„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№87
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.016912
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/10/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №87

2019 წლის 24 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და  „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში (ვებგვერდი, 31/12/13, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016241) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული №12 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მოსამსახურეთა ამ ბრძანების ამოქმედებამდე არსებული ნიმუშის ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის გამოყენება დასაშვებია მარაგების ამოწურვამდე.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური
📎 დანართები (1)
87.doc DOC

დანართი №12

სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმელი, ატრიბუტიკა და ემბლემა

პლანშეტი №1

მამაკაცის სააღლუმო გამოსასვლელი ფორმა

მუქი ნაცრისფერი წინაფრიანი, ლურჯკანტიანი ქუდი, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) ქუდისა და სამკლავურის ემბლემა, ხოლო კანტზე ღილკილო; მუქი ნაცრისფერი პიჯაკი, მკლავზე ლურჯი კანტით, მარცხენა სამკლავურზე სააგენტოს ქუდისა და სამკლავურის ემბლემა, იკვრება ღილკილოთი, მარჯვენა სამკლავურზე შესაბამისი წოდების დასამაგრებელი ადგილი; გრძელ ან მოკლესახელოიანი თეთრი პერანგი, მარცხენა სამკლავურზე სააგენტოს ქუდისა და სამკლავურის ემბლემა, მარჯვენა სამკლავურზე შესაბამისი წოდების დასამაგრებელი ადგილი; მუქი ნაცრისფერი კლასიკური შარვალი; შავი კლასიკური ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი (სპეციალური წოდების მქონე პირის შემთხვევაში) ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

პლანშეტი №2

მამაკაცის ყოველდღიური საზაფხულო ფორმა

თეთრი, მოკლესახელოიანი პერანგი, მარცხენა სამკლავურზე სააგენტოს ქუდისა და სამკლავურის ემბლემა, მარჯვენა სამკლავურზე შესაბამისი წოდების დასამაგრებელი ადგილი; მუქი ნაცრისფერი კლასიკური შარვალი; შავი კლასიკური ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი (სპეციალური წოდების მქონე პირის შემთხვევაში) ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

პლანშეტი №3

მამაკაცის ყოველდღიური საგაზაფხულო-საშემოდგომო ფორმა

თეთრი, გრძელსახელოიანი პერანგი, მარცხენა სამკლავურზე სააგენტოს ქუდისა და სამკლავურის ემბლემა, მარჯვენა სამკლავურზე შესაბამისი წოდების დასამაგრებელი ადგილი; მუქი ნაცრისფერი ჟილეტი, იკვრება ღილკილოზე; მუქი ნაცრისფერი კლასიკური შარვალი; შავი კლასიკური ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი (სპეციალური წოდების მქონე პირის შემთხვევაში) ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

პლანშეტი №4

მამაკაცის ზამთრის ყოველდღიური ფორმა

თეთრი, გრძელსახელოიანი პერანგი, მარცხენა სამკლავურზე სააგენტოს ქუდისა და სამკლავურის ემბლემა, მარჯვენა სამკლავურზე შესაბამისი წოდების დასამაგრებელი ადგილი; მუქი ნაცრისფერი ჟილეტი, იკვრება ღილკილოზე; მუქი ნაცრისფერი პიჯაკი, მარცხენა სამკლავურზე სააგენტოს ქუდისა და სამკლავურის ემბლემა, იკვრება ღილკილოზე, სამკლავურებზე გამოსახულია ღილკილო, მარჯვენა სამკლავურზე შესაბამისი წოდების დასამაგრებელი ადგილი; მუქი ნაცრისფერი, კლასიკური შარვალი; შავი კლასიკური ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი (სპეციალური წოდების მქონე პირის შემთხვევაში) ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

პლანშეტი №5

ქალის სააღლუმო გამოსასვლელი ფორმა

პილოტური სტილის ლურჯკანტიანი ქუდი, წინა, მარცხენა მხარეს სააგენტოს ქუდისა და სამკლავურის ემბლემა; მკლავზე ლურჯკანტიანი, მუქი ნაცრისფერი ფერის პიჯაკი, მარცხენა სამკლავურზე სააგენტოს ქუდისა და სამკლავურის ემბლემა, მარჯვენა სამკლავურზე შესაბამისი წოდების დასამაგრებელი ადგილი, იკვრება ღილკილოზე; მოკლე, ან გრძელსახელოიანი თეთრი პერანგი, მარცხენა სამკლავურზე სააგენტოს ქუდისა და სამკლავურის ემბლემა, მარჯვენა სამკლავურზე შესაბამისი წოდების დასამაგრებელი ადგილი; ერთმაგი ლურჯი ყელსახვევი (შარფი), გამოსახულია სააგენტოს ემბლემა; მუქი ნაცრისფერი ქვედაბოლო ან მუქი ნაცრისფერი, კლასიკური სტილის შარვალი; შავი კლასიკური ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი (სპეციალური წოდების მქონე პირის შემთხვევაში) ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

პლანშეტი №6

ქალის ყოველდღიური საზაფხულო ფორმა

თეთრი, მოკლესახელოიანი პერანგი, მარცხენა სამკლავურზე სააგენტოს ქუდისა და სამკლავურის ემბლემა, მარჯვენა სამკლავურზე შესაბამისი წოდების დასამაგრებელი ადგილი; მუქი ნაცრისფერი ქვედაბოლო ან მუქი ნაცრისფერი, კლასიკური სტილის შარვალი; შავი კლასიკური ფეხსაცმელი; ერთმაგი ლურჯი ყელსახვევი (შარფი), გამოსახულია სააგენტოს ემბლემა; წოდების შესაბამისი (სპეციალური წოდების მქონე პირის შემთხვევაში) ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

პლანშეტი №7

ქალის ყოველდღიური საგაზაფხულო - საშემოდგომო ფორმა

თეთრი, გრძელსახელოიანი პერანგი, მარცხენა სამკლავურზე სააგენტოს ქუდისა და სამკლავურის ემბლემა, მარჯვენა სამკლავურზე შესაბამისი წოდების დასამაგრებელი ადგილი; მუქი ნაცრისფერი ქვედაბოლო ან მუქი ნაცრისფერი კლასიკური სტილის შარვალი; შავი კლასიკური ფეხსაცმელი; მუქი ნაცრისფერი ჟილეტი, იკვრება ღილკილოზე; ერთმაგი ლურჯი ყელსახვევი (შარფი), გამოსახულია სააგენტოს ემბლემა; წოდების შესაბამისი (სპეციალური წოდების მქონე პირის შემთხვევაში) ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

პლანშეტი №8

ქალის ყოველდღიური ზამთრის ფორმა

მუქი ნაცრისფერი პიჯაკი, მარცხენა სამკლავურზე სააგენტოს ქუდისა და სამკლავურის ემბლემა, მარჯვენა სამკლავურზე შესაბამისი წოდების დასამაგრებელი ადგილი, იკვრება ღილკილოზე; თეთრი, გრძელსახელოიანი პერანგი, მარცხენა სამკლავურზე სააგენტოს ქუდისა და სამკლავურის ემბლემა, მარჯვენა სამკლავურზე შესაბამისი წოდების დასამაგრებელი ადგილი; ერთმაგი ლურჯი ყელსახვევი (შარფი), გამოსახულია სააგენტოს ემბლემა; მუქი ნაცრისფერი ჟილეტი, იკვრება ღილკილოზე; მუქი ნაცრისფერი, კლასიკური სტილის შარვალი ან მუქი ნაცრისფერი ქვედაბოლო; შავი კლასიკური ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი (სპეციალური წოდების მქონე პირის შემთხვევაში) ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

პლანშეტი №9

საზაფხულო ყოველდღიური სპეციალური საველე ფორმა

პოლოს სტილის, მოკლესახელოიანი, მუქი ნაცრისფერი მაისური, მარცხენა სამკლავურზე სააგენტოს ქუდისა და სამკლავურის ემბლემა, მაისურის უკანა მხარეს თეთრ ფერში გამოსახულია წარწერა „შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“, მარჯვენა სამკლავურზე შესაბამისი წოდების დასამაგრებელი ადგილი; ჯიბეებიანი შავი შარვალი; შავი/მუქი ნაცრისფერი ქუდი (კეპი), გამოსახულია სააგენტოს ქუდის ემბლემა; შავი ფეხსაცმელი.

პლანშეტი №10

საგაზაფხულო-საშემოდგომო ყოველდღიური სპეციალური საველე ფორმა

პოლოს სტილის, გრძელმკლავიანი, მუქი ნაცრისფერი მაისური, მარცხენა სამკლავურზე სააგენტოს ქუდისა და სამკლავურის ემბლემა, მაისურის უკანა მხარეს თეთრ ფერში გამოსახულია წარწერა „შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“, მარჯვენა სამკლავურზე შესაბამისი წოდების დასამაგრებელი ადგილი; ჯიბეებიანი შავი შარვალი; შავი/მუქი ნაცრისფერი ქუდი/(კეპი), გამოსახულია სააგენტოს ქუდის ემბლემა; შავი ფეხსაცმელი.

პლანშეტი №11

ზამთრის ყოველდღიური სპეციალური საველე ფორმა

მოკლე ან/და გრძელი სტილის დათბილული, ელვა შესაკრავიანი ქურთუკი შავ და მუქ ნაცრისფერ ფერებში, ჯიბეზე ელვა შესაკრავი, მარცხენა სამკლავურზე სააგენტოს ქუდისა და სამკლავურის ემბლემა, ქურთუკის უკანა მხარეს თეთრ ფერში გამოსახულია წარწერა „შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“, მარჯვენა სამკლავურზე შესაბამისი წოდების დასამაგრებელი ადგილი; პოლოს სტილის, გრძელმკლავიანი, მუქი ნაცრისფერი მაისური, მარცხენა სამკლავურზე სააგენტოს ქუდისა და სამკლავურის ემბლემა, მარჯვენა სამკლავურზე შესაბამისი წოდების დასამაგრებელი ადგილი; ჯიბეებიანი შავი შარვალი; ნაქსოვი შავი ქუდი, გამოსახულია სააგენტოს ქუდის და სამკლავურის ემბლემა; შავი ფეხსაცმელი.

პლანშეტი №12

დამხმარე მოსამსახურის (ტექნიკური მუშაკი) ყოველდღიური საგაზაფხულო-საშემოდგომო სპეციალური ფორმა

შავი კიტელი, მარცხენა სამკლავურზე სააგენტოს ქუდისა და სამკლავურის ემბლემა, კიტელის უკანა მხარეს თეთრ ფერში გამოსახულია წარწერა „მომსახურების სააგენტო“.

პლანშეტი №13

დამხმარე მოსამსახურის (ტექნიკური მუშაკი) ზამთრის ყოველდღიური სპეციალური ფორმა

მოკლე ქურთუკი ელვა შესაკრავით შავ და მუქ ნაცრისფერ ფერებში, ჯიბეზე ელვა შესაკრავი, მარცხენა სამკლავურზე სააგენტოს ქუდისა და სამკლავურის ემბლემა, მარჯვენა სამკლავურზე შესაბამისი წოდების დასამაგრებელი ადგილი.

პლანშეტი №14

დამხმარე მოსამსახურის (დასუფთავების სამსახური) სპეციალური ფორმა.

მკვეთრი ლურჯი, უმკლავებო, დათბილული ჟილეტი. ჟილეტის წინა მხარეს გამოსახულია სააგენტოს ქუდისა და სამკლავურის ემბლემა; მხრებზე ჩამოსაცმელი, მუხლამდე სიგრძის, მკვეთრი ლურჯი წინსაფარი, წინსაფრის წინა მხარეს გამოსახულია სააგენტოს ქუდისა და სამკლავურის ემბლემა.

პლანშეტი №15

ქუდისა და სამკლავურის ემბლემა - წარმოადგენს სააგენტოს ლოგოს, ლოგოს გარს აკრავს ლურჯი და მწვანე ფერის გარდამავალი ორმაგი არშია – სადევიზე ბაფთა, რომელზეც არის თეთრი ორენოვანი (ქართული და ინგლისური) წარწერა „შსს მომსახურების სააგენტო“.

[pic]

ღილკილო - წარმოადგენს ფორმის ტანსაცმლის საბნევს, რომლის ცენტრში გამოსახულია გერბი 10 ქიმიანი ვარსკვლავით, თავზე გვირგვინით. ქვედა ნაწილზე გერბს შემოუყვება ფოთლოვანი გვირგვინი. გამოსახულება ოქროსფერია და რელიეფური, ფონი კი შავი ჭიქურითაა დაფარული.

პლანშეტი №16

წოდების აღნიშვნები – სამხრეებისა და სამკლავე დანაკერების (შევრონი) სახით.

პლანშეტი №17

სააგენტოს ემბლემა წარმოადგენს ერთმანეთში ჩალაგებულ რამდენიმე საქაღალდეს. საქაღალდე ორგანიზებულობის სიმბოლოდ ითვლება. ერთმანეთში ჩალაგებული ეს საქაღალდეები მოწესრიგებულობის მაჩვენებელია. ემბლემის შემადგენელი კომპონენტია წარწერა, რომელიც შესრულებულია ფონტით FiraGO. ფონტი ერთდროულად მოქნილიც არის, მარტივადაც იკითხება და თავსებადია ქართულ ენასთან.

-----------------------

ნიმუში №2

ნიმუში №1

ნიმუში №2

ნიმუში №4 (მონოტონური)

ნიმუში №3 (შავ-თეთრი)