სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში თანამდებობების დასაკავებლად საჭირო დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 01.07.2014
ძალის დაკარგვა 02.12.2015
გამომცემი ორგანო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 010320040.57.069.016042
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/07/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
📜 ცვლილებების ისტორია (2)
შეცვლილია შემდეგი აქტებით
ცვლილება შეტანილია აქტით
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე | სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში თანამდებობების დასაკავებლად საჭირო დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება 27.11.2015
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში თანამდებობების დასაკავებლად საჭირო დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე
სახელმწიფო
შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის
ბრძანება
№2
2014 წლის 1 ივლისი
ქ. თბილისი
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში თანამდებობების დასაკავებლად საჭირო დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა' და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში თანამდებობების დასაკავებლად საჭირო დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები“.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარელევან რაზმაძე
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში თანამდებობების დასაკავებლად საჭირო დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში თანამდებობების დასაკავებლად საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები“ ადგენს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში (შემდგომში – სააგენტო) არსებული თანამდებობების დასაკავებლად საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, განსაზღვრავს თანამშრომლის ან კანდიდატის კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარ-ჩვევების დაკავებული ან დასაკავებელი თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების წესს.
2. სააგენტოს შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დასაქმებული თანამშრომელი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს წინამდებარე განკარგულებით შესაბამისი თანამდებობისთვის განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
თავი II
თავმჯდომარის მოადგილე
მუხლი 2🔗. თავმჯდომარის მოადგილე
1. სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის დასაკავებლად დგინდება შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
გ) ქართული ენის ძალიან კარგად ცოდნა;
დ) ინგლისური ენის კარგად ცოდნა;
ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
ვ) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:
ვ.ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ვ.ბ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ვ.გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ვ.დ) საქართველოს შრომის კოდექსი, „საჯარო სამსახურის შესახებ“, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონები;
ვ.ე) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის №306 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულება და სტრუქტურა“;
ზ) ხელმძღვანელობის, ზედამხედველობისა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
თ) პასუხისმგებლობის გრძნობა;
ი) ანალიტიკური აზროვნების უნარი;
კ) გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
ლ) საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;
მ) გუნდურად მუშაობის უნარი;
ნ) სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
ო) შრომისმოყვარე და თვითგანვითარებაზე ორიენტირებული.
2. სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის დასაკავებლად უპირატესობად ჩაითვლება:
ა) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
ბ) დამატებითი უცხოური ენის ცოდნა;
გ) ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის გამოცდილება.
თავი III
საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი
მუხლი 3🔗. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის დირექტორი
1. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად დგინდება შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება ან/და დიპლომირებული სპეციალისტი საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგში;
ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგში მუშაობის არანაკლებ ოთხწლიანი გამოცდილება;
გ) ქართული ენის ძალიან კარგად ცოდნა;
დ) ინგლისური ენის კარგად ცოდნა;
ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
ვ) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:
ვ.ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ვ.ბ) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის №306 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულება და სტრუქტურა“;
ზ) ხელმძღვანელობის, ზედამხედველობისა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
თ) პასუხისმგებლობის გრძნობა;
ი) ანალიტიკური აზროვნების უნარი;
კ) გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
ლ) საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;
მ) გუნდურად მუშაობის უნარი;
ნ) სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
ო) შრომისმოყვარე და თვითგანვითარებაზე ორიენტირებული.
2. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად უპირატესობად ჩაითვლება:
ა) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
ბ) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ცოდნა;
გ) დამატებითი უცხოური ენის ცოდნა;
დ) ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის გამოცდილება.
მუხლი 4🔗. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროგრამისტი
1. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროგრამისტის თანამდებობის დასაკავებლად დგინდება შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება ან/და დიპლომირებული სპეციალისტი საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგში;
ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგში მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება;
გ) ქართული ენის ძალიან კარგად ცოდნა;
დ) ინგლისური ენის კარგად ცოდნა;
ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
ვ) პროგრამირების ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება;
ზ) გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
თ) პასუხისმგებლობის გრძნობა;
ი) ანალიტიკური აზროვნების უნარი;
კ) გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
ლ) საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;
მ) გუნდურად მუშაობის უნარი;
ნ) სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
ო) შრომისმოყვარე და თვითგანვითარებაზე ორიენტირებული.
2. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროგრამისტის თანამდებობის დასაკავებლად უპირატესობად ჩაითვლება:
ა) ბიზნესანალიტიკის სისტემისა (Business Intelligence) და სხვა ანალიტიკური ინსტრუმენტების ცოდნა;
ბ) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ცოდნა;
გ) დამატებითი უცხოური ენის ცოდნა;
დ) ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის გამოცდილება.
მუხლი 5🔗. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მონაცემთა ბაზების ადმინისტრატორი
1. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მონაცემთა ბაზების ადმინისტრატორის თანამდებობის დასაკავებლად დგინდება შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება ან/და საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგში დიპლომირებული სპეციალისტი ;
ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგში მუშაობის გამოცდილება;
გ) ქართული ენის ძალიან კარგად ცოდნა;
დ) ინგლისური ენის კარგად ცოდნა;
ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
ვ) მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
ზ) გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
თ) პასუხისმგებლობის გრძნობა;
ი) ანალიტიკური აზროვნების უნარი;
კ) გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
ლ) საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;
მ) გუნდურად მუშაობის უნარი;
ნ) სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
ო) შრომისმოყვარე და თვითგანვითარებაზე ორიენტირებული.
2. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მონაცემთა ბაზების ადმინისტრატორის თანამდებობის დასაკავებლად უპირატესობად ჩაითვლება:
ა) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ცოდნა;
ბ) დამატებითი უცხოური ენის ცოდნა;
გ) ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის გამოცდილება.
მუხლი 6🔗. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის სისტემური ადმინისტრატორი
1. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის სისტემური ადმინისტრატორის თანამდებობის დასაკავებლად დგინდება შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება ან/და დიპლომირებული სპეციალისტი საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგში;
ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგში მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება;
გ) ქართული ენის ძალიან კარგად ცოდნა;
დ) ინგლისური ენის კარგად ცოდნა;
ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
ვ) სერვერულ ოპერაციულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
ზ) ქსელურ პროტოკოლებთან (TCP/IP, DNS/WINS, DHCP და ა.შ.) მუშაობის გამოცდილება;
თ) Windows-ის სისტემებზე არსებულ ინფრასტრუქტურულ გადაწყვეტილებებთან (IIS, Exchange, TMG და ა.შ.) მუშაობის გამოცდილება;
ი) ვირტუალურ პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება;
კ) გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
ლ) პასუხისმგებლობის გრძნობა;
მ) ანალიტიკური აზროვნების უნარი;
ნ) გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
ო) საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;
პ) გუნდურად მუშაობის უნარი;
ჟ) სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
რ) შრომისმოყვარე და თვითგანვითარებაზე ორიენტირებული.
2. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის სისტემური ადმინისტრატორის თანამდებობის დასაკავებლად უპირატესობად ჩაითვლება:
ა) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ცოდნა;
ბ) დამატებითი უცხოური ენის ცოდნა;
გ) ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის გამოცდილება.
მუხლი 7🔗. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ქსელის ადმინისტრატორი
1. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ქსელის ადმინისტრატორის თანამდებობის დასაკავებლად დგინდება შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება ან/და დიპლომირებული სპეციალისტი საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგში;
ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგში მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება;
გ) ქართული ენის ძალიან კარგად ცოდნა;
დ) ინგლისური ენის კარგად ცოდნა;
ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
ვ) ქსელურ პროტოკოლებთან (TCP/IP, DNS/WINS, DHCP და ა.შ.) მუშაობის გამოცდილება;
ზ) ქსელურ მოწყობილობებთან მუშაობის (სერვერები, სვიჩები, მარშუტიზატორები, უსადენო კავშირის სისტემები) მუშაობის გამოცდილება;
თ) გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
ი) პასუხისმგებლობის გრძნობა;
კ) ანალიტიკური აზროვნების უნარი;
ლ) გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
მ) საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;
ნ) გუნდურად მუშაობის უნარი;
ო) სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
პ) შრომისმოყვარე და თვითგანვითარებაზე ორიენტირებული.
2. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ქსელის ადმინისტრატორის თანამდებობის დასაკავებლად უპირატესობად ჩაითვლება:
ა) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ცოდნა;
ბ) დამატებითი უცხოური ენის ცოდნა;
გ) ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის გამოცდილება.
მუხლი 8🔗. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ინციდენტების პრევენციის ადმინისტრატორი
1. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ინციდენტების პრევენციის ადმინისტრატორის თანამდებობის დასაკავებლად დგინდება შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება ან/და დიპლომირებული სპეციალისტი საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგში;
ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგში მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება;
გ) ქართული ენის ძალიან კარგად ცოდნა;
დ) ინგლისური ენის კარგად ცოდნა;
ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
ვ) ქსელის უსაფრთხოების ანალიზის გამოცდილება;
ზ) კომპიუტერული უსაფრთხოების ინცინდენტებზე რეაგირების გამოცდილება;
თ) შეღწევადობის ტესტის და უსაფრთხოების ანალიზის გამოცდილება;
ი) ოპერაციული სისტემის უსაფრთხოების საფუძვლების ცოდნა და გამოცდილება;
კ) თანამედროვე კიბერშეტევების ვექტორების ცოდნა და შესაბამისი გამოცდილება;
ლ) „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
მ) გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
ნ) პასუხისმგებლობის გრძნობა;
ო) ანალიტიკური აზროვნების უნარი;
პ) გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
ჟ) საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;
რ) გუნდურად მუშაობის უნარი;
ს) სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
თ) შრომისმოყვარე და თვითგანვითარებაზე ორიენტირებული.
2. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ინციდენტების პრევენციის ადმინისტრატორის თანამდებობის დასაკავებლად უპირატესობად ჩაითვლება:
ა) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ცოდნა;
ბ) დამატებითი უცხოური ენის ცოდნა;
გ) ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის გამოცდილება.
თავი IV
მონიტორინგის დეპარტამენტი
მუხლი 9🔗. მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორი
1. მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად დგინდება შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) მუშაობის არანაკლებ ოთხწლიანი გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
გ) ქართული ენის ძალიან კარგად ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
ე) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:
ე.ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ე.ბ) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის №306 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულება და სტრუქტურა“;
ვ) ხელმძღვანელობის, ზედამხედველობისა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
ზ) პასუხისმგებლობის გრძნობა;
თ) ანალიტიკური აზროვნების უნარი;
ი) გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
კ) საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;
ლ) გუნდურად მუშაობის უნარი;
მ) სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
ო) შრომისმოყვარე და თვითგანვითარებაზე ორიენტირებული.
2. მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად უპირატესობად ჩაითვლება:
ა) ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის გამოცდილება;
ბ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
გ) უცხოური ენის ცოდნა.
მუხლი 10🔗. მონიტორინგის დეპარტამენტის ტენდერების მონიტორინგის სამმართველოს უფროსი
1. მონიტორინგის დეპარტამენტის ტენდერების მონიტორინგის სამმართველოს უფროსის თანამდებობის დასაკავებლად დგინდება შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება;
გ) ქართული ენის ძალიან კარგად ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
ე) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:
ე.ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ე.ბ) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის №306 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულება და სტრუქტურა“;
ვ) ხელმძღვანელობის, ზედამხედველობისა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
ზ) პასუხისმგებლობის გრძნობა;
თ) ანალიტიკური აზროვნების უნარი;
ი) გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
კ) საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;
ლ) გუნდურად მუშაობის უნარი;
მ) სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
ნ) შრომისმოყვარე და თვითგანვითარებაზე ორიენტირებული.
2. მონიტორინგის დეპარტამენტის ტენდერების მონიტორინგის სამმართველოს უფროსის თანამდებობის დასაკავებლად უპირატესობად ჩაითვლება:
ა) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
ბ) ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის გამოცდილება;
გ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
დ) უცხოური ენის ცოდნა.
მუხლი 11🔗. მონიტორინგის დეპარტამენტის ტენდერების მონიტორინგის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
1. მონიტორინგის დეპარტამენტის ტენდერების მონიტორინგის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად დგინდება შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება;
გ) ქართული ენის ძალიან კარგად ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
ე) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:
ე.ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ე.ბ) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის №306 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულება და სტრუქტურა“;
ვ) გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
ზ) პასუხისმგებლობის გრძნობა;
თ) ანალიტიკური აზროვნების უნარი;
ი) გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
კ) საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;
ლ) გუნდურად მუშაობის უნარი;
მ) სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
ნ) შრომისმოყვარე და თვითგანვითარებაზე ორიენტირებული.
2. მონიტორინგის დეპარტამენტის ტენდერების მონიტორინგის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად უპირატესობად ჩაითვლება:
ა) ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის გამოცდილება;
ბ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
გ) უცხოური ენის ცოდნა.
მუხლი 12🔗. მონიტორინგის დეპარტამენტის ტენდერების მონიტორინგის სამმართველოს სპეციალისტი
1. მონიტორინგის დეპარტამენტის ტენდერების მონიტორინგის სამმართველოს სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად დგინდება შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) მუშაობის გამოცდილება;
გ) ქართული ენის ძალიან კარგად ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
ე) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:
ე.ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ე.ბ) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის №306 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულება და სტრუქტურა“;
ვ) გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
ზ) პასუხისმგებლობის გრძნობა;
თ) ანალიტიკური აზროვნების უნარი;
ი) გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
კ) საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;
ლ) გუნდურად მუშაობის უნარი;
მ) სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
ნ) შრომისმოყვარე და თვითგანვითარებაზე ორიენტირებული.
2. მონიტორინგის დეპარტამენტის ტენდერების მონიტორინგის სამმართველოს სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად უპირატესობად ჩაითვლება:
ა) ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის გამოცდილება;
ბ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
გ) უცხოური ენის ცოდნა.
მუხლი 13🔗. მონიტორინგის დეპარტამენტის გამარტივებული ხელშეკრულებების, კონკურსებისა და სახელმწიფო შესყიდვების გეგმების მონიტორინგის სამმართველოს უფროსი
1. მონიტორინგის დეპარტამენტის გამარტივებული ხელშეკრულებების, კონკურსებისა და სახელმწიფო შესყიდვების გეგმების მონიტორინგის სამმართველოს უფროსის თანამდებობის დასაკავებლად დგინდება შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება;
გ) ქართული ენის ძალიან კარგად ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
ე) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:
ე.ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ე.ბ) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის №306 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულება და სტრუქტურა“;
ვ) ხელმძღვანელობის, ზედამხედველობისა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
ზ) პასუხისმგებლობის გრძნობა;
თ) ანალიტიკური აზროვნების უნარი;
ი) გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
კ) საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;
ლ) გუნდურად მუშაობის უნარი;
მ) სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
ნ) შრომისმოყვარე და თვითგანვითარებაზე ორიენტირებული.
2. მონიტორინგის დეპარტამენტის გამარტივებული ხელშეკრულებების, კონკურსებისა და სახელმწიფო შესყიდვების გეგმების მონიტორინგის სამმართველოს უფროსის თანამდებობის დასაკავებლად უპირატესობად ჩაითვლება:
ა) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
ბ) ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის გამოცდილება;
გ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
დ) უცხოური ენის ცოდნა.
მუხლი 14🔗. მონიტორინგის დეპარტამენტის გამარტივებული ხელშეკრულებების, კონკურსებისა და სახელმწიფო შესყიდვების გეგმების მონიტორინგის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
1. მონიტორინგის დეპარტამენტის გამარტივებული ხელშეკრულებების, კონკურსებისა და სახელმწიფო შესყიდვების გეგმების მონიტორინგის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად დგინდება შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება;
გ) ქართული ენის ძალიან კარგად ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
ე) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:
ე.ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ე.ბ) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის №306 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულება და სტრუქტურა“;
ვ) გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
ზ) პასუხისმგებლობის გრძნობა;
თ) ანალიტიკური აზროვნების უნარი;
ი) გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
კ) საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;
ლ) გუნდურად მუშაობის უნარი;
მ) სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
ნ) შრომისმოყვარე და თვითგანვითარებაზე ორიენტირებული.
2. მონიტორინგის დეპარტამენტის გამარტივებული ხელშეკრულებების, კონკურსებისა და სახელმწიფო შესყიდვების გეგმების მონიტორინგის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად უპირატესობად ჩაითვლება:
ა) ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის გამოცდილება;
ბ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
გ) უცხოური ენის ცოდნა.
მუხლი 15🔗. მონიტორინგის დეპარტამენტის გამარტივებული ხელშეკრულებების, კონკურსებისა და სახელმწიფო შესყიდვების გეგმების მონიტორინგის სამმართველოს სპეციალისტი
1. მონიტორინგის დეპარტამენტის გამარტივებული ხელშეკრულებების, კონკურსებისა და სახელმწიფო შესყიდვების გეგმების მონიტორინგის სამმართველოს სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად დგინდება შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) მუშაობის გამოცდილება;
გ) ქართული ენის ძალიან კარგად ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
ე) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:
ე.ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ე.ბ) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის №306 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულება და სტრუქტურა“;
ვ) გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
ზ) პასუხისმგებლობის გრძნობა;
თ) ანალიტიკური აზროვნების უნარი;
ი) გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
კ) საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;
ლ) გუნდურად მუშაობის უნარი;
მ) სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
ნ) შრომისმოყვარე და თვითგანვითარებაზე ორიენტირებული.
2. მონიტორინგის დეპარტამენტის გამარტივებული ხელშეკრულებების, კონკურსებისა და სახელმწიფო შესყიდვების გეგმების მონიტორინგის სამმართველოს სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად უპირატესობად ჩაითვლება:
ა) ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის გამოცდილება;
ბ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
გ) უცხოური ენის ცოდნა.
თავი V
იურიდიული დეპარტამენტი
მუხლი 16🔗. იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი
1. იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად დგინდება შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ოთხწლიანი გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
გ) ქართული ენის ძალიან კარგად ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
ე) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:
ე.ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ე.ბ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ე.გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული, ადმინისტრაციული საპროცესო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსები, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე.დ) საქართველოს სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსები;
ე.ე) საქართველოს შრომის კოდექსი, „საჯარო სამსახურის შესახებ“, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონები;
ე.ვ) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის №306 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულება და სტრუქტურა“;
ვ) ხელმძღვანელობის, ზედამხედველობისა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
ზ) პასუხისმგებლობის გრძნობა;
თ) ანალიტიკური აზროვნების უნარი;
ი) გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
კ) საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;
ლ) გუნდურად მუშაობის უნარი;
მ) სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
ნ) შრომისმოყვარე და თვითგანვითარებაზე ორიენტირებული.
2. იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად უპირატესობად ჩაითვლება:
ა) ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის გამოცდილება;
ბ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
გ) დამატებითი უცხოური ენის ცოდნა.
მუხლი 17🔗. იურიდიული დეპარტამენტის სამართალწარმოების სამმართველოს უფროსი
1. იურიდიული დეპარტამენტის სამართალწარმოების სამმართველოს უფროსის თანამდებობის დასაკავებლად დგინდება შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება, მათ შორის, სასამართლოებთან ურთიერთობის გამოცდილება;
გ) ქართული ენის ძალიან კარგად ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
ე) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:
ე.ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ე.ბ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ე.გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული, ადმინისტრაციული საპროცესო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსები;
ე.დ) საქართველოს სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსები;
ე.ე) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის №306 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულება და სტრუქტურა“;
ვ) ხელმძღვანელობის, ზედამხედველობისა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
ზ) პასუხისმგებლობის გრძნობა;
თ) ანალიტიკური აზროვნების უნარი;
ი) გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
კ) საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;
ლ) გუნდურად მუშაობის უნარი;
მ) სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
ნ) შრომისმოყვარე და თვითგანვითარებაზე ორიენტირებული.
2. იურიდიული დეპარტამენტის სამართალწარმოების სამმართველოს უფროსის თანამდებობის დასაკავებლად უპირატესობად ჩაითვლება:
ა) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
ბ) ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის გამოცდილება;
გ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
დ) უცხოური ენის ცოდნა;
ე) თუ კანდიდატს ჩაბარებული აქვს მოსამართლეთა ან/და ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდები.
მუხლი 18🔗. იურიდიული დეპარტამენტის სამართალწარმოების სამმართველოს უფროსი იურისტი
1. იურიდიული დეპარტამენტის სამართალწარმოების სამმართველოს უფროსი იურისტის თანამდებობის დასაკავებლად დგინდება შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება;
გ) ქართული ენის ძალიან კარგად ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
ე) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:
ე.ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ე.ბ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ე.გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული, ადმინისტრაციული საპროცესო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსები;
ე.დ) საქართველოს სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსები;
ე.ე) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის №306 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულება და სტრუქტურა“;
ვ) გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
ზ) პასუხისმგებლობის გრძნობა;
თ) ანალიტიკური აზროვნების უნარი;
ი) გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
კ) საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;
ლ) გუნდურად მუშაობის უნარი;
მ) სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
ნ) შრომისმოყვარე და თვითგანვითარებაზე ორიენტირებული.
2. იურიდიული დეპარტამენტის სამართალწარმოების სამმართველოს უფროსი იურისტის თანამდებობის დასაკავებლად უპირატესობად ჩაითვლება:
ა) ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის გამოცდილება;
ბ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
გ) უცხოური ენის ცოდნა;
დ) თუ კანდიდატს ჩაბარებული აქვს მოსამართლეთა ან/და ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდები.
მუხლი 19🔗. იურიდიული დეპარტამენტის სამართალწარმოების სამმართველოს იურისტი
1. იურიდიული დეპარტამენტის სამართალწარმოების სამმართველოს იურისტის თანამდებობის დასაკავებლად დგინდება შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ) სპეციალობით მუშაობის გამოცდილება;
გ) ქართული ენის ძალიან კარგად ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
ე) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:
ე.ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ე.ბ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ე.გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული, ადმინისტრაციული საპროცესო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსები;
ე.დ) საქართველოს სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსები;
ე.ე) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის №306 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულება და სტრუქტურა“;
ვ) გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
ზ) პასუხისმგებლობის გრძნობა;
თ) ანალიტიკური აზროვნების უნარი;
ი) გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
კ) საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;
ლ) გუნდურად მუშაობის უნარი;
მ) სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
ნ) შრომისმოყვარე და თვითგანვითარებაზე ორიენტირებული.
2. იურიდიული დეპარტამენტის სამართალწარმოების სამმართველოს იურისტის თანამდებობის დასაკავებლად უპირატესობად ჩაითვლება:
ა) ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის გამოცდილება;
ბ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
გ) უცხოური ენის ცოდნა;
დ) თუ კანდიდატს ჩაბარებული აქვს მოსამართლეთა ან/და ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდები.
მუხლი 20🔗. იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი
1. იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის თანამდებობის დასაკავებლად დგინდება შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება;
გ) ქართული ენის ძალიან კარგად ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
ე) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:
ე.ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ე.ბ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ე.გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსები, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე.დ) საქართველოს სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსები;
ე.ე) საქართველოს შრომის კოდექსი, „საჯარო სამსახურის შესახებ“, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონები;
ე.ვ) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის №306 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულება და სტრუქტურა“;
ვ) ხელმძღვანელობის, ზედამხედველობისა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
ზ) პასუხისმგებლობის გრძნობა;
თ) ანალიტიკური აზროვნების უნარი;
ი) გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
კ) საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;
ლ) გუნდურად მუშაობის უნარი;
მ) სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
ნ) შრომისმოყვარე და თვითგანვითარებაზე ორიენტირებული.
2. იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის თანამდებობის დასაკავებლად უპირატესობად ჩაითვლება:
ა) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
ბ) ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის გამოცდილება;
გ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
დ) უცხოური ენის ცოდნა.
მუხლი 21🔗. იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი იურისტი
1. იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი იურისტის თანამდებობის დასაკავებლად დგინდება შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება;
გ) ქართული ენის ძალიან კარგად ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
ე) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:
ე.ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ე.ბ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ე.გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსები, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე.დ) საქართველოს სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსები;
ე.ე) საქართველოს შრომის კოდექსი, „საჯარო სამსახურის შესახებ“, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონები;
ე.ვ) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის №306 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულება და სტრუქტურა“;
ვ) გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
ზ) პასუხისმგებლობის გრძნობა;
თ) ანალიტიკური აზროვნების უნარი;
ი) გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
კ) საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;
ლ) გუნდურად მუშაობის უნარი;
მ) სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
ნ) შრომისმოყვარე და თვითგანვითარებაზე ორიენტირებული.
2. იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი იურისტის თანამდებობის დასაკავებლად უპირატესობად ჩაითვლება:
ა) ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის გამოცდილება;
ბ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
გ) უცხოური ენის ცოდნა.
მუხლი 22🔗. იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს იურისტი
1. იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს იურისტის თანამდებობის დასაკავებლად დგინდება შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
გ) ქართული ენის ძალიან კარგად ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
ე) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:
ე.ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ე.ბ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ე.გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსები, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე.დ) საქართველოს სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსები;
ე.ე) საქართველოს შრომის კოდექსი, „საჯარო სამსახურის შესახებ“, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონები;
ე.ვ) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის №306 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულება და სტრუქტურა“;
ვ) გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
ზ) პასუხისმგებლობის გრძნობა;
თ) ანალიტიკური აზროვნების უნარი;
ი) გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
კ) საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;
ლ) გუნდურად მუშაობის უნარი;
მ) სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
ნ) შრომისმოყვარე და თვითგანვითარებაზე ორიენტირებული.
2. იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი იურისტის თანამდებობის დასაკავებლად უპირატესობად ჩაითვლება:
ა) ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის გამოცდილება;
ბ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
გ) უცხოური ენის ცოდნა.
თავი VI
სასწავლო ცენტრი
მუხლი 23🔗. სასწავლო ცენტრის დირექტორი
1. სასწავლო ცენტრის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად დგინდება შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) სასწავლო სფეროში მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება;
გ) ქართული ენის ძალიან კარგად ცოდნა;
დ) ინგლისური ენის კარგად ცოდნა;
ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
ვ) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:
ვ.ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ვ.ბ) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის №306 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულება და სტრუქტურა“;
ზ) ხელმძღვანელობის, ზედამხედველობისა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
თ) პასუხისმგებლობის გრძნობა;
ი) ანალიტიკური აზროვნების უნარი;
კ) გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
ლ) საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;
მ) გუნდურად მუშაობის უნარი;
ნ) სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
ო) შრომისმოყვარე და თვითგანვითარებაზე ორიენტირებული.
2. სასწავლო ცენტრის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად უპირატესობად ჩაითვლება:
ა) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
ბ) ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის გამოცდილება;
გ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
დ) დამატებითი უცხოური ენის ცოდნა.
მუხლი 24🔗. სასწავლო ცენტრის მთავარი სპეციალისტი
1. სასწავლო ცენტრის მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად დგინდება შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) სასწავლო სფეროში მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება;
გ) ქართული ენის ძალიან კარგად ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
ე) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:
ე.ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ე.ბ) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის №306 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულება და სტრუქტურა“;
ვ) გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
ზ) პასუხისმგებლობის გრძნობა;
თ) ანალიტიკური აზროვნების უნარი;
ი) გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
კ) საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;
ლ) გუნდურად მუშაობის უნარი;
მ) სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
ნ) შრომისმოყვარე და თვითგანვითარებაზე ორიენტირებული.
2. სასწავლო ცენტრის მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად უპირატესობად ჩაითვლება:
ა) ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის გამოცდილება;
ბ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
გ) უცხოური ენის ცოდნა.
მუხლი 25🔗. სასწავლო ცენტრის სპეციალისტი
1. სასწავლო ცენტრის სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად დგინდება შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) სასწავლო სფეროში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
გ) ქართული ენის ძალიან კარგად ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
ე) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:
ე.ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ე.ბ) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის №306 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულება და სტრუქტურა“;
ვ) გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
ზ) პასუხისმგებლობის გრძნობა;
თ) ანალიტიკური აზროვნების უნარი;
ი) გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
კ) საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;
ლ) გუნდურად მუშაობის უნარი;
მ) სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
ნ) შრომისმოყვარე და თვითგანვითარებაზე ორიენტირებული.
2. სასწავლო ცენტრის სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად უპირატესობად ჩაითვლება:
ა) ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის გამოცდილება;
ბ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
გ) უცხოური ენის ცოდნა.
თავი VII
ფინანსური მართვისა და ლოგისტიკის სამსახური
მუხლი 26🔗. ფინანსური მართვისა და ლოგისტიკის სამსახურის უფროსი
1. ფინანსური მართვისა და ლოგისტიკის სამსახურის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად დგინდება შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება;
ბ) საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება;
გ) ქართული ენის ძალიან კარგად ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
ე) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:
ე.ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ე.ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ე.გ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ე.დ) „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ე.ე) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ე.ვ) „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ე.ზ) ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ე.თ) საქართველოს შრომის კოდექსი, „საჯარო სამსახურის შესახებ“, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონები;
ე.თ) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის №306 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულება და სტრუქტურა“;
ვ) ხელმძღვანელობის, ზედამხედველობისა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
ზ) პასუხისმგებლობის გრძნობა;
თ) ანალიტიკური აზროვნების უნარი;
ი) გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
კ) საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;
ლ) გუნდურად მუშაობის უნარი;
მ) სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
ნ) შრომისმოყვარე და თვითგანვითარებაზე ორიენტირებული.
2. ფინანსური მართვისა და ლოგისტიკის სამსახურის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად უპირატესობად ჩაითვლება:
ა) საბუღალტრო პროგრამა „ორისის“, ბიუჯეტის მართვის ელექტრონული და სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემების ცოდნა;
ბ) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
გ) ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის გამოცდილება;
დ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
ე) უცხოური ენის ცოდნა.
მუხლი 27🔗. ფინანსური მართვისა და ლოგისტიკის სამსახურის ბუღალტერი
1. ფინანსური მართვისა და ლოგისტიკის სამსახურის ბუღალტრის თანამდებობის დასაკავებლად დგინდება შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება;
ბ) საბუღალტრო სფეროში მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება;
გ) ქართული ენის ძალიან კარგად ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
ე) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:
ე.ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ე.ბ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ე.გ) „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ე.დ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ე.ე) „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ე.ვ) საქართველოს შრომის კოდექსი, „საჯარო სამსახურის შესახებ“, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონები;
ე.ზ) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის №306 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულება და სტრუქტურა“;
ვ) გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
ზ) პასუხისმგებლობის გრძნობა;
თ) ანალიტიკური აზროვნების უნარი;
ი) გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
კ) საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;
ლ) გუნდურად მუშაობის უნარი;
მ) სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
ნ) შრომისმოყვარე და თვითგანვითარებაზე ორიენტირებული.
2. ფინანსური მართვისა და ლოგისტიკის სამსახურის ბუღალტრის თანამდებობის დასაკავებლად უპირატესობად ჩაითვლება:
ა) საბუღალტრო პროგრამა „ორისის“, ბიუჯეტის მართვის ელექტრონული და სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემების ცოდნა;
ბ) ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის გამოცდილება;
გ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
დ) უცხოური ენის ცოდნა.
მუხლი 28🔗. ფინანსური მართვისა და ლოგისტიკის სამსახურის შესყიდვების კოორდინატორი
1. ფინანსური მართვისა და ლოგისტიკის სამსახურის შესყიდვების კოორდინატორის თანამდებობის დასაკავებლად დგინდება შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება;
გ) ქართული ენის ძალიან კარგად ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
ე) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:
ე.ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ე.ბ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე.გ) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის №306 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულება და სტრუქტურა“;
ვ) გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
ზ) პასუხისმგებლობის გრძნობა;
თ) ანალიტიკური აზროვნების უნარი;
ი) გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
კ) საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;
ლ) გუნდურად მუშაობის უნარი;
მ) სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
ნ) შრომისმოყვარე და თვითგანვითარებაზე ორიენტირებული.
2. ფინანსური მართვისა და ლოგისტიკის სამსახურის შესყიდვების კოორდინატორის თანამდებობის დასაკავებლად უპირატესობად ჩაითვლება:
ა) ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის გამოცდილება;
ბ) უცხოური ენის ცოდნა.
მუხლი 29🔗. ფინანსური მართვისა და ლოგისტიკის სამსახურის ლოგისტიკის კოორდინატორი
1. ფინანსური მართვისა და ლოგისტიკის სამსახურის ლოგისტიკის კოორდინატორის თანამდებობის დასაკავებლად დგინდება შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება;
გ) ქართული ენის ძალიან კარგად ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
ე) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:
ე.ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ე.ბ) „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ე.გ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანებით დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესი“;
ე.დ) საქართველოს შრომის კოდექსი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონები;
ე.ე) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის №306 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულება და სტრუქტურა“;
ვ) გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
ზ) პასუხისმგებლობის გრძნობა;
თ) ანალიტიკური აზროვნების უნარი;
ი) გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
კ) საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;
ლ) გუნდურად მუშაობის უნარი;
მ) სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
ნ) შრომისმოყვარე და თვითგანვითარებაზე ორიენტირებული.
2. ფინანსური მართვისა და ლოგისტიკის სამსახურის ლოგისტიკის კოორდინატორის თანამდებობის დასაკავებლად უპირატესობად ჩაითვლება:
ა) ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის გამოცდილება;
ბ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
დ) უცხოური ენის ცოდნა.
თავი VIII
საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური
მუხლი 30🔗. საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის დირექტორი
1. საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად დგინდება შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის დარგში მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება;
გ) ქართული ენის ძალიან კარგად ცოდნა;
დ) ინგლისური ენის ძალიან კარგად ცოდნა (სასურველია რუსული ენის კარგად ცოდნა);
ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
ვ) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:
ვ.ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ვ.ბ) „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ვ.გ) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის №306 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულება და სტრუქტურა“;
ზ) ხელმძღვანელობის, ზედამხედველობისა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
თ) პასუხისმგებლობის გრძნობა;
ი) ანალიტიკური აზროვნების უნარი;
კ) გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
ლ) საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;
მ) გუნდურად მუშაობის უნარი;
ნ) სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
ო) შრომისმოყვარე და თვითგანვითარებაზე ორიენტირებული.
2. საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად უპირატესობად ჩაითვლება:
ა) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
ბ) ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის გამოცდილება;
გ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
დ) დამატებითი უცხოური ენის ცოდნა.
მუხლი 31🔗. საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მთავარი სპეციალისტი
1. საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად დგინდება შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) ქართული ენის ძალიან კარგად ცოდნა;
გ) ინგლისური ენის ძალიან კარგად ცოდნა (სასურველია რუსული ენის კარგად ცოდნა);
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
ე) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:
ე.ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ე.ბ) „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე.გ) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის №306 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულება და სტრუქტურა“;
ვ) გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
ზ) პასუხისმგებლობის გრძნობა;
თ) ანალიტიკური აზროვნების უნარი;
ი) გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
კ) საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;
ლ) გუნდურად მუშაობის უნარი;
მ) სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
ნ) შრომისმოყვარე და თვითგანვითარებაზე ორიენტირებული.
2. საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად უპირატესობად ჩაითვლება:
ა) ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის გამოცდილება;
ბ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
გ) დამატებითი უცხოური ენის ცოდნა.
დ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის დარგში მუშაობის გამოცდილება;
მუხლი 32🔗. საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის სპეციალისტი
1. საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად დგინდება შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) ქართული ენის ძალიან კარგად ცოდნა;
გ) ინგლისური ენის ძალიან კარგად ცოდნა (სასურველია რუსული ენის კარგად ცოდნა);
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
ე) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:
ე.ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ე.ბ) „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე.გ) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის №306 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულება და სტრუქტურა“;
ვ) გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
ზ) პასუხისმგებლობის გრძნობა;
თ) ანალიტიკური აზროვნების უნარი;
ი) გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
კ) საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;
ლ) გუნდურად მუშაობის უნარი;
მ) სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
ნ) შრომისმოყვარე და თვითგანვითარებაზე ორიენტირებული.
2. საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად უპირატესობად ჩაითვლება:
ა) ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის გამოცდილება;
ბ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
გ) დამატებითი უცხოური ენის ცოდნა.
დ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის დარგში მუშაობის გამოცდილება;
თავი IX
აპარატი
მუხლი 33🔗. აპარატის უფროსი
1. აპარატის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად დგინდება შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება;
გ) ქართული ენის ძალიან კარგად ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
ე) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:
ე.ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ე.ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ე.გ) საქართველოს შრომის კოდექსი, „საჯარო სამსახურის შესახებ“, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონები;
ე.დ) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის №306 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულება და სტრუქტურა“;
ვ) ხელმძღვანელობის, ზედამხედველობისა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
ზ) პასუხისმგებლობის გრძნობა;
თ) ანალიტიკური აზროვნების უნარი;
ი) გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
კ) საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;
ლ) გუნდურად მუშაობის უნარი;
მ) სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
ნ) შრომისმოყვარე და თვითგანვითარებაზე ორიენტირებული.
2. აპარატის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად უპირატესობად ჩაითვლება:
ა) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
ბ) ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის გამოცდილება;
გ) უცხოური ენის ცოდნა.
მუხლი 34🔗. აპარატის საქმისმწარმოებელი
1. აპარატის საქმისმწარმოებლის თანამდებობის დასაკავებლად დგინდება შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
გ) ქართული ენის ძალიან კარგად ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
ე) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:
ე.ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე.ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ე.გ) საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქმისწარმოების ერთიანი წესები“ და საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის №64 დადგენილებით დამტკიცებული „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტი“;
ე.დ) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის №306 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულება და სტრუქტურა“;
ვ) გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
ზ) პასუხისმგებლობის გრძნობა;
თ) ანალიტიკური აზროვნების უნარი;
ი) გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
კ) საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;
ლ) გუნდურად მუშაობის უნარი;
მ) სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.
2. აპარატის საქმისმწარმოებლის თანამდებობის დასაკავებლად უპირატესობად ჩაითვლება:
ა) ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის გამოცდილება;
ბ) უცხოური ენის ცოდნა.
მუხლი 35🔗. აპარატის არქივარიუსი
1. აპარატის არქივარიუსის თანამდებობის დასაკავებლად დგინდება შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
გ) ქართული ენის ძალიან კარგად ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
ე) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:
ე.ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე.ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ე.გ) „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ე.დ) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის №306 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულება და სტრუქტურა“;
ვ) გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
ზ) პასუხისმგებლობის გრძნობა;
თ) ანალიტიკური აზროვნების უნარი;
ი) გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
კ) საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;
ლ) გუნდურად მუშაობის უნარი;
მ) სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.
2. აპარატის არქივარიუსის თანამდებობის დასაკავებლად უპირატესობად ჩაითვლება:
ა) ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის გამოცდილება.
მუხლი 36🔗. ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი
1. ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად დგინდება შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) ქართული ენის ძალიან კარგად ცოდნა;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
დ) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:
დ.ა) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
დ.ბ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ.გ) საქართველოს შრომის კოდექსი, „საჯარო სამსახურის შესახებ“, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონები, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 თებერვლის №57 დადგენილებით დამტკიცებული „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტი“;
დ.დ) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის №306 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულება და სტრუქტურა“;
ე) გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
ვ) პასუხისმგებლობის გრძნობა;
ზ) ანალიტიკური აზროვნების უნარი;
თ) გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
ი) საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;
კ) გუნდურად მუშაობის უნარი;
ლ) სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
მ) შრომისმოყვარე და თვითგანვითარებაზე ორიენტირებული.
2. ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად უპირატესობად ჩაითვლება:
ა) ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის გამოცდილება;
ბ) უცხოური ენის ცოდნა.
გ) ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მუშაობის გამოცდილება.
მუხლი 37🔗. კომუნიკაციების მენეჯერი
1. კომუნიკაციების მენეჯერის თანამდებობის დასაკავებლად დგინდება შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება;
გ) ქართული ენის ძალიან კარგად ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
ე) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:
ე.ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ე.ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მესამე თავი (ინფორმაციის თავისუფლება) და „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილება;
ე.გ) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის №306 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულება და სტრუქტურა“;
ვ) გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
ზ) პასუხისმგებლობის გრძნობა;
თ) ანალიტიკური აზროვნების უნარი;
ი) გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
კ) საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;
ლ) გუნდურად მუშაობის უნარი;
მ) სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
ნ) შრომისმოყვარე და თვითგანვითარებაზე ორიენტირებული.
2. კომუნიკაციების მენეჯერის თანამდებობის დასაკავებლად უპირატესობად ჩაითვლება:
ა) ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის გამოცდილება;
ბ) უცხოური ენის ცოდნა.
მუხლი 38🔗. ცხელი ხაზის ოპერატორი
1. ცხელი ხაზის ოპერატორის თანამდებობის დასაკავებლად დგინდება შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
გ) ქართული ენის ძალიან კარგად ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
ე) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:
ე.ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ე.ბ) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის №306 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულება და სტრუქტურა“;
ვ) გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
ზ) პასუხისმგებლობის გრძნობა;
თ) ანალიტიკური აზროვნების უნარი;
ი) გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
კ) საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;
ლ) გუნდურად მუშაობის უნარი;
მ) სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
ნ) შრომისმოყვარე და თვითგანვითარებაზე ორიენტირებული.
2. ცხელი ხაზის ოპერატორის თანამდებობის დასაკავებლად უპირატესობად ჩაითვლება:
ა) ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის გამოცდილება;
ბ) უცხოური ენის ცოდნა.
მუხლი 39🔗. თავმჯდომარის თანაშემწე
1. თავმჯდომარის თანაშემწის თანამდებობის დასაკავებლად დგინდება შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
გ) ქართული ენის ძალიან კარგად ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
ე) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:
ე.ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე.ბ) საქართველოს შრომის კოდექსი, „საჯარო სამსახურის შესახებ“, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონები;
ე.გ) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის №306 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულება და სტრუქტურა“;
ვ) გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
ზ) პასუხისმგებლობის გრძნობა;
თ) ანალიტიკური აზროვნების უნარი;
ი) გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
კ) საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;
ლ) გუნდურად მუშაობის უნარი;
მ) სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.
2. თავმჯდომარის თანაშემწის თანამდებობის დასაკავებლად უპირატესობად ჩაითვლება:
ა) ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის გამოცდილება;
ბ) უცხოური ენის ცოდნა.
მუხლი 40🔗. თავმჯდომარის მდივანი
1. თავმჯდომარის მდივნის თანამდებობის დასაკავებლად დგინდება შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
გ) ქართული ენის ძალიან კარგად ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
ე) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის №306 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულებისა და სტრუქტურის“ ცოდნა;
ვ) გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
ზ) პასუხისმგებლობის გრძნობა;
თ) გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
ი) გუნდურად მუშაობის უნარი;
კ) სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.
2. თავმჯდომარის მდივნის თანამდებობის დასაკავებლად უპირატესობად ჩაითვლება:
ა) ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის გამოცდილება;
ბ) უცხოური ენის ცოდნა.
მუხლი 41🔗. აპარატის მძღოლი
აპარატის მძღოლის თანამდებობის დასაკავებლად დგინდება შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) „B“ კატეგორიის მართვის მოწმობა;
ბ) ავტომობილის მართვის ორწლიანი გამოცდილება;
გ) „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის ცოდნა;
დ) პასუხისმგებლობის გრძნობა;
ე) სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.
თავი X
ანალიტიკური ჯგუფი
მუხლი 42🔗. ანალიტიკური ჯგუფის უფროსი
1. ანალიტიკური ჯგუფის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად დგინდება შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) ანალიტიკურ სფეროში მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება;
გ) ქართული ენის ძალიან კარგად ცოდნა;
დ) ინგლისური ენის კარგად ცოდნა;
ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
ვ) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:
ვ.ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ვ.ბ) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის №306 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულება და სტრუქტურა“;
ზ) ხელმძღვანელობის, ზედამხედველობისა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
თ) პასუხისმგებლობის გრძნობა;
ი) ანალიტიკური აზროვნების უნარი;
კ) გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
ლ) საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;
მ) გუნდურად მუშაობის უნარი;
ნ) სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
ო) შრომისმოყვარე და თვითგანვითარებაზე ორიენტირებული.
2. ანალიტიკური ჯგუფის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად უპირატესობად ჩაითვლება:
ა) ბიზნესანალიტიკის სისტემისა (Business Intelligence) და სხვა ანალიტიკური ინსტრუმენტების ცოდნა;
ბ) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
გ) ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის გამოცდილება;
დ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
ე) დამატებითი უცხოური ენის ცოდნა.
მუხლი 43🔗. ანალიტიკური ჯგუფის ანალიტიკოსი
1. ანალიტიკური ჯგუფის ანალიტიკოსის თანამდებობის დასაკავებლად დგინდება შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) ანალიტიკურ სფეროში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
გ) ქართული ენის ძალიან კარგად ცოდნა;
დ) ინგლისური ენის კარგად ცოდნა;
ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
ვ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ცოდნა;
ზ) გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
თ) პასუხისმგებლობის გრძნობა;
ი) ანალიტიკური აზროვნების უნარი;
კ) გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
ლ) საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;
მ) გუნდურად მუშაობის უნარი;
ნ) სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
ო) შრომისმოყვარე და თვითგანვითარებაზე ორიენტირებული.
2. ანალიტიკური ჯგუფის ანალიტიკოსის თანამდებობის დასაკავებლად უპირატესობად ჩაითვლება:
ა) ბიზნესანალიტიკის სისტემისა (Business Intelligence) და სხვა ანალიტიკური ინსტრუმენტების ცოდნა;
ბ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
გ) დამატებითი უცხოური ენის ცოდნა;
დ) ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის გამოცდილება.
თავი XI
კონსოლიდირებული ტენდერების ორგანიზების სამმართველო
მუხლი 44🔗. კონსოლიდირებული ტენდერების ორგანიზების სამმართველოს უფროსი
1. კონსოლიდირებული ტენდერების ორგანიზების სამმართველოს უფროსის თანამდებობის დასაკავებლად დგინდება შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება;
გ) ქართული ენის ძალიან კარგად ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
ე) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:
ე.ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კონსოლიდირებულ ტენდერებთან დაკავშირებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ე.ბ) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის №306 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულება და სტრუქტურა“;
ვ) ხელმძღვანელობის, ზედამხედველობისა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
ზ) პასუხისმგებლობის გრძნობა;
თ) ანალიტიკური აზროვნების უნარი;
ი) გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
კ) საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;
ლ) გუნდურად მუშაობის უნარი;
მ) სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
ნ) შრომისმოყვარე და თვითგანვითარებაზე ორიენტირებული.
2. კონსოლიდირებული ტენდერების ორგანიზების სამმართველოს უფროსის თანამდებობის დასაკავებლად უპირატესობად ჩაითვლება:
ა) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
ბ) ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის გამოცდილება;
გ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
დ) უცხოური ენის ცოდნა.
მუხლი 45🔗. კონსოლიდირებული ტენდერების ორგანიზების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
1. კონსოლიდირებული ტენდერების ორგანიზების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად დგინდება შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) ქართული ენის ძალიან კარგად ცოდნა;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
დ) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:
დ.ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კონსოლიდირებულ ტენდერებთან დაკავშირებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
დ.ბ) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის №306 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულება და სტრუქტურა“;
ე) გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
ვ) პასუხისმგებლობის გრძნობა;
ზ) ანალიტიკური აზროვნების უნარი;
თ) გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
ი) საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;
კ) გუნდურად მუშაობის უნარი;
ლ) სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
მ) შრომისმოყვარე და თვითგანვითარებაზე ორიენტირებული.
2. კონსოლიდირებული ტენდერების ორგანიზების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად უპირატესობად ჩაითვლება:
ა) ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის გამოცდილება;
ბ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
გ) უცხოური ენის ცოდნა.
თავი XII
კონკურსის ჩატარება
მუხლი 46🔗. კონკურსის გამოცხადება და ჩატარება
1. კონკურსის მიზანია კანდიდატის კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარ-ჩვევების დასაკავებელი თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება;
2. სააგენტოში არსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი ცხადდება, კანდიდატი შეირჩევა და ინიშნება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
3. კონკურსის ჩატარებას უზრუნველყოფს სააგენტოს საკონკურსო-საატესტაციო კომისია.
4. კონკურსის დადგენილი წესით გამოცხადებასა და ჩატარებას ორგანიზებას უწევს სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი.
მუხლი 47🔗. კონკურსის ფორმა
1. კონკურსი შესაძლებელია მოიცავდეს შემდეგ ეტაპებს:
ა) აპლიკაციების შეფასება/გადარჩევა;
ბ) წერითი დავალება;
გ) გასაუბრება.
2. კონკურსის პროგრამას, ფორმას, პირობებსა და ჩატარების გრაფიკს სააგენტოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით განსაზღვრავს სააგენტოს საკონკურსო-საატესტაციო კომისია.
თავი XIII
ატესტაციის ჩატარება
მუხლი 48🔗. ატესტაციის ჩატარება
1. ატესტაციის მიზანია სააგენტოს თანამშრომლის კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარ-ჩვევების დაკავებული ან დასაკავებელი თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება.
2. ატესტაცია ტარდება სააგენტოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით.
3. ატესტაციის ჩატარებას უზრუნველყოფს სააგენტოს საკონკურსო-საატესტაციო კომისია.
4. ატესტაციის ჩატარებას ორგანიზებას უწევს სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი.
მუხლი 49🔗. ატესტაციის ფორმა
1. ატესტაცია შესაძლებელია მოიცავდეს შემდეგ ეტაპებს:
ა) წერითი დავალება;
ბ) გასაუბრება.
2. ატესტაციის პროგრამას, ფორმას, პირობებსა და ჩატარების გრაფიკს სააგენტოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით განსაზღვრავს სააგენტოს საკონკურსო-საატესტაციო კომისია.