სს „ლიბერთი კონსუმერი“-ის განცხადება აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სს „ლიბერთი კონსუმერის” აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ
სს „ლიბერთი კონსუმერის” (შემდგომში „კომპანია”) აქციონერთა მორიგი საერთო კრების ჩატარება განსაზღვრულია 2014 წლის 16 ივლისს, 17:00 საათზე. კომპანიის აქციონერთა მორიგი საერთო კრების დღის წესრიგი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
1. საზოგადოების 2013 წლის აუდიტირებული შედეგების დამტკიცების შესახებ;
2. დირექტორატის ანგარიში საზოგადოების 2013 წლის საქმიანობის შესახებ;
3. 2013 წლისათვის დამოუკიდებელი აუდიტორის არჩევა.
4. სხვადასხვა.
2013 წლის 16 ივლისის აქციონერთა მორიგი საერთო კრების დღის წესრიგთან დაკავშირებით, კომპანიის სამეთვალყურეო საბჭო და გენერალური დირექტორი აქციონერებს წარუდგენენ შემდეგი სახის რეკომენდაციებს:
დღის წესრიგის პირველ საკითხთან დაკავშირებით:
1. დამტკიცდეს „ერნსტ ენდ იანგის” მიერ აუდიტირებული კომპანიის 2013 წლის ფინანსური შედეგები.
დღის წესრიგის მეორე საკითხთან დაკავშირებით:
2. დამტკიცდეს დირექტორატის ანგარიში კომპანიის 2013 წლის საქმიანობის შესახებ;
დღის წესრიგის მესამე საკითხთან დაკავშირებით:
3. არჩეულ იქნას „ერნსტ ენდ იანგი” სს „ლიბერთი კონსუმერის” 2014 წლის შედეგების დამოუკიდებელ აუდიტორად.
კომპანიის აქციონერთა მორიგი საერთო კრება გაიმართება შემდეგ მისამართზე: საქართველო, თბილისი, ბუდაპეშტის ქუჩა №1ბ;
აქციონერთა რეგისტრაცია დაიწყება 2013 წლის 16 ივლისს, 16:00 საათზე.
აქციონერთა სააღრიცხვო თარიღად დადგენილია 2013 წლის 16 ივნისი, 18:00.
აქციონერთა საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება შეიძლება გადამოწმებულ იქნას 2013 წლის 30 ივნისიდან სს „ლიბერთი კონსუმერის” აქციების რეგისტრატორთან – სს „კავკასრეესტრი” შემდეგ მისამართზე: საქართველო, თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი №74ა.
გენერალური დირექტორი
გიორგი ვახტანგიშვილი
20 ივნისი, 2014 წელი