დანართი №1
პლანშეტი №1
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო წოდების
აღმნიშვნელი სამხრეები ყოველდღიური და სააღლუმე ფორმისათვის
ნიმუშები:

აღწერილობა:
ა) სამხრეები გამოიყენება ყოველდღიური და სააღლუმე ფორმისათვის,
რომლებიც მზადდება მწვანე(ხაკი) ფერის ქსოვილისაგან, გარდა ავიაციის
გვარეობისა, რომელიც მზადდება ლურჯი ფერის ქსოვილისაგან;
ბ) უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობისათვის სამხრეების ფორმა - ტრაპეცია,
ზომები - 55 მმ X 60 მმ X 95 მმ, გარშემოვლებული კანტი - 2 მმ;
გ) ოფიცერთა, სერჟანტთა, კაპრალთა და რიგითთა შემადგენლობისთვის
სამხრეების ფორმა - ტრაპეცია, ზომები - 55 მმ X 60 მმ X 95 მმ;
დ) უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობის სამხედრო წოდების აღმნიშვნელი
ვარსკვლავის დიამეტრი - 25 მმ;
ე) უფროსი ოფიცრების შემადგენლობის სამხედრო წოდების აღმნიშვნელი
ვარსკვლავის დიამეტრი - 21 მმ;
ვ) უმცროსი ოფიცრების შემადგენლობის სამხედრო წოდების აღმნიშვნელი
ვარსკვლავის დიამეტრი - 15 მმ;
ზ) სერჟანტთა და კაპრალ-რიგითთა შემადგენლობის წოდების აღმნიშვნელი
თითოეული თასმის სიმაღლე - 6 მმ, სიგანე - 30 მმ, თასმებს შორის ინტერვალი
- 2 მმ;
თ) ვარსკვლავები, თასმები, წნულები და გარშემოვლებული კანტი ყოველდღიური
და სააღლუმე ფორმისათვის იქარგება ოქროსფერი ძაფით.
პლანშეტი №2
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო წოდებების
აღმნიშვნელი
საველე სამკერდე ნიშნები
ნიმუშები:

აღწერილობა:
ა) სამკერდე ნიშნები გამოიყენება საველე ფორმისათვის, რომლებიც მზადდება
ფორმის შესაბამისი კომუფლირებული ფერის ქსოვილისაგან, ზომები: 45 მმ X 50
მმ;
ბ) უმცროსი, უფროსი და უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობის სამხედრო
წოდების აღმნიშვნელი ვარსკვლავის დიამეტრი - 11,5 მმ;
გ) სერჟანტთა და კაპრალ-რიგითთა შემადგენლობის წოდების აღმნიშვნელი
თითოეული თასმის სიმაღლე - 5 მმ, სიგანე - 25 მმ, თასმებს შორის ინტერვალი
- 2 მმ;
დ) ვარსკვლავები, თასმები და წნულები საველე ფორმისთვის იქარგება
ხაკისფერი ძაფით.
პლანშეტი №3
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო წოდების
აღმნიშვნელი
სამკერდე ნიშნები დათბუნული ქურთუკისათვის
ნიმუშები:

აღწერილობა:
ა) დათბუნული ქურთუკის სამხედრო წოდებების სამკერდე ნიშნები მზადდება
ფორმის შესაბამისი კომუფლირებული ფერის ქსოვილისაგან;
ბ) ოფიცერთა, სერჟანტთა, კაპრალთა და რიგითთა შემადგენლობისთვის
სამკერდე ნიშნების ფორმა - მართკუთხედი, ზომები: 50 მმ X 55 მმ;
გ) უმცროსი, უფროსი და უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობის სამხედრო
წოდების აღმნიშვნელი ვარსკვლავის დიამეტრი - 12,5 მმ;
დ) სერჟანტთა და კაპრალ-რიგითთა შემადგენლობის წოდების აღმნიშვნელი
თითოეული თასმის სიმაღლე - 5 მმ, სიგანე - 25 მმ, თასმებს შორის ინტერვალი
- 2 მმ;
ე) ვარსკვლავები, თასმები და წნულები დათბუნული ქურთუკისთვის იქარგება
ხაკისფერი ძაფით.
პლანშეტი №4
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო წოდებების
აღმნიშვნელი
ნიშნები კეპის, პანამის და ბერეტისათვის
ნიმუშები:

აღწერილობა:
ა) სამხედრო წოდების აღმნიშვნელი ნიშნები მზადდება საველე კეპისთვის და
პანამისთვის ფორმის შესაბამისი კომუფლირებული ფერის ქსოვილისაგან, ხოლო
ბერეტისათვის იმავე ფერის ქსოვილისაგან, რა ფერიც არის თვითონ ბერეტი,
ზომები 40 მმ X 50 მმ;
ბ) უმცროსი, უფროსი და უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობის სამხედრო
წოდების აღმნიშვნელი ვარსკვლავის დიამეტრი - 8 მმ;
გ) სერჟანტთა და კაპრალ-რიგითთა შემადგენლობის წოდების აღმნიშვნელი
თასმის სიმაღლე - 4 მმ, სიგანე - 20 მმ, თასმებს შორის ინტერვალი - 1
მმ;
დ) ვარსკვლავები, თასმები და წნულები საველე კეპისთვის და პანამისთვის
იქარგება ხაკისფერი ძაფით, ხოლო ბერეტისათვის იქარგება ოქროსფერი
ძაფით.
პლანშეტი №5
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მთავარი სერჟანტის
წოდების აღმნიშვნელი სამკლავე ნიშნები ყოველდღიური და სააღლუმე ფორმის
პიჯაკისათვის
ნიმუში:

აღწერილობა:
ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მთავარი სერჟანტის
წოდების სამკლავე განმასხვავებელი ნიშანი მზადდება მხოლოდ ყოველდღიური და
სააღლუმე პიჯაკისათვის შავი ფერის ქსოვილისაგან, ხოლო იქარგება ოქროსფერი
ძაფით.
ბ) ზომები:
ბ.ა) სიმაღლე - 80 მმ;
ბ.ბ) სიგანე - 65 მმ;
ბ.გ) თასმის კუთხე - 135 გრადუსი;
ბ.დ) თასმებს შორის ინტერვალი - 2 მმ;
ბ.ე) გარს შემოვლებული კანტი - 4 მმ.
გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მთავარი სერჟანტის
წოდების სამკლავე განმასხვავებელი ნიშანი ყოველდღიური და სააღლუმე
პიჯაკისათვის, კეთდება პიჯაკის მარცხენა და მარჯვენა მკლავზე, მხრის
კიდიდან 17 სმ-ის ქვემოთ.
პლანშეტი №6
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მასტერ სერჟანტის
წოდების აღმნიშვნელი სამკლავე ნიშნები ყოველდღიური და სააღლუმე ფორმის
პიჯაკისათვის
ნიმუში:

აღწერილობა:
ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მასტერ სერჟანტის
წოდების სამკლავე განმასხვავებელი ნიშანი მზადდება მხოლოდ ყოველდღიური და
სააღლუმე პიჯაკისათვის შავი ფერის ქსოვილისაგან, ხოლო იქარგება ოქროსფერი
ძაფით.
ბ) ზომები:
ბ.ა) სიმაღლე - 66 მმ;
ბ.ბ) სიგანე - 65 მმ;
ბ.გ) თასმის კუთხე - 135 გრადუსი;
ბ.დ) თასმებს შორის ინტერვალი - 2 მმ;
ბ.ე) გარს შემოვლებული კანტი - 4 მმ.
გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მასტერ სერჟანტის
წოდების სამკლავე განმასხვავებელი ნიშანი ყოველდღიური და სააღლუმე
პიჯაკისათვის, კეთდება პიჯაკის მარცხენა და მარჯვენა მკლავზე, მხრის
კიდიდან 17 სმ-ის ქვემოთ.
პლანშეტი №7
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის უფროსი სერჟანტის
წოდების აღმნიშვნელი სამკლავე ნიშნები ყოველდღიური და სააღლუმე ფორმის
პიჯაკისათვის
ნიმუში:

აღწერილობა:
ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის უფროსი სერჟანტის
წოდების სამკლავე განმასხვავებელი ნიშანი მზადდება მხოლოდ ყოველდღიური და
სააღლუმე პიჯაკისათვის შავი ფერის ქსოვილისაგან, ხოლო იქარგება ოქროსფერი
ძაფით.
ბ) ზომები:
ბ.ა) სიმაღლე - 50 მმ;
ბ.ბ) სიგანე - 65 მმ;
ბ.გ) თასმის კუთხე - 135 გრადუსი;
ბ.დ) თასმებს შორის ინტერვალი - 2 მმ;
ბ.ე) გარს შემოვლებული კანტი - 4 მმ;
გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის უფროსი სერჟანტის
წოდების სამკლავე განმასხვავებელი ნიშანი ყოველდღიური და სააღლუმე
პიჯაკისათვის, კეთდება პიჯაკის მარცხენა და მარჯვენა მკლავზე, მხრის
კიდიდან 17 სმ-ის ქვემოთ.
პლანშეტი №8
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სერჟანტის წოდების
აღმნიშვნელი სამკლავე ნიშნები ყოველდღიური და სააღლუმე ფორმის
პიჯაკისათვის
ნიმუში:

აღწერილობა:
ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სერჟანტის წოდების
სამკლავე განმასხვავებელი ნიშანი მზადდება მხოლოდ ყოველდღიური და სააღლუმე
პიჯაკისათვის შავი ფერის ქსოვილისაგან, ხოლო იქარგება ოქროსფერი ძაფით.
ბ) ზომები:
ბ.ა) სიმაღლე - 30 მმ;
ბ.ბ) სიგანე - 65 მმ;
ბ.გ) თასმის კუთხე - 135 გრადუსი;
ბ.დ) თასმებს შორის ინტერვალი - 2 მმ;
ბ.ე) გარს შემოვლებული კანტი - 4 მმ.
გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სერჟანტის წოდების
სამკლავე განმასხვავებელი ნიშანი ყოველდღიური და სააღლუმე პიჯაკისათვის,
კეთდება პიჯაკის მარცხენა და მარჯვენა მკლავზე, მხრის კიდიდან 17 სმ-ის
ქვემოთ.
პლანშეტი №9
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის უმცროსი სერჟანტის
წოდების აღმნიშვნელი სამკლავე ნიშნები ყოველდღიური და სააღლუმე ფორმის
პიჯაკისათვის
ნიმუში:

აღწერილობა:
ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის უმცროსი სერჟანტის
წოდების სამკლავე განმასხვავებელი ნიშანი მზადდება მხოლოდ ყოველდღიური და
სააღლუმე პიჯაკისათვის შავი ფერის ქსოვილისაგან, ხოლო იქარგება ოქროსფერი
ძაფით.
ბ) ზომები:
ბ.ა) სიმაღლე - 15 მმ;
ბ.ბ) სიგანე - 65 მმ;
ბ.გ) თასმის კუთხე - 135 გრადუსი;
ბ.დ) თასმებს შორის ინტერვალი - 2 მმ;
ბ.ე) გარს შემოვლებული კანტი - 4 მმ.
გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის უმცროსი სერჟანტის
წოდების სამკლავე განმასხვავებელი ნიშანი ყოველდღიური და სააღლუმე
პიჯაკისათვის კეთდება პიჯაკის მარცხენა და მარჯვენა მკლავზე, მხრის კიდიდან
17 სმ-ის ქვემოთ.
პლანშეტი №10
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სერჟანტთა
ნამსახურები წლების აღმნიშვნელი სამკლავე ნიშანი ყოველდღიური და სააღლუმე
ფორმის პიჯაკისათვის
ნიმუში:

აღწერილობა:
ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სერჟანტთა ნამსახურები
წლების აღმნიშვნელი სამკლავე ნიშანი ყოველდღიური და სააღლუმე პიჯაკისათვის
მზადდება შავი ფერის ქსოვილისაგან, ხოლო იქარგება ოქროსფერი ძაფით.
ბ) ზომები:
ბ.ა) თასმის სიმაღლე - 8 მმ;
ბ.ბ) სიგანე - 35 მმ;
ბ.გ) თასმებს შორის ინტერვალი - 4 მმ;
ბ.დ) გარს შემოვლებული კანტი - 2 მმ;
ბ.ე) ერთი თასმა ნიშნავს სამხედრო სამსახურში 3 წლის ნამსახურობას.
გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სერჟანტთა ნამსახურები
წლების აღმნიშვნელი სამკლავე ნიშანი, ყოველდღიური და სააღლუმე პიჯაკისთვის,
კეთდება პიჯაკის მარცხენა და მარჯვენა მკლავზე, მაჯის კიდიდან 12 სმ-ის
ზემოთ.
დ) მარჯვენა მაჯისათვის - მარცხნიდან-მარჯვნივ-ზემოთ.
ე) მარცხენა მაჯისათვის - მარჯვნიდან-მარცხნივ-ზემოთ.
პლანშეტი №11
იუნკერთა ფორმის აღმნიშვნელი ნიშნები
ნიმუშები:
პლანშეტი №11/1
ყოველდღიური და სააღლუმე ფორმისათვის

პლანშეტი №11/2
სამკერდე ნიშნები საველე ფორმისთვის

პლანშეტი №11/3
კეპის, პანამის და ბერეტისათვის

პლანშეტი №11/4
დათბუნებული ქურთუკისათვის

აღწერილობა:
ა) სასწავლო კურსის აღმნიშვნელი იუნკერთა სამხრეების ნიშნები (პლანშეტი
№11/1) გამოიყენება ყოველდღიური და სააღლუმე ფორმისთვის, რომლებიც მზადდება
მწვანე (ხაკი) ფერის ქსოვილისაგან (გარდა ავიაციის გვარეობისა, რომელიც
მზადდება ლურჯი ფერის ქსოვილისგან). იუნკერთა სამხრეების ფორმა - ტრაპეცია,
ზომები - 55 მმ X 60 მმ X 95 მმ; რომაული რიცხვის სიმაღლე-15 მმ; ნაქარგის
სიმაღლე - 30 მმ, სიგანე - 25 მმ, ფერი - ოქროსფერი, თასმის სისქე - 3 მმ;
ინტერვალი რომაულ რიცხვსა და ნაქარგს შორის -10 მმ;
ბ) იუნკერთა სამკერდე ნიშნები (პლანშეტი №11/2) გამოიყენება საველე
ფორმისათვის; სამკერდე ნიშანის ფორმა - ოთხკუთხედი, ფერი - კომუფლირებული,
ზომები - 45 მმ X 50 მმ; რომაული რიცხვის სიმაღლე-10 მმ; ნაქარგის სიმაღლე
- 20 მმ, სიგანე -15 მმ, ფერი - მწვანე (ხაკი); ინტერვალი რომაულ რიცხვსა
და ნაქარგს შორის -5 მმ;
გ) აღმნიშვნელი ნიშანი (პლანშეტი №11/3) კეპისთვის და პანამისთვის
მზადდება კომუფლირებული ქსოვილისაგან, ხოლო ბერეტისათვის იმავე ფერის
ქსოვილისაგან, რა ფერიც არის თვითონ ბერეტი. ზომები - 40 მმ X 50 მმ;
რომაული რიცხვის სიმაღლე - 20 მმ; ნაქარგის ფერი კეპისთვის და პანამისთვის
- მწვანე(ხაკი), ბერეტისთვის - ოქროსფერი.
დ) სამკერდე ნიშანი (პლანშეტი №11/4) დათბუნული ქურთუკისთვის მზადდება
კომუფლირებული ქსოვილისაგან; სამკერდე ნიშნის ფორმა - მართკუთხედი, ზომები
- 50 მმ X 55 მმ; რომაული რიცხვის სიმაღლე-10 მმ; ნაქარგის სიმაღლე - 20
მმ, სიგანე -15 მმ, ფერი - მწვანე(ხაკი); ინტერვალი რომაულ რიცხვსა და
ნაქარგს შორის -5 მმ;
ე) რომაული ნიშნებით აღინიშნება კურსის განმასხვავებელი ნიშნები:
ე.ა) I _ პირველი კურსის განმასხვავებელი ნიშანი;
ე.ბ) II _ მეორე კურსის განმასხვავებელი ნიშანი;
ე.გ) III _ მესამე კურსის განმასხვავებელი ნიშანი;
ე.დ) IV _ მეოთხე კურსის განმასხვავებელი ნიშანი.
პლანშეტი №12
მოსწავლეთა (კადეტთა) ფორმის განმასხვავებელი
ნიშნების
ნიმუშები:
პლანშეტი N 12/1
ყოველდღიური და სააღლუმე ფორმისათვის

აღწერილობა:
ა) სასწავლო კურსის აღმნიშვნელი მოსწავლეთა (კადეტთა) სამხრეების
ნიშნები (პლანშეტი №12/1) გამოიყენება ყოველდღიური და სააღლუმე
ფორმისათვის, რომლებიც მზადდება მწვანე (ხაკი) ფერის ქსოვილისგან.
მოსწავლეთა (კადეტთა) სამხრეების ფორმა - ტრაპეცია, ზომები - 55 მმ X 60 მმ
X 95 მმ; რომაული რიცხვის სიმაღლე-15 მმ; ნაქარგის სიმაღლე - 30 მმ, სიგანე
- 20 მმ, თასმის სისქე - 6 მმ, ფერი - ოქროსფერი; ინტერვალი რომაულ რიცხვსა
და ნაქარგს შორის -10 მმ;
ბ) მოსწავლეთა (კადეტთა) სამკერდე ნიშნები (პლანშეტი №12/2) გამოიყენება
საველე ფორმისათვის; სამკერდე ნიშანის ფორმა - ოთხკუთხედი, ფერი -
კომუფლირებული, ზომები: 45 მმ X 50 მმ; რომაული რიცხვის სიმაღლე-10 მმ;
ნაქარგის სიმაღლე - 17 მმ, სიგანე -12 მმ, ფერი - მწვანე(ხაკი); ინტერვალი
რომაულ რიცხვსა და ნაქარგს შორის -5 მმ;
გ) აღმნიშვნელი ნიშანი (პლანშეტი №12/3) კეპისთვის და პანამისთვის
მზადდება კომუფლირებული ქსოვილისაგან, ხოლო ბერეტისათვის იმავე ფერის
ქსოვილისაგან, რა ფერიც არის თვითონ ბერეტი. ზომები - 40 მმ X 50 მმ;
რომაული რიცხვის სიმაღლე - 20 მმ; ნაქარგის ფერი კეპისთვის და პანამისთვის
- მწვანე(ხაკი), ბერეტისთვის - ოქროსფერი.
დ) სამკერდე ნიშანი (პლანშეტი №12/4) დათბუნული ქურთუკისთვის მზადდება
კომუფლირებული ქსოვილისაგან; სამკერდე ნიშნის ფორმა - მართკუთხედი, ზომები:
50 მმ X 55 მმ; რომაული რიცხვის სიმაღლე - 10 მმ; ნაქარგის სიმაღლე - 30
მმ, ფერი - მწვანე(ხაკი);
ე) რომაული ნიშნებით აღინიშნება კურსის განმასხვავებელი ნიშნები:
ე.ა) I _ პირველი კურსის განმასხვავებელი ნიშანი;
ე.ბ) II _ მეორე კურსის განმასხვავებელი ნიშანი;
ე.გ) III _ მესამე კურსის განმასხვავებელი ნიშანი.