„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№403
სარეგისტრაციო კოდი
200230040.22.033.017749
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/10/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №403

2023 წლის 30 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში (სსმ, №172, 31.12.2010, 200230040.22.033.016103) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №1):

1. მე-5 მუხლის „მაგალითი 1“ ამოღებულ იქნეს.

2. მე-14 მუხლის:

ა) 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ფიზიკური პირისთვის საანგარიშო წლის განმავლობაში მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, იგი არასრულ საგადასახადო პერიოდში (შესაბამისი წლის დასაწყისიდან სტატუსის მინიჭების თვემდე) მიღებულ შემოსავლებზე საგადასახადო დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირს, აღნიშნული დეკლარაციის მიხედვით, მიმდინარე გადასახდელები არ დაერიცხება.“;

ბ) 11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი:

„12. ფიზიკური პირის მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების შემთხვევაში, სტატუსის გაუქმების წელს, პირს მიმდინარე გადასახდელები არ დაერიცხება.“.

3. მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი არ იხდის მიმდინარე გადასახდელებს.“.

4. მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ დაფიქსირდა პირის მიერ მცირე ბიზნესისათვის აკრძალული საქმიანობის განხორციელების ფაქტი, იგი რეჟიმიდან გამოსულად ჩაითვლება ამ წლის დასაწყისიდან.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი