საქართველოს დაზვერვის სამსახურის ემბლემის, ემბლემის დებულებისა და დროშის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
11.06.2014 ძალადაკარგული 24.07.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№379
სარეგისტრაციო კოდი
130040000.10.003.018002
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/06/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №379

2014 წლის 11 ივნისი

ქ. თბილისი

 

საქართველოს დაზვერვის სამსახურის ემბლემის, ემბლემის დებულებისა და დროშის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად და ,,საქართველოს დაზვერვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის №175 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის გათვალისწინებით, დამტკიცდეს:

1.  საქართველოს დაზვერვის სამსახურის ემბლემა თანდართული ესკიზისა და აღწერილობის მიხედვით (დანართი №1);

2. საქართველოს დაზვერვის სამსახურის ემბლემის შესახებ დებულება (დანართი №2);

3. საქართველოს დაზვერვის სამსახურის დროშა თანდართული ესკიზისა და აღწერილობის მიხედვით (დანართი №3).

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი




დანართი №1

 

საქართველოს დაზვერვის სამსახურის ემბლემის აღწერილობა

 

საქართველოს დაზვერვის სამსახურის ემბლემა არის ლაჟვარდისფერ (ლურჯი) არშიიანი მრგვალი ჰერალდიკური ფარი, რომელსაც კვეთს მეწამული ჯვარი. ჯვრის ცენტრში გამოსახულია ჰერალდიკური ფარი, ფარის ვერცხლის ველზე - ლაჟვარდისფერი (ლურჯი) ოთხქიმიანი ვარსკვლავი (კონტროლისა და უსაფრთხოების სიმბოლო), ფარს ამშვენებს ივერიული გვირგვინი.

I და IV ვერცხლის (თეთრი) ველზე გამოსახულია ბოლნურ-კაცხური ჯვარი.

ლაჟვარდისფერ (ლურჯი) არშიაზე გამოსახულია ოქროს წარწერა: „საქართველოს დაზვერვის სამსახური“.

 

 

 

დანართი №2

 

საქართველოს დაზვერვის სამსახურის ემბლემის შესახებ დებულება

 

1. საქართველოს დაზვერვის სამსახურის (შემდგომში - სამსახური) ემბლემა (შემდგომში - ემბლემა) არის სამსახურის ოფიციალური სიმბოლო.

2. ემბლემა განთავსდება (ინახება) სამსახურის უფროსის კაბინეტში და სამსახურის სხდომათა დარბაზში.

3. ემბლემა გამოისახება:

ა) სამსახურის ვებგვერდზე;

ბ) სამსახურის ბეჭდვით გამოცემებზე;

გ) სამსახურის მიერ მომზადებულ კინო-, ვიდეო- და ფოტომასალებზე;

დ) სამსახურის შეკვეთით დამზადებულ სარეკლამო-საინფორმაციო და სუვენირულ პროდუქციაზე;

ე) სამსახურის მოსამსახურეთა სამსახურებრივ მოწმობაზე.

4. სამსახურის უფროსი იღებს გადაწყვეტილებას ემბლემის გამოყენების სხვა შემთხვევების თაობაზე.

5. ემბლემა დაცულია კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

 

დანართი №3

 

 

საქართველოს დაზვერვის სამსახურის დროშის აღწერილობა

 

საქართველოს დაზვერვის სამსახურის დროშა არის მართკუთხა თეთრი ქსოვილი პროპორციით - 2/3, რომელსაც კვეთს სწორკუთხა მეწამული (წითელი) ჯვარი სისქით - დროშის სიმაღლის 1/5,  რომელიც ეხება დროშის ქსოვილის კიდეებს. ზედა მარჯვენა მეოთხედში (პირველი კანტონი) თეთრ (ვერცხლის) ველზე გამოსახულია ლაჟვარდისფერი ოთხქიმიანი ვარსკვლავი - საქართველოს დაზვერვის სამსახურის ემბლემის დეტალი.

 


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს დაზვერვის სამსახურის ემბლემის, ემბლემის დებულებისა და დროშის დამტკიცების შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 24.07.2025.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს დაზვერვის სამსახურის ემბლემის, ემბლემის დებულებისა და დროშის დამტკიცების შესახებ“?
„საქართველოს დაზვერვის სამსახურის ემბლემის, ემბლემის დებულებისა და დროშის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 11.06.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №379. სარეგისტრაციო კოდი — 130040000.10.003.018002.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს დაზვერვის სამსახურის ემბლემის, ემბლემის დებულებისა და დროშის დამტკიცების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 24.07.2025-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს დაზვერვის სამსახურის ემბლემის, ემბლემის დებულებისა და დროშის დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს დაზვერვის სამსახურის ემბლემის, ემბლემის დებულებისა და დროშის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.07.2025 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს დაზვერვის სამსახურის ემბლემის, ემბლემის დებულებისა და დროშის დამტკიცების შესახებ“, №379, 11.06.2014, სარეგისტრაციო კოდი 130040000.10.003.018002 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.07.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2371079/