახდება სამსახურის (სამუშაოს) მიხედვით; ბ) ზუსტად შევასრულო ნატოს უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი მოთხოვნები და საიდუმლოების დაცვის რეჟიმის უზრუნველმყოფი ბრძანებები, ინსტრუქციები და დებულებები; გ) იმ შემთხვევაში, თუ გარეშე პირები შეეცდებიან მიიღონ ჩემგან ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის შემცველი ცნობები, დაუყოვნებლივ შევატყობინო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს; დ) სრულად და დროულად შევატყობინო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ანკეტური და ავტობიოგრაფიული მონაცემების ცვლილებების შესახებ. მე ვარ გაფრთხილებული, რომ ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის შემცველი ცნობების გამჟღავნების ან დოკუმენტებისა და საგნების დაკარგვისათვის, აგრეთვე საიდუმლოების რეჟიმის სხვა დარღვევებისათვის დამეკისრება პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. --------------------------------------------------------------- (ხელმოწერა)
ინსტრუქტაჟი გამართა (პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა და გვარი) ---------------------------------------------------------------- ” ---------- ” ---------------------- 20 ------ წ. სამსახურიდან დათხოვნის (ნებართვის ვადის გასვლის) შემდეგაც დავიცავ ამ ვალდებულების ”ა” ,”ბ” და ”გ” პუნქტების მოთხოვნებს და ამ მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში პასუხს ვაგებ კანონით დადგენილი წესით. ------------------------------------------------------------ (ხელმოწერა)
ინსტრუქტაჟი გამართა (პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა და გვარი) ------------------------------------------------------------------------------------------------ ” ---------- ” ---------------------- 20 ------ წ. |