,,იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების საფუძველს“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 თებერვლის №01-6/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-44/ნ |
|
2014 წლის 8 ივლისი ქ. თბილისი |
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების საფუძველს“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 თებერვლის №01-6/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 15/02/2013, 470230000.22.035.016192) დამტკიცებულ (იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალი, რომელიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების საფუძველს) დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
მე- 2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ნებისმიერი ლოკალიზაციის ავთვისებიანი სიმსივნე IV კლინიკური ჯგუფით განსაზღვრული კატეგორია, დადასტურებული ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევებით (C00-C97, D00-D09).“. |
2.
მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შაქრიანი დიაბეტი (E10-E11), როდესაც ადეკვატური მკურნალობის ფონზე გლიკემიის კორექცია ვერ ხერხდება და გამოკვეთილია დაზიანება ორგანოთა ფუნქციების (გულ-სისხლძარღვთა, ნერვული, შარდის გამომყოფი, მხედველობის) ტერმინალური, მკურნალობისადმი რეზისტენტული უკმარისობით. 2. ჰიპერპარათირეოზი (E21) ინოპერაბელური ფორმა, თუ კი სახეზეა რომელიმე შემდეგი გართულება: ა) ლულოვანი ძვლებისა და ხერხემლის მრავლობითი პათოლოგიური მოტეხილობები (S12, S22, S32,T02); ბ) თირკმელების ქრონიკული, ტერმინალური, მკურნალობისადმი რეზისტენტული უკმარისობა (N18.4; N18.5). 3. კუშინგის სინდრომი (E24) ინოპერაბელური მძიმე ფორმა, მკურნალობისადმი რეზისტენტული, თუკი სახეზეა რომელიმე შემდეგი გართულება: ა) ლულოვანი ძვლებისა და ხერხემლის მრავლობითი პათოლოგიური მოტეხილობები (S12, S22, S32,T02); ბ) კუნთების ატროფია (M62.5), კარდიომიოპათია (I42) და მკურნალობისადმი რეზისტენტული გულის უკმარისობა (I50), თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლით (I60-I69), ორი ან მეტი კიდურის პლეგიით ან პარეზით.“. |
3.
მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გულის უკმარისობა (I50) ,,NYHA“-ს კლასიფიკაციით IV ფუნქციური კლასი, ან III ფუნქციური კლასი რეზისტენტული სრულფასოვანი მკურნალობის მიმართ, რომელიც გამოწვეულია რომელიმე შემდეგი მიზეზით: ა) გულის შეძენილი და თანდაყოლილი მანკები (I05, I06, I07, I08, I34, I35, I36, I37, I38, Q20-Q28); ბ) ქრონიკული კონსტრიქციული პერიკარდიტი (I31.1), რომელიც არ ექვემდებარება ქირურგიულ მკურნალობას; გ) გახანგრძლივებული მიმდინარეობის ბაქტერიული ენდოკარდიტი(I33.0); დ) იდიოპათიური კარდიომიოპათიები (I42.0, I42.1); ე) ენდომიოკარდიული ფიბროზი(I42.3); ვ) სხვადასხვა გენეზის (მეორადი) კარდიომიოპათიები (I43); ზ) გულის იშემიური დაავადება - იშემიური კარდიომიოპათია (I25.5), მარცხენა პარკუჭის ანევრიზმა (I25.3); თ) გულის ჰიპერტენზიული ავადმყოფობა გულის (შეგუბებითი) უკმარისობით (I11.0) (,,NYHA“-ს კლასიფიკაციით IV ფუნქციური კლასი).“. |
4.
მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14. აივ/შიდსი აივ/შიდსის შედეგად განვითარებული ავადმყოფობები (ICD-10 კლასიფიკაციით B20, B21, B22), რომელსაც თან ახლავს შინაგანი ორგანოების/ორგანოთა სისტემების მძიმე ხარისხის დაზიანება/უკმარისობა, როდესაც სახეზეა ტერმინალური/შეუქცევადი მდგომარეობა.“.
|
5.
მე-15 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ჰიპოპლაზიური და აპლაზიური ანემიები (D60-D61), აგრანულოციტოზი (D70) – მძიმე ფორმა. 2. თანდაყოლილი და შეძენილი ჰემოლიზური ანემიები (D55-D59), თალასემია (D56) - მძიმე ფორმა.“.
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების საფუძველს“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 თებერვლის №01-6/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების საფუძველს“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 თებერვლის №01-6/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.07.2014.
- როდის იქნა მიღებული „,,იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების საფუძველს“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 თებერვლის №01-6/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „,,იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების საფუძველს“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 თებერვლის №01-6/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 08.07.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №01-44/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 470230000.22.035.016272.
- რამდენი მუხლისგან შედგება „,,იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების საფუძველს“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 თებერვლის №01-6/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების საფუძველს“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 თებერვლის №01-6/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების საფუძველს“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 თებერვლის №01-6/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.07.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების საფუძველს“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 თებერვლის №01-6/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“, №01-44/ნ, 08.07.2014, სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016272 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.07.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2379630/