„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№197
სარეგისტრაციო კოდი
200230040.22.033.016649
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/07/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №197

2014 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

 

„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010, №172, მუხლი 2550) დამტკიცებულ „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ ინსტრუქციაში (დანართი N1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისაგან შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული ხარჯი, საქონლის/მომსახურების შემძენი პირის ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ სტატუსის მქონე პირის მიერ საქონლის მიწოდებით/მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლები იბეგრება საერთო წესით.“.

2. მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მცირე ბიზნესი ვალდებულია მიმდინარე გადასახდელების თანხები ბიუჯეტში შეიტანოს გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის მიხედვით, გარდა, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, შემდეგი ოდენობით:

ა) არაუგვიანეს 15 მაისისა - 25 პროცენტი;

ბ) არაუგვიანეს 15 ივლისისა - 25 პროცენტი;

გ) არაუგვიანეს 15 სექტემბრისა - 25 პროცენტი;

დ) არაუგვიანეს 15 დეკემბრისა - 25 პროცენტი.“.

3. მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ პირს გაუუქმდა მცირე ბიზნესის სტატუსი და სტატუსის გაუქმების შემდეგ მიღებული შემოსავალი იბეგრება საშემოსავლო გადასახადის საერთო წესის შესაბამისად, პირს მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების საანგარიშო წლის მიმდინარე გადასახდელები ერიცხება მცირე ბიზნესისათვის დადგენილი განაკვეთით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური