„საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებისა და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 25 მარტის N114 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №173 |
|
2015 წლის 19 მაისი ქ. თბილისი |
„მუხლი 1. „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თანდართული დებულება.“.
„1. ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი (შემდეგში - აპარატი) არის საქართველოს კონსტიტუციისა და „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე შექმნილი განსაკუთრებული მნიშვნელობის, სრულიად საიდუმლო და საიდუმლო ინფორმაციაზე მომუშავე განსაკუთრებული მნიშვნელობის რეჟიმის დაწესებულება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს ეროვნული უშიშროების საბჭოს საქმიანობის ინფორმაციულ-ანალიტიკურ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას.“;
„2. აპარატი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს კანონების, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმების, საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების, ამ დებულებისა და საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის (შემდეგში - საბჭოს მდივანი) მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოცემული სამართლებრივი აქტების საფუძველზე.“;
„8. აპარატის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, მ. აბდუშელიშვილის ქ. N1.“.
„ე) წარმართავს NATO-ს კლასიფიცირებული ინფორმაციის ქვერეგისტრის ფუნქციონირებას;“;
„2. აპარატი ანგარიშვალდებულია საბჭოს მდივნისა და პრეზიდენტის წინაშე.“.
„დ1) როგორც პრეზიდენტის წარმომადგენელი, მონაწილეობს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციისა და საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტის პროექტების შემუშავებაში;“;
„ე1) საბჭოს სახელით დებს ხელშეკრულებებს საექსპერტო-ანალიტიკურ სამუშაოთა შესრულების შესახებ;“;
„რ) პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგენს აპარატის დებულებას, სტრუქტურასა და საშტატო განრიგს;“.
„ე) ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანებია: ადამიანური რესურსების მართვა; საბჭოს კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი საიდუმლო გრიფის მქონე დოკუმენტების რეგისტრაცია; აპარატში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის კონტროლი; საბჭოს აპარატის საქმისწარმოების უზრუნველყოფა; საბჭოს მდივნის ცალკეული დავალებების შესრულება; აპარატში NATO-ს კლასიფიცირებული ინფორმაციის ქვერეგისტრის ფუნქციონირების წარმართვა და აღნიშნული ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობისა და NATO-ს უსაფრთხოების პოლიტიკით (NATO Security Policy) განსაზღვრული მოთხოვნებისა და პროცედურების შესაბამისად; NATO-ს კრიპტოგრაფიული საკომუნიკაციო და ინფორმაციული სისტემების გამოყენების უზრუნველყოფა;“.
|