„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №227 |
|
2023 წლის 23 ივნისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში (სსმ, №172, 31.12.2010, 200230040.22.033.016103) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №1):
1. მე-14 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თუ ფიზიკურ პირს გაუუქმდა მცირე ბიზნესის სტატუსი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სტატუსი გაუქმებულად ითვლება კალენდარული წლის მომდევნო წლის დასაწყისიდან. აღნიშნულ კალენდარულ წელს გადამხდელი ვალდებულია მიღებული შემოსავალი დაბეგროს მცირე ბიზნესისათვის დადგენილი სპეციალური რეჟიმით.“; ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შედეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. თუ ფიზიკურ პირს გაუუქმდა მცირე ბიზნესის სტატუსი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სტატუსი გაუქმებულად მიიჩნევა საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.“; გ) „მაგალითი 2“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მაგალითი 2: პირობა: გიორგიმ 2023 წლის 25 აპრილს მიმართა საგადასახადო ორგანოს და მოითხოვა მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმება. ანალიზი: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის 31 ნაწილის შესაბამისად, მცირე ბიზნესის სტატუსი გაუქმებულად მიიჩნევა 1 მაისიდან. შედეგი: 2023 წლის 1 მაისამდე გიორგის მიერ მიღებული შემოსავალი ექვემდებარება დაბეგვრას მცირე ბიზნესისათვის დადგენილი სპეციალური რეჟიმით. ხოლო 2023 წლის 1 მაისიდან წლის ბოლომდე მიღებული შემოსავლები ექვემდებარება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას საერთო წესით.“. 2. მე-17 მუხლის „მაგალითი 1“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მაგალითი 1: პირობა: გიორგის მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი და ეწევა ვაჭრობას. 2023 წლის 25 აპრილს მან მიმართა საგადასახადო ორგანოს სტატუსის გაუქმების მოთხოვნით. გიორგის სტატუსის გაუქმების მომენტისათვის შესყიდვების მიხედვით მარაგების სახით აქვს 120 000 ლარის ღირებულების სასაქონლო ნაშთი. პირს ხარჯის დამადასტურებელი პირველადი საგადასახადო დოკუმენტი გააჩნია მხოლოდ 30 000 ლარის ღირებულების სასაქონლო ნაშთზე. ანალიზი: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის 31 ნაწილის საფუძველზე გიორგის მცირე ბიზნესის სტატუსი გაუქმებულად მიიჩნევა 2023 წლის 1 მაისიდან. იგი უფლებამოსილია განახორციელოს სასაქონლო ნაშთების აღრიცხვა ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრებში. შედეგი: მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების მომენტში არსებული 120 000 ლარის ღირებულების სასაქონლო ნაშთი აღურიცხველად არ ჩაითვლება. ამასთან, გიორგი უფლებამოსილია, მხოლოდ 30 000 ლარის ღირებულების სასაქონლო ნაშთზე გაწეული ხარჯი გამოქვითოს ერთობლივი შემოსავლიდან.“. 3. მე-18 მუხლის: ა) პირველი პუნქტის: ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ა.ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ფიზიკური პირის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა 2 კალენდარული წლის მიხედვით, თითოეული კალენდარული წლის განმავლობაში – 500 000 ლარს გადააჭარბა. ამასთან, ასეთ შემთხვევაში, გაუქმების წელს მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება არ ხორციელდება.“; ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შედეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. თუ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურმა პირმა მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების მოთხოვნით მიმართა საგადასახადო ორგანოს კალენდარული წლის დასრულებამდე, მცირე ბიზნესის სტატუსი გაუქმებულად ითვლება საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|