„მოსწავლის სკოლის სახელმძღვანელოებით (მოსწავლის წიგნის) და დამხმარე ლიტერატურით უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფოს მიერ მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლისათვის უსასყიდლოდ, დროებით სარგებლობაში გადაცემული სკოლის სახელმძღვანელოების (მოსწავლის წიგნის) და დამხმარე ლიტერატურის გამოყენების ზოგადი წესისა და მათი მოვლა-პატრონობის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 5 აგვისტოს N103/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №82/ნ |
|
2014 წლის 1 ივლისი ქ. თბილისი |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „მოსწავლის სკოლის სახელმძღვანელოებით (მოსწავლის წიგნის) და დამხმარე ლიტერატურით უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფოს მიერ მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლისათვის უსასყიდლოდ, დროებით სარგებლობაში გადაცემული სკოლის სახელმძღვანელოების (მოსწავლის წიგნის) და დამხმარე ლიტერატურის გამოყენების ზოგადი წესისა და მათი მოვლა-პატრონობის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 5 აგვისტოს №103/ნ ბრძანებაში (ვებგვერდი, 05/08/2013; სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.016623) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის:
1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. სახელმძღვანელოების მოვლა-პატრონობის შეფასების კრიტერიუმები 1. სახელმძღვანელოების მოვლა-პატრონობა ფასდება 9-ქულიანი შკალით, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. 2. სახელმძღვანელოების მოვლა-პატრონობის შეფასების კრიტერიუმებია: ა) ყდის მდგომარეობა: ა.ა) დაუზიანებელი − 3 ქულა; ა.ბ) დაზიანებული, თუმცა სასწავლო პროცესში გამოყენებადი − 2 ქულა; ა.გ) მნიშვნელოვნად დაზიანებული, შიგთავსს დაცილებული − 1 ქულა. ბ) სახელმძღვანელოს სისუფთავე: ბ.ა) მარკირების გარეშე − 3 ქულა; ბ.ბ) მარკირებული, თუმცა სასწავლო პროცესში გამოყენებადი −2 ქულა; ბ.გ) მნიშვნელოვნად მარკირებული, სასწავლო პროცესში გამოსაყენებლად გამოუსადეგარი − 1 ქულა. გ) სახელმძღვანელოს გვერდების მდგომარეობა: გ.ა) დაუზიანებელი − 3 ქულა; გ.ბ) დაზიანებული, მაგრამ სასწავლო პროცესში გამოყენებადი − 2 ქულა; გ.გ) დახეული, არ იკითხება შინაარსი და სასწავლო პროცესში გამოსაყენებლად გამოუსადეგარი − 1 ქულა. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტითა ან/და „გ“ ქვეპუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი დაზიანების არსებობის შემთხვევაში სახელმძღვანელო ფასდება 1 ქულით; 4. მოსწავლეს გამოსაყენებლად შეიძლება გადაეცეს არანაკლებ 6 ქულით შეფასებული სახელმძღვანელო. 5. სახელმძღვანელო, რომლის მოვლა-პატრონობის შეფასების ქულა (შემდგომში − ქულა) შეადგენს 5 ქულას და ნაკლებს, გამოსაყენებლად გამოუსადეგარია.“. 2. მე-4 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) მოსწავლეს გამოსაყენებლად გადასცენ არანაკლებ 4 ქულით შეფასებული სახელმძღვანელო;“ ბ) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) გაუფრთხილდეს სახელმძღვანელოებს: არ დააზიანოს, არ ჩაკეცოს ფურცლები, არ გააკეთოს მინაწერები და სხვა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას მოითხოვს წიგნის შინაარსი ან სტრუქტურა.“; გ) მე-3 პუნქტის: „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) სახელმძღვანელოს მიღების დროს გადაათვალიეროს ისინი და დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამისად საჯარო ან კერძო სკოლას; დ) ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლისთანავე, ასევე მოსწავლის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით მობილობის განხორციელების ან მოსწავლის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის შემთხვევაში სკოლას დაუბრუნოს სახელმძღვანელოები.“ 3. მე-6 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს დაეკისრება პასუხისმგებლობა ხელშეკრულებისა და ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევისათვის, ასევე სახელმძღვანელოს დაკარგვის, განზრახ დაზიანების ან განადგურების შემთხვევაში.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ობიექტური გარემოების არსებობისას, საჯარო ან/და კერძო სკოლამ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების მოქმედების მოსწავლის მშობელზე/კანონიერ წარმომადგენელზე გაუვრცელებლობის შესახებ.“; გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის საჯარო ან/და კერძო სკოლა ვალდებულია შექმნას სახელმძღვანელოების მდგომარეობის შეფასების კომისია, რომელიც შესაბამისი გარემოებების გათვალისწინებით იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას საჯარო ან/და კერძო სკოლის მიერ მოსწავლის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენლთან მომდევნო სასწავლო წელს, მოსწავლის სახელმძღვანელოების უზრუნველყოფის მიზნით, ხელშეკრულების დადება/არ დადებისა და მოსწავლის მშობლისათვის/კანონიერი წარმომადგენლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება/არ დაკისრების შესახებ.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|