საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრის შექმნის შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №382 |
|
2014 წლის 11 ივნისი ქ. თბილისი |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრის შექმნის შესახებ
მუხლი 1
საერთაშორისო ურთიერთობებისა და საგარეო პოლიტიკის სფეროში საჯარო მოხელეთა და სხვა პირთა პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის №1016-Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრი (შემდგომში – სასწავლო ცენტრი).
მუხლი 2
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:
ა) განახორციელოს სასწავლო ცენტრის სახელმწიფო კონტროლი;
ბ) უზრუნველყოს სასწავლო ცენტრის დებულების ამ დადგენილებასთან შესაბამისობაში მოყვანა;
გ) უზრუნველყოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.
მუხლი 3
სასწავლო ცენტრი განისაზღვროს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 26 ოქტომბრის №658 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საგრეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრის უფლებამონაცვლედ.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|